მურად გირეი (ყირიმ. Murat Geray, عادل كراى‎; დ. 1627 — გ. იამბოლი, ოსმალეთის იმპერია, 1696) — ყირიმის ხანი 1678–1683 წლებში, ნურედინ მუბარექ გირეის ვაჟი, სელამეთ I გირეის შვილიშვილი.

მურად გირეი
Murat Giray
ყირიმის 26-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1678
მმართ. დასასრული: 1683
წინამორბედი: სელიმ I გირეი
მემკვიდრე: ჰაჯი II გირეი
სულთანი: მეჰმედ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1627
დაბ. ადგილი: 1696
გარდ. ადგილი: იამბოლი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: მუბარექ გირეი
(სელამეთ I-ის ვაჟი)
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მურადის მამა, მუბარექ გირეი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა სახანოში. მურად გირეი მეჰმედ IV გირეის მმართველობისას 4 წლით (1659–1663 წ.წ) დანიშნული იყო ნურედინად. ამის შემდგომ ის ოსმალეთის ევროპულ ნაწილში ცხოვრობდა. 1678 წელს, ოსმალებმა მურადის ბიძაშვილი, სელიმ I გირეი რუსეთთან ჩიგირინის ალყის დროს განცდილი მარცხის გამო გადააყენეს, ხანის ტიტული კი სწორედ მურად გირეის უბოძეს.

მურად გირეი აქტიურად ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის ომში, რომელიც 1681 წელს დასრულდა ბახჩისარაის ხელშეკრულების გაფორმებით, ამ დროიდან იწყება რუსეთის ექსპანსია უკრაინასა და ყირიმის ტერიტორიაზე. 1682 წელს მურად გირეის სულთანმა მეჰმედ IV-მ საღვთო რომის იმპერიის წინააღმდეგ წამოწყებულ დიდ ომში მოთხოვა არმიის გამოყვანა, რაზეც თანხმობა მიიღო. მურადმა დასახმარებლად 40 ათას კაციანი არმია დაძრა სტამბოლისკენ. 1683 წელს, ოსმალებმა ვენაში მძიმე მარცხი (იხილეთ ვენის ალყა) განიცადეს. სულთანმა ეს გამანადგურებელი დამარცხება საკუთარ დიდ ვეზირ, ქარა მუსტაფა-ფაშასთან ერთად ვასალებსაც დააბრალა. მათ შორის დიდი რისხვა დაატყდა თავს მურადსაც, რომელიც აიძულეს ყირიმის ტახტი დაეტოვებინა ჰაჯი გირეის სასარგებლოდ. თავად მურადი საცხოვრებლად ოსმალთა ბულგარეთში, იამბოლში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა 69 წლის ასაკში 1696 წელს, დაკრძალეს იქვე. [1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Henry Hoyle Howorth, History of the Mongols, 1880, Part 2, pp. 562–563
  • Олекса Гайворонский «Созвездие Гераев». Симферополь, 2003.
  1. Мурад Герай დაარქივებული 2015-07-22 საიტზე Wayback Machine. «Полуостров» 10 აპრილი 2009