სელამეთ I გირეი
სელამეთ I გირეი (ყირიმ. I Selamet Geray, سلامت كراى; დ. ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1568 — ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1610) — ყირიმის ხანი 1608–1610 წლებში, დევლეთ I გირეის უმცროსი, მე-12 ვაჟი.
სელამეთ I გირეი | |
---|---|
Selamet Giray | |
ყირიმის მე-17 ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | თებერვალი, 1608 |
მმართ. დასასრული: | 1610 |
წინამორბედი: | თოხთამიშ გირეი |
მემკვიდრე: | ჯანიბექ გირეი |
სულთანი: | აჰმედ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1568 |
დაბ. ადგილი: | ბახჩისარაი, ყირიმის სახანო |
გარდ. თარიღი: | 1610 |
გარდ. ადგილი: | ბახჩისარაი, ყირიმის სახანო |
შვილები: |
ბაჰადირ I გირეი ისლამ III გირეი მეჰმედ IV გირეი აზამათ გირეი მუბარექ გირეი საფა გირეი ყირიმ გირეი ადილ გირეი |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | დევლეთ I გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ბახჩისარაიში. 9 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. 1584-1585 წლებში, თავის უფროს ძმებს შორის გამართულ ომებში იბრძოდა ისლამ II გირეის მხარეს. 1588 წელს, გაზი II გირეი-მ დანიშნა ნურედინად.
1591 წელს თან ახლდა ფეთიჰ I გირეის მოსკოვზე გალაშქრების დროს. 1594 წელს აუჯანყდა თავის ძმას, გაზი გირეის, მაგრამ მისი ამბოხი მარტივად ჩაახშვეს და იძულებული გახდა ოსმალეთის იმპერიაში გადახვეწილიყო.
1594-1605 წლებში, როგორც დევნილი, ცხოვრობდა სტამბოლში, ოსმალეთის სულთნების, მეჰმედ III-ისა და აჰმედ I-ის კარზე. 1606 წელს სულთან აჰმედმა დანიშნა ყირიმის სახანოს კალგად. თუმცა მისი უფროსი ძმის, გაზი II გირეის გარდაცვალების შემდეგ ყირიმის ხანის ტიტული მიიღო სელამეთის ძმისშვილმა, 18 წლის თოხთამიშ გირეიმ.
ამის გამო სელამეთმა ვერ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. ის დახმარების სათხოვნელად დაუკავშირდა თავისი ძმის, მეჰმედ II გირეის დევნილ შვილიშვილებს, მეჰმედ III გირეისა და შაჰინ გირეის. მათი და ოსმალეთის დახმარებით, 1608 წელს ყირიმის ტახტი დაიკავა. იმავე წელს, თოხთამიშ გირეი სტამბოლში ჩავიდა იმ მიზნით, რომ აჰმედ I დაეყოლიებინა მისთვის ხანის ტიტულის დაბრუნებისათვის, მაგრამ უშედეგოდ.
ყირიმისკენ მიმავალ თოხთამიშს თავს დაესხნენ მეჰმედ III გირეი და ოსმალები. მცირე ბრძოლის შემდეგ თოხთამიში და მისი ძმა, სეფერ გირეი, დაიღუპნენ. სელამეთ გირეი მშვიდად შეუდგა სახანოს მართვას. მადლობის ნიშნად, კალგად სწორედ მეჰმედ III გირეი დანიშნა, ხოლო ნურედინობა შაჰინ გირეის უბოძა.
2 წლიანი მმართველობის შემდეგ გარდაიცვალა 1610 წელს, ბახჩისარაის სასახლეში, 42 წლის ასაკში. მის შემდეგ ყირიმის სახანოში ისევ დაიწყო დინასტიური ომი ტახტზე ასასვლელად, რომელიც დამთავრდა მისი ძმისშვილის, ჯანიბექ გირეის გამარჯვებით. მოგვიანებით მისი ვაჟებიც გახდნენ ყირიმის ხანები: ბაჰადირ I გირეი 1637-1641 წ.წ, ისლამ III გირეი 1644-1654 წ.წ, და მეჰმედ IV გირეი 1641-1644 და 1654-1666 წლებში. ყირიმის სახანოს მმართველთა დინასტია სწორედ სელამეთის შთამომავლებმა გააგრძელეს და დაასრულეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 г.
- Олекса Гайворонский «Повелители двух материков», том 1, Киев-Бахчисарай, 2007 г. ISBN 978-966-96917-1-2