დევლეთ IV გირეი (ყირიმ. IV Devlet Geray, دولت كراى‎; დ. 1730 — გ. 1780, ვიზე, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი ორჯერ: 1769–1770 და 1775–1777 წლებში, არსლან გირეის ვაჟი.

დევლეთ IV გირეი
Devlet Giray
ყირიმის 44-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1769
მმართ. დასასრული: 1770
წინამორბედი: ყირიმ გირეი
მემკვიდრე: ყაფლან II გირეი
ყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: 1775
მმართ. დასასრული: 1777
წინამორბედი: საჰიბ II გირეი
მემკვიდრე: შაჰინ გირეი
მონარქი: ეკატერინე II
სულთანი: მუსტაფა III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1730
გარდ. თარიღი: 1780
გარდ. ადგილი: ვიზე, ოსმალეთის იმპერია
შვილები: სელიმ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: არსლან გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დევლეთ გირეი 1750 წლიდან 1756 წლამდე ბუჯაკის ურდოს გამგებელი იყო. 1767 წელს მიიღო კალგის წოდება. 1769 წელს თავისი ბიძის, ყირიმ გირეის ლაშქრობაში მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, დევლეთს ოსმალებმა უბოძეს ყირიმის ხანის ტიტული. დევლეთ IV-ს დაევალა ჯარის შეკრება რუსეთ-ოსმალეთის ომში სახანოს დასაცავად. ხანმა არმიის მობილიზება ვერ შეძლო, რადგან ყირიმელებში გამოიკვეთა ახალი ფენა, რომელიც რუსეთის იმპერიასთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. შედეგად დევლეთ გირეიმ ვერ შეძლო ოსმალთათვის სათანადო დახმარების გაწევა და ყირიმის ტახტი დაატოვებინეს უმოქმედობის ბრალდებით.

ტახტიდან გადადგომის შემდეგ დევლეთმა გააგრძელა ოსმალების მსახურება. აქტიურად იბრძოდა რუსების წინააღდმეგ. 1773 წელს ის სულთანმა გაგზავნა დოლგორუკოვის მიერ ოკუპირებული მიწების გასათავისუფლებლად, თუმცა უშედეგოდ. 1774 წელს დაიდო ქუჩუქ-კაინარჯის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ყირიმის სახანო რუსეთის მმართველობის ქვეშ მოექცა.

1775 წელს დევლეთ IV ქერჩის გავლით ყირიმში შევიდა, ნოღაელებისა და რუსი კაზაკების მხარდაჭერით საჰიბ II გირეი ტახტიდან ჩამოაგდო და ხანის ტიტული დაიბრუნა. 1776 წელს მან მოსთხოვა სულთან აბდულჰამიდ I-ს რუსებთან დადებული ხელშეკრულების დარღვევა და სახანოს თავის მმართველობაში დაბრუნება. სულთნის დივანმა რუსეთის იმპერიასთან ახალი ომის შიშით, ვერ გაბედა დევლეთ IV-ის მოთხოვნის შესრულება. დევლეთი 1777 წელს თავისმა ბიძაშვილმა შაჰინ გირეიმ ნოღაელთა და რუსული არმიის დახმარებით ტახტიდან გადააყენა. დევლეთ IV გირეიმ დატოვა ყირიმი და დასახლდა ოსმალეთის ქალაქ ვიზეში, სადაც 1780 წელს გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)