ისლამ II გირეი
ისლამ II გირეი (ყირიმ. II İslâm Geray, اسلام كراى; დ. 1539, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 1588, ჯანკოი) — ყირიმის ხანი 1584–1588 წლებში, დევლეთ I გირეის ვაჟი.
ისლამ II გირეი | |
---|---|
İslâm Giray | |
ყირიმის მე-13 ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 7 ივლისი, 1584 |
მმართ. დასასრული: | 15 მარტი, 1588 |
წინამორბედი: | საადეთ II გირეი |
მემკვიდრე: | გაზი II გირეი |
სულთანი: | მურად III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1539 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 1588 |
გარდ. ადგილი: | ბახჩისარაი, ყირიმის სახანო |
შვილები: | მუბარექ გირეი |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | დევლეთ I გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა სტამბოლში, ოსმალეთის იმპერიაში. ყირიმში პირველად მოხვდა 1551 წელს, როდესაც მამამისი, დევლეთ I გირეი გახდა ხანი. ისლამი 1572-1584 წლებში იყო მძევალი სულთნების, სელიმ II-ისა და მურად III-ის კარზე. 1584 წელს სათავეში ჩაუდგა 30 000-მდე იანიჩარს და დაიძრა ყირიმისკენ, მისი ძმის, მეჰმედ II გირეის ტახტიდან ჩამოსაგდებად. მეჰმედ გირეი მისმა მეორე ძმამ, ყაფლანმა შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. მალევე ყაფლანზე შური იძია მეჰმედის ვაჟმა, ყირიმის ახალმა ხანმა, საადეთ II გირეიმ.
დამარცხებული ისლამ გირეი სულთნისგან მეომრების დამატებას ითხოვდა. ოსმალთა ჯარის ახალი ფრთა კავკასიიდან მიეშველა მას, 7 ივლისს შევიდა ბახჩისარაიში და ყირიმის სახანოს უპრობლემოდ ტახტზე ავიდა. მისი ძმისშვილი, საადეთ II გირეი კი ასტრახანში გაიქცა.
1585 წელს საადეთ გირეიმ ნოღაის ურდოს 15 000 კაციანი არმიით გაილაშქრა ყირიმზე, თუმცა ისლამ გირეიმ 28 000 ყირიმელი თათრითა და 13 000 ოსმალო ჯარისკაცით მარტივად დაამარცხა მდინარე დნეპრთან.
ამის შემდეგ ისლამ გირეიმ დაიწყო ცენტრალური ხელისუფლების გამტკიცება. გარკვეული რეფორმები გაატარა, გაიყვანა საირიგაციო სისტემა და მოაწესრიგა გადასახადის აკრეფვა მთელს სახანოში. 1588 წლის დასაწყისში ყირიმს თავს დაესხნენ პოლონელები და ლიტველები. ისლამ გირეიმ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სულთანს დახმარების სათხოვნელი წერილი გაუგზავნა.
1588 წლის 15 მარტს პოლონეთ-ლიტვის წინააღმდეგ სალაშქროდ წასული 49 წლის ისლამ გირეი გარდაიცვალა ქალაქ ჯანკოიში. მის შემდეგ ყირიმის ტახტი მიითვისა მისმა უმცროსმა ძმამ, სისასტიკით ცნობილმა, გაზი II გირეიმ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Osmanlı Tarihi, III. Cilt, 2. Kısım, 7. baskı, sf: 1-2-3-4, Türk Tarih Kurumu Yayınları-2011, Ord. Prof. İsmail Hakkı Uzunçarşılı
- Олекса Гайворонский «Повелители двух материков», том 1, Киев-Бахчисарай, 2007 г. ISBN 978-966-96917-1-2, ст. 295—306