ყაფლან II გირეი (ყირიმ. Qaplan Geray, قاپلان كراى; დ. 1739 — გ. 1771) — ყირიმის ხანი 1770 წელს, სელიმ II გირეის ვაჟი.

ყაფლან გირეი
Qaplan II Giray
ყირიმის 45-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1770
მმართ. დასასრული: 1770
წინამორბედი: დევლეთ IV გირეი
მემკვიდრე: სელიმ III გირეი
სულთანი: მუსტაფა III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1739
გარდ. თარიღი: 1771
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: სელიმ II გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ყაფლანი არსლან და ყირიმ გირეიების მმართველობისას, 1767–1769 წლებში ნურედინის მოვალეობას ასრულებდა. ყირიმის ტახტი მიიღო 1770 წელს. მან სცადა სიტუაციის გამოსწორება რუსეთ-ოსმალეთის ომში მოლდავეთის ფრონტზე, თუმცა სასტიკად დამარცხდა ლარგასთან ბრძოლაში და წარუმატებელი სამხედრო კამპანიების სერიის შემდეგ, დაბრუნდა ყირიმში.

ყაფლან II-მ მალევე გაიგო ნოღაელების რუსეთის მხარეს გადასვლის შესახებ და თავადაც მიიღო მსგავსი შეთავაზება დიდებულებისგან. ხანმა აღშფოთებულმა უარყო ის, თუმცა ვერ მოახერხა იმ ყირიმელი ბეგების დაშოშმინება, რომლებიც რუსების დახმარებით აპირებდნენ ოსმალეთის იმპერიის მმართველობიდან გამოსვლას. მათ მალევე ყაფლან გირეისაც შეაცვლევინეს აზრი და დამოუკიდებლობის იდეით მოხიბლეს. ხანმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა დაიწყო. ამის შესახებ შეიტყო ოსმალთა სულთანმა, რომელმაც დაუყოვნებლივ ბრძანა ყაფლან II-ის გადაყენება.

6 თვიანი მმართველობის შემდეგ ოსმალებმა ყაფლანს დაათმობინეს ყირიმის ხანის ტიტული და თურქეთის პროვინციაში გადაასახლეს. გარდაიცვალა 32 წლის ასაკში, 1771 წელს. დაკრძალულია სოფელ სუ-ბაშის მეჩეთში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»
  • О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)