მთავარი მენიუს გახსნა

ალვა მიურდალი (შვედ. Alva Myrdal; დ. 31 იანვარი, 1902, უფსალა — გ. 1 თებერვალი, 1986, სტოკჰოლმი) — შვედი დიპლომატი, პოლიტიკოსი და სოციოლოგი. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი (1982 ). გუნარ მიურდალის ცოლი და იან მიურდალის დედა.

ალვა მიურდალი
ალვა მიურდალი
შვედეთის უპორტფელო მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 დეკემბერი, 1966 – 3 ნოემბერი, 1973
მონარქი  გუსტავ VI
წინამორბედიულა ლინდსტრიომი
მემკვიდრეგერტრუდ სიგურსენი

დაბადებული31 იანვარი, 1902
უფსალა, შვედეთი
გარდაცვლილი1 თებერვალი, 1986
სტოკჰოლმი, შვედეთი
მამაალბერტ რეიმერი
დედალოვა იონსონი
მეუღლეგუნარ მიურდალი
შვილებიიან მიურდალი, სისელა, კაი
განათლებასტოკჰოლმის უნივერსიტეტი
პროფესიასოციოლოგი
საქმიანობაპოლიტიკა, დიპლომატია
ჯილდოებინობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია (1982)

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა 1902 წლის 31 იანვარს უფსალაში. 1924 წელს დაასრულა სტოკჰოლმის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით. დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა იუნესკოს სისტემაში. დაკავებული იყო ასევე განიარაღების პრობლემებით. არის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1956–1961 წლებში შვედეთის ელჩია ინდოეთში. 1962–1970 წლებში — რიქსდაგის წევრი.

მეუღლე გუნარ მიურდალი ნობელის პრემიის ლაურეატია ეკონომიკის დარგში. შვილი სისელა მიურდალ-ბოკი ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორია, ხოლო კაი ფელსტერი - სოციოლოგი. იან მიურდალი, მათი ვაჟი — კინორეჟისორი და სცენარისტია.

1982 წელს ალფონსო გარსია რობლესთან ერთად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში განიარაღების მოლაპარაკებებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და ტლატელოლკოს ხელშეკრულების მომზადებისათვის[1][2].

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. The Nobel Peace Prize 1982. Nobel Foundation. წაკითხვის თარიღი: 2008-11-12.
  2. The Nobel Peace Prize 1982–Presentation Speech. Nobel Foundation. წაკითხვის თარიღი: 2008-12-03.