არომუნები ჩრდილოეთ მაკედონიაში
არომუნები ( მაკედ. Власи — "ვლახები") — 1993 წლის კონსტიტუციის მიხედვით, ჩრდილოეთ მაკედონიის ხუთი ავტონომიური ეთნიკური ჯგუფიდან ერთ-ერთია. ქვეყანაში 10 000-მდე არომუნი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებია.[⇨] უდიდესი თემები კონცენტრირებულია ქალაქების კრუშევოს, ბიტოლის, შტიპის და სკოპიეში. ჩრდილოეთ მაკედონია ერთადერთი ბალკანური ქვეყანაა, სადაც არომუნების ენობრივი და კულტურული ინტერესები დაცულია სახელმწიფო დონეზე, თუმცა მათი ენა და კულტურა იკარგება ასიმილაციის გამო. [1] [2]
არომუნები ჩრდილოეთ მაკედონიაში | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
9-10 ათასი | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ჩრდილოეთ მაკედონია | |
ენები |
არომუნული მაკედონიური |
რელიგიები | მართლმადიდებლობა |
ენა და იდენტობა
რედაქტირებაარომუნების წარმოშობის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს. სხვადასხვა ვერსიით, ისინი ეკუთვნოდნენ ადგილობრივ ილირიულ, ბერძნულ, დაქიურ ან თრაკიულ ტომებს, რომლებმაც მიიღეს რომაული კულტურა, შეერივნენ ჩამოსახლებულ რომაელ სამხედროებს და ლათინური ენის საფუძველზე ბალკანურ-რომანული ენების ქვეჯგუფიდან განავითარეს საკუთარი არომუნული ენა.
მე-18 საუკუნის მე-2 ნახევარში ალბანურ ვოსკოპოში მათი მთავარი სავაჭრო ცენტრის განადგურების შემდეგ, არომუნები დაიფანტნენ ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა ვილაიათებში.
ბიტოლა XIX საუკუნის ბოლოს არომუნების ეროვნული აღორძინების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა. ქალაქში მუშაობდა არომუნ ვაჟთა და გოგონების გიმნაზია. [3]
მიუხედავად კულტურული აღორძინებისა, ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე მყოფი არუმუნები არ გამოდიოდნენ პოლიტიკური ლოზუნგებით, არამედ კონცენტრირებულები იყვნენ ენობრივ და საგანმანათლებლო საკითხებზე. ამგვარად, ბევრ სოფელში გაიხსნა „რუმინული“ სკოლები. მათ ხშირად რუმინეთის მთავრობა აფინანსებდა, რომელიც არომუნებს რუმინული ეთნიკური ჯგუფის ნაწილად მიიჩნევდა. თუმცა, არომუნული წარმოშობის აქტივისტები მხარს უჭერდნენ მაკედონელების, ბულგარელების, ბერძნების თუ სერბების პოლიტიკურ ორგანიზაციებს. ასე რომ, ბევრი არომუნი მაკედონური რევოლუციორი ორგანიზაცია VMORO-ს შემადგენლობაში შედიოდა. არომუნები აქტიურად სწირავდნენ ფულს ბერძნულ სკოლებსა და ტაძრებს და ხშირად ამაყობდნენ, რომ ბერძნები იყვნენ.
მე-20 საუკუნეში არომუნები ასიმილირებას ცდილობდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა შეუმჩნევლები დარჩენილიყვნენ შესაბამისი ქვეყნების რეჟიმებისგან. იცვლიდნენ გვარებს შესაბამისი სუფიქსების დამატებით. ამგვარად, სერბეთში მათ გვარებს დაემატა სუფიქსი"-ovich", ბულგარეთში "-ov", მაკედონიაში - "-evskiy" .
მოსახლეობა
რედაქტირებამე-20 საუკუნის დასაწყისში 10 ათასზე მეტი არომუნი ცხოვრობდა ბიტოლასთან ახლოს მდებარე 5 სოფელში ( ნიჟეპოლე, ტრნოვი, მალოვიშტე, მაგარევო, გოპეში ). საუკუნის ბოლოს მათმა რიცხვმა ძლივს გადააჭარბა ათასს. მოსახლეობის შემცირების მიზეზები იყო დიდ ქალაქებში გადასახლება სოფლებში უმუშევრობის გამო, ორი მსოფლიო ომის შემდგომი ემიგრაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილაცია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი ელინიზებული არომუნი გადავიდა საბერძნეთში.
ვერსალის ტრაქტატის მომზადებისას ბიტოლის მიმდებარე რაიონში არომუნთა რაოდენობა 83 145 პირით განისაზღვრა, თუმცა ეს რიცხვი საბერძნეთის ამჟამინდელ ტერიტორიასაც მოიცავდა. ომთაშორის პერიოდში, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დაახლოებით 4 ათასი არომუნი ცხოვრობდა ბიტოლაში და მის გარშემო, 3 ათასი სკოპიეში, 1,5 ათასი კრუშევოში [4] .
1948 წლის იუგოსლავიის აღწერის მიხედვით მაკედონიის სოციალისტურ რესპუბლიკაში ცხოვრობდა 9811 არომუნი , რაც მთლიანი მოსახლეობის 0,8%-ს შეადგენდა. 1953, 1961 და 1971 წლის აღწერების დროს, არომუნები ცალკე არ დაუფიქსირებიათ. 1981 წელს რესპუბლიკაში იყო 6384, 1991 წელს 7764 [4] .
1994 წლის აღწერის მიხედვით, მაკედონიის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იყო 8647 არომუნი. თუმცა, არომუნული წარმოშობის ბევრი ადამიანი მაშინ მაკედონელად დარეგისტრირდა. ამერიკელი მკვლევარის ტონი ვინიფრიტის შეფასებით, არომუნების რაოდენობა შეიძლება მხოლოდ ოდნავ შემცირებულიყო, რადგან ამ ენაზე აქტიურ მოსაუბრეთა რიცხვი10 ათასს შეადგენდა.
2002 წლის აღწერის მიხედვით, ჩრდილოეთ მაკედონიაში 9695 არომუნი იყო, რაც მოსახლეობის 0,5%-ზე ნაკლებს შეადგენდა [5]
განსახლება
რედაქტირებამე-19-მე-20 საუკუნის დასაწყისში არომუნები ძირითადად ცხოვრობდნენ კრუშევოსა და ბიტოლაში და პელისტერის ქედის მახლობლად მდებარე სოფლებში: ნიჟეპოლე, ტრნოვი, მალოვიშტე, მაგარევო, გოპეში . XX საუკუნის დასაწყისში, ბიტოლას რეგიონის გარდა, არომუნთა მცირე კოლონიები არსებობდა ოჰრიდში, რეზენში, ასევე ოჰრიდის ტბის ჩრდილოეთით ორ სოფელში — გორნა ბელიცასა და დოლნა ბელიცაში. დიდ ქალაქებში — სკოპიე, კიჩევო, ველესში ჩამოყალიბდა არომუნთა მცირერიცხოვანი თემები. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ასიმილირებული იყო ადგილობრივ ბერძნებთან ან სხვა სლავურ ეთნოსებთან. ასევე არომუნთა პატარა თემების ასიმილაცია მოხდა ქალაქ კავადარცისა და ნეგოტინოში.
2002 წლის აღწერის მიხედვით, უფრო მეტი არომუნი ცხოვრობდა სკოპიეში — 2557, შტიპის (2074), ბიტოლის (1270), კრუშევოს (1020), სტრუგას (656) თემებში [5] .
პოლიტიკური როლი
რედაქტირებაჩრდილოეთ მაკედონიაში არომუნული ეთნოსის აღიარება სახელმწიფო დონეზე დგას. მშობლებს სურვილის მიხედვით, შეუძლიათ სწავლება არომუნულ ენაზე მოითხოვონ, ხელმისაწვდომია პრესა და სატელევიზიო გადაცემები. არომუნების თემის ორი წარმომადგენელი მაკედონიის ეთნიკურ ურთიერთობათა საპარლამენტო საბჭოს წევრია. თუმცა არსებობს გარკვეული ეჭვი ასეთი სატელევიზიო გადაცემების ხარისხთან დაკავშირებით. ასევე 2013 წლის მდგომარეობით, ჩრდილოეთ მაკედონიაში არომუნულ ენაზე არც ერთ სკოლაში არ მიმდინარეობდა სწავლება. [4]
არომუნების უფლებებით დემონსტრაციულად დაინტერესებულია რუმინეთი, რომელიც მათ მაკედონელ-რუმინელების რუმინულ სუბეთნოსად მიიჩნევს. [4] ასევე, არომუნების საკითხში ერევა მეზობელი საბერძნეთი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მართლმადიდებელი უმცირესობა ეთნიკური ბერძნები არიან (საბერძნეთის მთავრობა საკუთარ ტერიტორიაზე არომუნებს არ აღიარებს ცალკე ხალხად) [4] .
1990-იან წლებში არომუნებს არ ჰქონდათ საკუთარი პოლიტიკური პარტიები. არომუნთა არაკომპაქტურმა განთავსებამ ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე არ მისცა მათ უმრავლესობის მოპოვების საშუალება ქვეყნის ერთ რეგიონში. 2000-იან წლებში შეიქმნა ორი პარტია — არომუნების დემოკრატიული კავშირი, რომელიც სოციალ-დემოკრატიული კოალიციის ნაწილია და მაკედონიის არომუნების პარტია, რომელიც მხარს უჭერდა მემარჯვენე კოალიციას VMRO-DPMNE-ს ხელმძღვანელობით.
ენა და იდენტობა
რედაქტირებაჩრდილოეთ მაკედონიაში თითქმის ყველა არომუნი ორენოვანია, რადგან ისინი ძირითადად მაკედონურად საუბრობენ და არა არომუნულად . არომუნული ენა იშვიათად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხშირად შორს არის ლიტერატურული სტანდარტისაგან . ზოგიერთი არომუნი ინარჩუნებს სერბულ ან იუგოსლავურ იდენტობას და არომუნულთან ერთად საუბრობს ურთიერთობს სერბულ ენაზე.
არომუნული ენის დიალექტებად დაყოფასთან დაკავშირებით ცალსახა აზრი არ არსებობს. ჩრდილოეთ მაკედონიის არომუნებში გამოყოფენ მოსკოპოლურ, ფარშეროტულ, გრამატიკულ დიალექტებს, აგრეთვე სოფლების გოპეშისა და მალოვიშტეს დიალექტს. გრამოსტური დიალექტი ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ რეგიონში ქალაქ შტიპის გარშემო, დანარჩენი დიალექტები გამოიყენება ჩრდილოეთ მაკედონიის სამხრეთ-დასავლეთში.[6]
ისტორიულად, ჩრდილოეთ მაკედონიის არომუნებს უწოდებდნენ "ვლახებს", "კუცოვლაჩებს" ან "ცინცარებს". ბოლო ეთნონიმი მოდის შავი ტანისამოსიდან, რომელსაც ატარებდნენ არომუნი გლეხები. ვაჭრობითა და ხელოსნობით დაკავებულ ქალაქში მაცხოვრებელი არომუნებს უწოდებდნენ„არომანებს“. რუმინული პროპაგანდის გავლენით XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საკუთარ თავის „რუმინელებად“ მოიხსენიებდნენ. ზოგ თემში ქალაქელი არომუნები თავს „ცინცარებს“ უწოდებენ, სოფლის მცხოვრებნი კი „ვლახებს“ [4] .
არომუნები მიეკუთვნებიან აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1990-იან წლებში არომუნების ოხრიდმა სცადა ეპარქიის მიღება რომელსაც ბალკანეთის ომების შედეგად, დაჰპირდნენ ბუქარესტის საპატრიარქოს ხელმძღვანელობით რათა ღვთისმსახურება მშობლიურ ენაზე ეწარმოებინათ.
კულტურა და ყოფა
რედაქტირებაყოფა
რედაქტირებაჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე მცხოვრები არომუნების ძირითადი საქმიანობა იყო მესაქონლეობა, ვაჭრობა და ხელოსნობა. ქალაქელი არომუნები ხშირად ვაჭრები ან ხელოსნები იყვნენ და ხშირად იღებდნენ და ავრცელებდნენ ახალ ტექნოლოგიებს, მაგალითად, ძმები მანაკები ჯერ დაკავდნენ ფოტოგრაფიით, შემდეგ კი — კინოგადაღებით თანამედროვე ჩრდილოეთ მაკედონიისა და მთლიანად ბალკანეთის ტერიტორიაზე.
სოფლის არომუნი მოსახლეობა, მე-19 საუკუნის ბოლოს, თანამედროვე ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ, განაგრძობდა მომთაბარე ცხოვრების წესს, საქონელი ზაფხულის მთის საძოვრებიდან ზამთრის ხეობის საძოვრებზე გადაჰყავდათ. 1948 წელს იუგოსლავიაში მიღებული ახალი კანონით გლეხებს ცხვრის, ცხენების ან სხვა პირუტყვის დიდი ნახირის ყოლა აეკრძალათ, რის გამოც ისინი იძულებულები გახდნენ მიეღოთ მკვიდრი ცხოვრების წესი [4] .
არომუნები მაკედონიელებისგან განსხვავდებოდნენ თავიანთი ჩაცმულობით. მესაქონლეებს ძირითადად საკუთარი წარმოების შალის ტანსაცმელი ეცვათ. 1950-იანი წლებიდან, არომუნების ცხოვრების წესის შეცვლასთან ერთად, ასეთი ტანსაცმლის შექმნის ხელოვნება დაიკარგა [7] . ტრადიციული ტანსაცმლის მახასიათებლების მიხედვით გამოირჩევიან ფარშერიოტები, კარაჰუნები, სარაკაჭანები და მეგლენები [7] .
არომუნები ტრადიციულად აშენებდნენ პატარა ქვის ნაგებობების მჭიდრო დასახლებებს. მსგავსი ტრადიციული სახლები შემორჩენილია სოფელ მალოვიშტეში, თუმცა ზოგიერთი ძვირადღირებული სახლი ამჟამად ცუდ მდგომარეობაშია. ასევე შემორჩენილია არომუნების ფერისცვალების ეკლესია მიტოვებულ სოფელ გოპეშში და წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესია სოფელ მალოვიშტეში.
გაერთიანებები
რედაქტირებაქვეყანაში არომუნების 20-ზე მეტი გაერთიანებაა, რომლებიც ამ ხალხის ეროვნულ კულტურასა და სოციალურ პრობლემებს აგვარებს. მათ შორისაა ორი დიდი ასოციაცია "მაკედონიის არომუნთა ლიგა" და "მაკედონიელ არომუნთა კულტურული კავშირი" ( арум. Unia ti cultura-a Armãnjlor dit Machidunii ). მათ გარდა ფუნქციონირებს კულტურული გაერთიანებები „პიტუ გული“ და „ძმები მანაკები“ სკოპიეში, „მოსკოპოლი“ კრუშევოში და „სანტა სურსუ“ სტიპეში. მაგალითად, მაკედონელი არომუნების კულტურული კავშირი დაარსდა 1997 წელს და მას დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა არომუნელი მწერალი და მთარგმნელი დინა კუვატა ( მაკედ. Димо Димчев ) .
დინა კუვატა ამტკიცებს, რომ ბევრი არომუნი გულგრილია საკუთარი კულტურის მიმართ და არ უჭერს მხარს კულტურული ორგანიზაციების საქმიანობას, რომელიც მიმართულია ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებისკენ.
მედია
რედაქტირებაარომუნების პირველი გაზეთი დამოუკიდებელ მაკედონიაში იყო გაზეთი „ფენიქსი“, რომელიც დაარსდა 1992 წელს. მალე გაკოტრდა, მაგრამ აღდგა. ასევე 1990-იან წლებში არომუნულ ენაზე გადიოდა ნახევარსაათიანი სატელევიზიო გადაცემა. რადიო სკოპიე გადასცემს ანალოგიურ ყოველდღიურ გადაცემას. ადგილობრივი რადიოსადგურები ბევრ რეგიონში ასევე ყოველკვირეულ პროგრამებს გადასცემენ არომუნულ ენაზე.
ეროვნული დღე
რედაქტირება23 მაისს 1905 წლიდან ოსმალეთის სულთნის ბრძანებულების თანახმად, რომელმაც არომუნებს ცალკე თემის სტატუსი მიანიჭა, ყოველწლიურად აღინიშნება არომუნების ეროვნული დღე. 2002 წლიდან რუმინეთის მთავრობის წარმომადგენლები ამ დღეს ულოცავენ ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთისა და ბულგარეთის არომუნებს, მაგრამ არა საბერძნეთის.
12 ივლისს ოსოგოვოს მთების ფერდობზე მდებარე სოფელ პონიკვაში აღნიშნავენ არომუნების მთის ფოლკლორის დღეს. [7]
მეგლენო-რუმინელები
რედაქტირებაჩრდილოეთ მაკედონიაში, "ვლახები" ასევე მოიხსენიებენ ცალკეულ მეგლენების ხალხს, რომლებიც დაკავშირებულები არიან არომუნებთან, თუმცა იყენებენ განსხვავებულ ენას. მეგლენო-რუმინელები ისტორიულად ცხოვრობდნენ გევგელიასა და მის ირგვლივ სამ მთიან სოფელში, რომლებიც 21-ე საუკუნის დასაწყისისთვის თითქმის დაცარიელებული იყო. მეგლენო-რუმინელებს სახელმწიფოში ცალკე სტატუსი არ აქვთ და მათი ენა თანდათან ქრება, ვინაიდან უმეტესობა ხშირად მაკედონიურად საუბრობს. [8]
არომული წარმოშობის გამოჩენილი მაკედონელები
რედაქტირება- პიტუ გული (1865-1903) — ილინდენის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი.
- ძმები მანაკები, ბალკანეთის კინემატოგრაფიის პიონერები, მოღვაწეობდნენ ბიტოლაში
- ლაზარ კოლიზევსკი — იუგოსლავიელი პოლიტიკოსი და მაკედონიის დე ფაქტო ხელმძღვანელი 1950-1980-იან წლებში; არამუნი დედის მხრიდან.
- ტაკი ფიტი (დ. 1950) — მაკედონიის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი 1996-1998 წლებში.
- კალიოპი (დაიბადა 1966 წელს) მაკედონელი მომღერალი
- ტოშე პროესკი (1981-2007) -— მაკედონელი მომღერალი
ლიტერატურა
რედაქტირება- Arno Tanner. The Forgotten Minorities of Eastern Europe: The History and Today of Selected Ethnic Groups in Five Countries . — East-West Books, 2004. — P. 250. — ISBN 978-952-91-6808-8.
- Sotirovic, Vladislav B. (2013). The Balkan Vlachs. Vilnius.
- Balamaci, Nicholas S. The Balkan Vlachs: Born to Assimilate? Cultural Survival Quarterly Magazine, June 1995. )
- Macedonia Vlachs (Aromanians) in Macedonia «Cu Tenda — Stories, Images and Sounds on the Move; Living Memory of South-Eastern Europe», 2019.
- Lluis Maria de Puig. Aromanians. Report, Council of Europe, Doc. 7728, 17 January 1997.
- Кѫнчовъ, В. (1900). «Македония. Етнография и Статистика». София. (ბულგ.)
- Станковски, Jовица (2019). Власите (Ароманите) во Македонија. Куманово: Центр за інтеркултурен диjалог. ISBN 978-608-65413-3-0. (მაკედ..)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ewa Nowicka. Ethnic Identity of Aromanians/Vlachs in the 21st Century. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-02. ციტირების თარიღი: 2021-07-27.
- ↑ Balamaci Nicholas S. The Balkan Vlachs: Born to Assimilate?. ციტირების თარიღი: 2021-07-28.
- ↑ Tanner 2004.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Sotirovic, 2013.
- ↑ 5.0 5.1 Census of Population, Households and Dwellings in the Republic of Macedonia, 2002
- ↑ 2021 census, municipality by mother tongue
- ↑ 7.0 7.1 7.2 Станковски, 2019.
- ↑ Friedman, Victor A. «the Diffusion of Macedonian Inflections into Megleno-romanian: a reconsideration of the evidence.» A Linguist’s Linguist: Studies in South Slavic Linguistics in Honor of E. Wayles Browne (2009): 223—233