საადეთ II გირეი
საადეთ II გირეი (ყირიმ. II Saadet Geray, ۲سعادت كراى; დ. 1560, ბახჩისარაი, — გ. 1587, დაღესტანი) — ყირიმის ხანი 1584 წელს, მეჰმედ II გირეის უფროსი ვაჟი.
საადეთ II გირეი | |
---|---|
Saadet Giray | |
ყირიმის მე-12 ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | მარტი, 1584 |
მმართ. დასასრული: | 7 ივლისი, 1584 |
წინამორბედი: | მეჰმედ II გირეი |
მემკვიდრე: | ისლამ II გირეი |
სულთანი: | მურად III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1560 |
დაბ. ადგილი: | ბახჩისარაი, ყირიმის სახანო |
გარდ. თარიღი: | 1587 |
გარდ. ადგილი: | დაღესტანი, ყირიმის სახანო |
შვილები: |
მეჰმედ III გირეი შაჰინ გირეი |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | მეჰმედ II გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
საადეთი მამამისის სიკვდილით დასჯის შემდეგ, გაებრძოლა ბიძას, ყაფლან გირეის და სასტიკად დაამარცხა, რის შემდეგაც გახდა ყირიმის ხანი. თუმცა ოსმალეთის სულთნის, მურად III-ის განკარგულებით ყირიმის ტახტი ეკუთვნოდა საადეთის ბიძას, ისლამ II გირეის.
საადეთმა ძალაუფლება არ დათმო და ნოღაის ურდოსა და კავკასიელების დახმარებით გააჩაღა ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ, რომელშიც დამარცხდა და 4 თვიანი მმართველობის შემდეგ, 7 ივლისს გაიქცა ყირიმიდან. ხანი გახდა ისლამ II გირეი.
მან თავი შეაფარა ასტრახანს, საიდანაც მარბიელი ლაშქრობა განახორციელა ყირიმზე, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ, ოჯახთან ერთად გადაიხვეწა დაღესტანში, სადაც გარდაიცვალა 1587 წელს, 27 წლის ასაკში.
მოგვიანებით, 1623 წელს, მისმა ვაჟმა, მეჰმედ III გირეიმ ტახტისათვის ბრძოლა გააჩაღა და მოიპოვა ყირიმის ხანის ტიტული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Osmanlı Tarihi, III. Cilt, 2. Kısım, 7. baskı, sf: 1-2-3-4, Türk Tarih Kurumu Yayınları-2011, Ord. Prof. İsmail Hakkı Uzunçarşılı