ჰაჯი II გირეი
ჰაჯი II გირეი (ყირიმ. II Haci Geray, خاجى كراى; დ. 1644 — გ. როდოსი, ოსმალეთის იმპერია, 1689) — ყირიმის ხანი 1683–1684 წლებში, ნურედინ ყირიმ გირეის ვაჟი, სელამეთ I გირეის შვილიშვილი.
ჰაჯი II გირეი | |
---|---|
Haci Giray | |
ყირიმის 27-ე ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1683 |
მმართ. დასასრული: | 1684 |
წინამორბედი: | მურად გირეი |
მემკვიდრე: | სელიმ I გირეი |
სულთანი: | მეჰმედ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1644 |
გარდ. თარიღი: | 1689 |
გარდ. ადგილი: | როდოსი, ოსმალეთის იმპერია |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: |
ყირიმ გირეი (სელამეთ I-ის ვაჟი) |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰაჯი გირეი იყო სელამეთ I გირეის ვაჟის, ყირიმის უფროსი შვილი. მას ჰყავდა უმცროსი ძმა, საადეთი, რომელიც ასევე იყო ხანი მცირე ხნით. ტახტზე ასვლამდე, 1670-იან წლებში ჰაჯი გირეიმ მონაწილეობა მიიღო ავსტრიელთა წინააღმდეგ გამართულ ომში, სადაც თავის გამოჩენა და სულთნის სიმპათიის მოპოვება მოახერხა. 1683 წელს, ოსმალების გამანადგურებელი მარცხი ვენასთან მეჰმედ IV-მ ვეზირებსა და ყირიმის ხან მურად გირეი-ს დააბრალა, რის გამოც ეს უკანასკნელი გადააყენა და სწორედ ჰაჯი გირეის უხმო ყირიმში ძალაუფლების მისაღებად. ჰაჯი II-ის მმართველობამ მხოლოდ 1 წელიწადს გასტანა. გადასახადების გაზრდის გამო მალევე აუჯანყდნენ ყირიმელი თათრები, ბახჩისარაის სასახლე ალყაში მოაქციეს და ხანად ჰაჯის ბიძაშვილის, სახელგანთქმული სელიმ გირეის აღდგენა მოითხოვეს. ჰაჯი II გირეი იძულებული გახდა უარი ეთქვა ტიტულზე და სახანო დატოვა. საცხოვრებლად მცირე აზიაში გადავიდა და ოსმალებისგან მცირე პენსიაც მიიღო. გარდაიცვალა ტახტიდან ჩამოგდებიდან 5 წელიწადში, კუნძულ როდოსზე, 1689 წელს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- О. Гайворонский «Созвездие Гераев»
- О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
- Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)