ანდრო კობალაძე
ანდრო კობალაძე (დ. 15 მარტი, 1920, ფერეთა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — გ. 1984) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1958). განსაკუთრებით სახელი გაითქვა იოსებ სტალინის როლების შესრულებით.
ანდრო კობალაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 მარტი, 1920 ფერეთა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
გარდაცვალების თარიღი | 1984, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოს სსრ |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
დაიბადა 1920 წლის 15 მარტს ფერეთაში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1937 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა. 1937–1941 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტში. სწავლობდა სამხატვრო სტუდიაში. 1941–1945 წლებში მუშაობდა ქუთაისის, 1938-1941 და 1945–1948 წლებში — რუსთაველის, ხოლო 1948 წლიდან გარდაცვალებამდე მარჯანიშვილის თეატრებში. ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტმა, 1938 წელს პირველად შეასრულა იოსებ სტალინის როლი სპექტაკლებში: „ნაპერწკლიდან“ და „თოფიანი კაცი“. მას შემდეგ 35 წლის განმავლობაში ასრულებდა ამ როლს სოციალისტური ბანაკის თითქმის ყველა ქვეყნის სხვადასხვა კინოსტუდიების მიერ გადაღებულ ფილმებში.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1940 | ფ | იაკოვ სვერდლოვი | Яков Свердлов | ჯუღაშვილი |
1948 | ფ | აკაკის აკვანი | სტუდენტი | |
1948 | ფ | ქეთო და კოტე | კოტეს მეგობარი | |
1957 | ფ | სიმართლე | Правда | იოსებ სტალინი |
1957 | ფ | ქალის ტვირთი | ||
1958 | ფ | ოქტომბრის დღეებში | В дни Октября | იოსებ სტალინი |
1960 | ფ | დილა | Səhər | კობა |
1965 | ფ | ერთ პლანეტაზე | На одной планете | იოსებ სტალინი |
1970 | ფ | დიდოსტატის მარჯვენა | მსახურთუხუცესი | |
1970 | ფ | მარადისობის წარმოგზავნილები | Посланники вечности | იოსებ სტალინი |
1971 | ფ | ვარსკვლავები არ ქვრებიან | Ulduzlar Sönmür Звёзды не гаснут |
იოსებ სტალინი |
1972 | ფ | ჰორიზონტები | Көкжиектері Горизонты |
სერგო ორჯონიკიძე |
1972 | ფ | ცეცხლის მოთვინიერება | Укрощение огня | ჯუღაშვილი |
1973 | ფ | გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება | Семнадцать мгновений весны | იოსებ სტალინი |
1974 | ფ | ალი | Полымя Пламя |
იოსებ სტალინი მთავარი როლი |
1977 | ფ | ტალანტი | Талант | წითელი მეთაური |
1977 | ფ | ფრონტი ფრონტის ხაზისთვის | Фронт за линией фронта | იოსებ სტალინი |
1978 | ფ | სისხლის უკანასკნელ წვეთამდე... | Do krwi ostatniej... До последней капли крови... |
იოსებ სტალინი |
1978 | ფ | უმცროსი და (მხიარული მოგზაურობა) | Младшая сестра | მილიციის პოლკოვნიკი |
1979 | ფ | სისხლის უკანასკნელ წვეთამდე | Do krwi ostatniej До последней капли крови |
იოსებ სტალინი |
1981 | ფ | ფრონტი მტრის ზურგში | Fronta v týlu nepřítele Фронт в тылу врага |
იოსებ სტალინი |
1981 | ფ | გობის და ხინგანის გავლით | Говь хянганд тулалдсан нь Через Гоби и Хинган |
იოსებ სტალინი |
1982 | ფ | სახელმწიფო საზღვარი | Дзяржаўная мяжа Государственная граница |
იოსებ სტალინი |
ნათამაშები როლები
რედაქტირებასხვადასხვა თეატრში
რედაქტირება- შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან“ (სტალინი)
- ნიკოლოზ პოგოდინის „თოფიანი კაცი“
- გრიგოლ ბერძენიშვილის „დაჭრილი არწივი“
- ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ (ერეკლე, საბა ბერი)
- ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“ (ნეზნამოვი)
- ავქსენტი ცაგარლის „ხანუმა“ (კოტე, ზაქარია)
- ვანიონ დარასელის „კიკვიძე“ (დუდნიკოვი)
- პოლიკარპე კაკაბიძის „ყვარყვარე თუთაბერი“ , „კახაბერის ხმალი“ (სევასტი, მეფე)
- ვლადიმერ სოლოვიოვი ს „დიდი ხელმწიფე“ (ბატონიშვილი თევდორე)
- უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „მეფე ლირი“, „ანტონიოს და კლეოპატრა“, „მეთორმეტე ღამე“ (ბენვილიო, საფრანგეთის მეფე, კეისარ პრინცი ორსინო, ჰერცოგი)
- ბორის ლავრენიოვის „მეზღვაურები“ (ლაბინსკი)
- ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“ (ანდრო ვაშაძე)
- ალექსანდრე ყაზბეგის „ქეთევან დედოფალი“ (თეიმურაზ ბატონიშვილი)
- ნიკოლოზ შიუკაშვილის „სულელი“ (ბარათაშვილი)
- გიორგი მდივნის „ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ“ (ოთარი)
- კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“ (თენგიზი)
- სერგო კლდიაშვილის „ნაირმალი“ (მურთაზი)
- კარლო კალაძის „ერთი ღამის კომედია“ (არჩილი)
- მარიკა ბარათაშვილის „მარინე“ ( შოთა კევლიშვილი)
- ნინო ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე?“ (სიკო)
- ალექსანდრ დიუმას „მარგარიტა გოტიე“ (გასტონი)
- რევაზ ებრალიძის „ნანა“ (ზურაბ შევარდნაძე)
- ვიქტორ გაბესკირიას „ახალწლის ღამე“ (აბელ ტალიაშვილი)
- მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“ (გოჩა მინდელი)
- ჯემალ ქარჩხაძის „დევიძების ოჯახი“ (სამსონი)
- ევრიპიდეს „მედეა“ (ეგოსი)
- ედუარდო დე ფილიპოს „კომედიის ხელოვნება“ (კვინდო ბარეცი)
- გიორგი ხუხაშვილის „მოსამართლე“ (იოსები)
- გურამ ფანჯიკიძის „თვალი პატიოსანი“ (თავზიშვილი)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1958: საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი