ადილ გირეი
ადილ გირეი (ყირიმ. Adil Geray, عادل كراى; დ. 1617 — კარნობატი, ოსმალეთის იმპერია, 1672) — ყირიმის ხანი 1666–1671 წლებში, ჩობან-დევლეთ გირეის ვაჟი, ფეთიჰ I გირეის შვილიშვილი.
ადილ გირეი | |
---|---|
Adil Giray | |
ყირიმის 24-ე ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1666 |
მმართ. დასასრული: | 1671 |
წინამორბედი: | მეჰმედ IV გირეი |
მემკვიდრე: | სელიმ I გირეი |
სულთანი: | მეჰმედ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1617 |
გარდ. თარიღი: | 1672 |
გარდ. ადგილი: | კარნობატი, ოსმალეთის იმპერია |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: |
ჩობან-დევლეთ გირეი (ფეთიჰ I-ის ვაჟი) |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადილ გირეის მამა, ჩობან-დევლეთ გირეი (მუსტაფა) იყო ფეთიჰ I-ის უკანონო ვაჟი. სხვადასხვა პერიოდში მას ყირიმის ხანები დევნიდნენ, რის გამოც ცხოვრება სახანოს ფარგლებს გარეთ მოუწია. 1623 წელს ჩობან-მუსტაფა გირეის გვარის წარმომადგენლად ხანმა მეჰმედ III გირეიმ ცნო და საკუთარ ნურედინად დანიშნა, 6 წლის ადილ გირეი კი თავის უფროს ძმა, ფეთიჰთნ ერთად ბახჩისარაიში ჩაიყვანა საცხოვრებლად.
ადილ გირეი ოსმალებმა სახანოს ტახტზე 1666 წელს, მეჰმედ IV გირეის როდოსზე გადასახლების შემდეგ აიყვანეს.[1] აღნიშნულმა ფაქტმა გააღიზიანა ყირიმელი თათრები, რადგან ისინი ადილს არ მიიჩნევნდენ დინასტიის ნამდვილ წარმომადგენლად. ადილ გირეიმ დიდი გადასახადები დააკისრა სახანოს. რუსეთ-პოლონეთის ომში მხარი ღიად დაუჭირა პოლონელებს. ადილს პოლონელებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბევრი მხარდამჭერის ყოლის გამო, 1669 წელს მან პოლონეთ-ლიეტუვის ტახტზეც კი გამოთქვა პრეტენზია. 1671 წელს ოსმალებმა მზადება დაიწყეს სწორედ პოლონეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. სულთან მეჰმედ IV-ის ბრძანებით ოსმალებმა პოლონელებთან დაახლოვებული ადილ გირეი ტახტიდან გადააყენეს და ბულგარეთის პროვინციაში გადაასახლეს, მის მაგივრად კი ყირიმის ხანის ტიტული უბოძეს სელიმ I გირეის.
ადილი გარდაიცვალა გადასახლებიდან 1 წელიწადში, კარნობატში, დაკრძალეს იქვე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Oleksa Gaivoronsky «Повелители двух материков», Kiev-Bakhchisarai, second edition, 2010, ISBN 978-966-2260-02-1, volume 2, pages 87, 88, 98 (father)
- Henry Hoyle Howorth, History of the Mongols, 1880, Part 2, pp. 540, 541, 558 (father);pp. 558–559 (reign)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ According to Howorth writing in 1880.