ფეთიჰ I გირეი (ყირიმ. ١ فتح كراى‎, I Fetih Geray; დ. 1557 — გ. 1597, ბახჩისარაი, ყირიმის სახანო,) — ყირიმის ხანი 1596–1597 წლებში, დევლეთ I გირეის მე-11 ვაჟი.

ფეთიჰ I გირეი
Fetih Giray
ყირიმის მე-15 ხანი
მმართ. დასაწყისი: ნოემბერი, 1596
მმართ. დასასრული: 3 თებერვალი, 1597
წინამორბედი: გაზი II გირეი
მემკვიდრე: გაზი II გირეი
სულთანი: მეჰმედ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1557
დაბ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
გარდ. თარიღი: 5 თებერვალი, 1597
გარდ. ადგილი: ბახჩისარაი, ყირიმის სახანო
შვილები: ბაჰთი გირეი
დევლეთ გირეი
მაჰმუდ გირეი
რაშიდ გირეი
ჩობან-დევლეთ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: დევლეთ I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალგაზრდობაში მამამისის უამრავ ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა. მისი უფროსი ძმების ომის დროს მხარი დაუჭირა ისლამ II გირეის. 1588 წელს ილაშქრა პოლონეთში. მისი ძმის, გაზი II გირეის მმართველობის დროს გახდა კალგა. 1591 წელს ილაშქრა რუსეთის სამეფოში. მოსკოვის სიახლოვეს რუსებმა, ბორის გოდუნოვის სარდლობით გაანადგურეს ყირიმელი თათრების 35 000 კაციანი არმია. 1592 წელს ფეთიჰმა მარბიელი ლაშქრობები მოაწყო რიაზანზე, ალყაში მოაქცია ასტრახანი, მაგრამ ვერ აიღო.

1596 წელს ძმებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ოსმალების ლაშქრობაში უნგრეთში, რომლის დროსაც წარმატებით გამოიჩინა თავი და სულთნის ქება დაიმსახურა. უფრო მეტიც, მეჰმედ III-მ დიდ ვეზირ ქოჯა სინან-ფაშას რჩევით გაზი გირეი გადააყენა და ყირიმის ხანის ტიტული სწორედ ფეთიჰს უბოძა. მისი მმართველობა მხოლოდ 3 თვემდე გაგრძელდა. ყირიმის სახანოში დაბრუნებიდან მალევე, გაზი II გირეი აუჯანყდა ფეთიჰს, ტახტიდან ჩამოაგდო და 1597 წლის 5 თებერვალს თავის 4 ვაჟთან ერთად სიკვდილით დასაჯა. ამ ფაქტმა ოსმალების აგრესია გამოიწვია და მალევე მათ ყირიმის ხანის ძალაუფლება შეზღუდეს იმპერიაში და სახანოს მემკვიდრეობითი კანონიც კი შეცვალეს. მოგვიანებით, ფეთიჰ გირეის გადარჩენილი უკანონო ვაჟის, ჩობან-დევლეთ გირეის შვილმა, ადილ გირეიმ შეძლო ხანის ტიტულის მიღება, მაგრამ სახანოს მმართველთა დინასტია საბოლოოდ სელამეთ გირეის შთამომავლებმა გააგრძელეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Олекса Гайворонский «Созвездие Гераев». Симферополь, 2003.
  • Олекса Гайворонский «Повелители двух материков», том 1, Киев-Бахчисарай, 2007 г. ISBN 978-966-96917-1-2, ст. 332—337