სელამეთ II გირეი
სელამეთ II გირეი (ყირიმ. II Selamet Geray, سلامت كراى; დ. 1691 — გ. 1751, იამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი 1740–1743 წლებში, სელიმ I გირეის უმცროსი ვაჟი.
სელამეთ II გირეი | |
---|---|
Selamet Giray | |
ყირიმის 37-ე ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1740 |
მმართ. დასასრული: | 1743 |
წინამორბედი: | მენლი II გირეი |
მემკვიდრე: | სელიმ II გირეი |
სულთანი: | მაჰმუდ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1691 |
გარდ. თარიღი: | 1751 |
გარდ. ადგილი: | იამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
შვილები: | მაქსუდ გირეი |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | სელიმ I გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასელამეთი განთქმული სელიმ გირეის ნაბოლარა შვილი იყო. აღიზარდა ბახჩისარაის სასახლეში. 1713 წელს დაინიშნა პერეკოფის ორ-ბეიდ ანუ გამგებლად. უფოსი ძმის, მენლი II-ის მმართველობის დროს ჯერ ნურედინის, ხოლო 1724–1727 და 1737–1740 წლებში კალგის თანამდებობას იკავებდა. 1740 წელს, მენლი II გარდაიცვალა და ოსმალებმა ყირიმის ხანად სწორედ სელამეთ გირეი დაამტკიცეს. სელამეთი შეუდგა რუსების შემოსევების შედეგად დანგრეული ბახჩისარაის აღდგენას. მისი მმართველობის დროს დაიწყო ხანის სასახლის და დიდი ხანის მეჩეთის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია.
სელამეთ II-ს ჰქონდა გეგმა შვედეთთან ერთად გაეწია რუსეთის იმპერიისთვის წინააღმდეგობა, მაგრამ სულთანმა ამის უფლება არ მისცა. ხანის ქვეშევრდომების არასანქცირებული ანტირუსული ქმედებებისთვის, სულთანმა სელამეთ II გირეი დაადანაშაულა რუსეთ-ოსმალეთის სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაში. 1743 წელს სელამეთ II-ს მაჰმუდ I-ის ბრძანებით ჩამოართვეს ყირიმის ხანის ტიტული. იგი თურქების მიერ დანიშნული პენსიით დასახლდა იამბოლში, სადაც სწავლობდა ღვთისმეტყველებას. 1751 წელს გარდაიცვალა და დაკრძალეს იამბოლის მეჩეთში. მოგვიანებით სელამეთ გირეის ვაჟმა, მაქსუდმა მცირე ხნით შეძლო ხანის ტიტულის მიღება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- О. Гайворонский «Созвездие Гераев»
- О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
- Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)