სელიმ II გირეი
სელიმ II გირეი (ყირიმ. II Selim Geray, سليم كراى; დ. 1708 — გ. 1748, ბახჩისარაი, ყირიმის სახანო) — ყირიმის ხანი 1743–1748 წლებში, ყაფლან I გირეის ვაჟი, სელიმ I გირეის შვილიშვილი.
სელიმ II გირეი | |
---|---|
Selim Giray | |
ყირიმის 38-ე ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1743 |
მმართ. დასასრული: | 1748 |
წინამორბედი: | სელამეთ II გირეი |
მემკვიდრე: | არსლან გირეი |
სულთანი: | მაჰმუდ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1708 |
გარდ. თარიღი: | 1748 |
გარდ. ადგილი: | ბახჩისარაი, ყირიმის სახანო |
შვილები: |
ყაფლან II გირეი მუჰამედ გირეი მაქსუდ გირეი არსლან გირეი |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | ყაფლან I გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასელიმ II იყო ყაფლან გირეის ვაჟი. მამისა და ბაბუის მსგავსად სელიმი წინდახედული პოლიტიკოსი და შთამბეჭდავი სარდალი იყო. ბიძამისის, სელამეთ II გირეის კალგად იყო დანიშნული და 1743 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო ყირიმის სახანოს ტახტი. სელიმ გირეიმ დიდი დახმარება გაუწია ოსმალებს სპარსეთის წინააღმდეგ გამართულ ომში. მის მიერ გაგზავნილმა ყირიმელთა ორგანიზებულმა არმიამ ომის ბედი ოსმალეთის სასიკეთოდ წარმართა.
სელიმ II გირეი შეებრძოლა ყუბანის ნოღაელებს და მცირე ხნით მათზე კონტროლი დაამყარა. ასევე მოუწია ბუჯაკის ურდოს აჯანყების ჩახშობა, რომელსაც მისი ბიძაშვილი, შაჰინ გირეი მეთაურობდა. სელიმ გირეი დიდი პატივით სარგებლობდა ოსმალთა სულთნის კარზე. მაჰმუდ I მას ენდობოდა და სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევდა, რადგან სელიმი არასოდეს მოქმედებდა ოსმალეთის ინტერესთა საწინააღმდეგოდ.
სელიმ II გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში, 1748 წელს. დაკრძალეს ბახჩისარაის ყირიმის ხანთა სასაფლაოზე. ყირიმის ხანის თანამდებობაზე შეცვალა საკუთარმა ბიძაშვილმა, არსლან გირეიმ. 1770 წელს მისმა ვაჟმა, ყაფლან II-მ შეძლო ყირიმის ხელისუფლების სათავეში მცირე ხნით მოსვლა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Гайворонский О. Созвездие Гераев.
- Гайворонский О. Повелители двух материков. — Т. 1—2.
- Халим Герай. розовый цветник ханов или История Крыма.