თოხთამიშ გირეი
თოხთამიშ გირეი (ყირიმ. Toqtamış Geray, طوقتامش كراى; დ. ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1589 — ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1608) — ყირიმის ხანი 1607–1608 წლებში, გაზი II გირეის უფროსი ვაჟი.
თოხთამიშ გირეი | |
---|---|
Toqtamış Giray | |
ყირიმის მე-16 ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | ოქტომბერი, 1607 |
მმართ. დასასრული: | თებერვალი, 1608 |
წინამორბედი: | გაზი II გირეი |
მემკვიდრე: | სელამეთ I გირეი |
სულთანი: | აჰმედ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1589 |
დაბ. ადგილი: | ბახჩისარაი, ყირიმის სახანო |
გარდ. თარიღი: | 1607 |
გარდ. ადგილი: | ედირნე, ოსმალეთის იმპერია |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | გაზი II გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1604 წელს მამამისმა, გაზი II გირეიმ სულთან აჰმედ I-ის თანხმობით დანიშნა კალგად, თუმცა სულთანისვე ინიციატივით 1606 წელს კალგა ბიძამისი, სელამეთი გახდა. მიუეხადავად ამისა, ძალაუფლება ხელში აიღო 1607 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, 18 წლის ასაკში. ის გახდა ყირიმის ყველაზე ახალგაზრდა ხანი. თავად თოხთამიშმა კალგას ტიტული უბოძა მის უმცროს ძმას, 16 წლის სეფერ გირეის. თოხთამიშ გირეის მმართველობა მხოლოდ 4 თვემდე გაგრძელდა, რადგან მისი ყირიმის ხანად დამტკიცება ოსმალეთის სულთნითსთვის, აჰმედ I-ისთვის მოულოდნელი იყო, რადგან გაზი გირეის ურჩობის გამო ყირიმის სახანოს ანექსირება ჰქონდა დაგეგმილი.
1608 წელს სულთანმა გასცა ბრძანება ყირიმის ხანის ტიტულზე თოხთამიშის ბიძის, სელამეთ I გირეის დამტკიცების შესახებ. თოხთამიშმა ტახტი იძულებით დათმო და იმავე წელს, თავის ძმებთან ერთად, სტამბოლში გაემგზავრა სულთნისთვის გადაწყვეტილების შეცვლის სათხოვნელად.
მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ედირნეში, ყირიმისკენ მიმავალ გზაზე უეცრად თავს დაესხა მისი ნათესავის, სახანოს იმჟამინდელი კალგის და მომავალი ხანის — მეჰმედ III გირეის არმია. სწორედ მასთან ბრძოლის დროს დაიღუპა 19 წლის თოხთამიში თავის ძმასთან, სეფერ გირეისთან ერთად. მისი ოჯახის წევრებიდან გადარჩა 3 უმცროსი ძმა, ინაიეთი, ჰუსამი და საადათი. ინაიეთმა მოგვიანებით შეძლო ყირიმის ხანის ტიტულის მოპოვება. ჰუსამი კალგად, ხოლო საადათი კი ნურედინად დანიშნა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003