ფეთიჰ II გირეი (ყირიმ. II Fetih Geray, فتح كراى; დ. 1696 — გ. 1746, ვიზე, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი 1736–1737 წლებში, დევლეთ II გირეის ვაჟი, სელიმ I გირეის შვილიშვილი.

ფეთიჰ II გირეი
Fetih Giray
ყირიმის 36-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1736
მმართ. დასასრული: 1737
წინამორბედი: ყაფლან I გირეი
მემკვიდრე: მენლი II გირეი
სულთანი: მაჰმუდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1696
გარდ. თარიღი: 1746
გარდ. ადგილი: ვიზე, ოსმალეთის იმპერია
შვილები: სელიმ III გირეი
მუჰამედ გირეი
ყირიმ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: დევლეთ II გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფეთიჰ გირეი 1731 წლიდან 1733 წლამდე იყო ყირიმის ნურედინი, 1735 წლამდე კი კალგის თანამდებობა ეკავა. 1736 წელს ბიძამისი, ყაფლან I გირეი ოსმალებმა ჩეშმეში გადაასახლეს და ხანის ტიტული სწორედ მას უბოძეს. ფეთიჰ II-ის მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა. საკუთარ კალგად და ნურედინად დანიშნული ჰყავდა თავისი ძმები, არსლანი და მაჰმუდი.

ფეთიჰ გირეიმ თავი გამოიჩინა სპარსეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში. მას ისეთივე პრობლემები შეექმნა, როგორც ყაფლან გირეის. რუსებმა გააძლიერეს აგრესია ოსმალეთის წინააღმდეგ და კვლავ გადავიდნენ ყირიმში, გენერალ პიტერ ლასის მეთაურობით. მიუხედავად კარგი საბრძოლო მომზადებისა, ფეთიჰ II გირეიმ ვერ შეძლო ყირიმის დაცვა შემოჭრისაგან, რუსებმა ისევ ააოხრეს სახანოს წამყვანი ქალაქები. ფეთიჰ გირეი დიდებულებმა ტახტიდან ჩამოაგდეს იმავე წელს. გადასახლდა ვიზეში, სადაც 1746 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს ქალაქის მეჩეთში, მამის გვერდით. მოგვიანებით ფეთიჰის ვაჟი სელიმი გახდა ყირიმის ხანი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»
  • О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)