ალფონსო გარსია რობლესი

ალფონსო გარსია რობლესი (ესპ. Alfonso García Robles; დ. 20 მარტი, 1911, სამორა-დე-იდალგო, მიჩოაკანი, მექსიკა — გ. 2 სექტემბერი, 1991, მეხიკო, მექსიკა) — მექსიკელი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი (1975–1976), 1982 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი (ალვა მიურდალთან ერთად).

ალფონსო გარსია რობლესი
ალფონსო გარსია რობლესი
მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 დეკემბერი, 1975 – 30 ნოემბერი, 1976
პრეზიდენტი  ლუის ეჩევერია
წინამორბედიემილიო ოსკარ რაბასა
მემკვიდრესანტიაგო როელ გარსია

დაბადებული20 მარტი, 1911
სამორა-დე-იდალგო, მიჩოაკანი
გარდაცვლილი2 სექტემბერი, 1991
მეხიკო, მექსიკა
მამაკირინო გარსია რობლესი
დედატერეზა გარსია რობლესი
მეუღლეხუანა მარია სილსო ვალდელომარი
შვილებიალფონსო, ფერნანდო
განათლებამექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტი
ჯილდოებინობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია (1982)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალგაზრდობა

რედაქტირება

დაიბადა 1911 წელს მიჩოაკანის შტატის დედაქალაქ სამორა-დე-იდალგოში, კირინო და ტერეზა გარსია რობლესების ოჯახში. თავდაპირველად სურდა მღვდელი გამხდარიყო, მოგვიანებით შეცვალა გადაწყვეტილება და შევიდა მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1933 წელს დაამთავრა იგი და მიიღო ხარისხი საერთაშორისო სამართალსა და ურთიერთობებში. შემდეგ სწავლა გააგრძელა პარიზში (1934–1937) და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში (1938). ასევე ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას ევროპაში, ორი წელი გაატარა შვედეთში მექსიკის საელჩოში.

კარიერის დასაწყისი

რედაქტირება

1941 წელს სამშობლოში დაბრუნდა და დანიშნეს საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ხოლო მოგვიანებით დიპლომატიური და პოლიტიკური სამსახურის გენერალურ მდივნად. 1945 წელს სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე იმყოფებოდა მექსიკის დელეგაციის შემადგენლობაში, აღნიშნულ კონფერენციაზე დაარსდა გაერო. შემდგომში მუშაობდა ნიუ-იორკის გაეროს სამდივნოში. 1957 წელს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის მმართველად.

სამშვიდობო მოღვაწეობა

რედაქტირება

1962–1964 წლებში იყო მექსიკის ელჩი ბრაზილიაში. 1962 წლის კარიბის კრიზისის შემდეგ იგი დაფიქრდა ბირთვული იარაღისაგან თავისუფალი ზონის შექმნაზე ლათინურ ამერიკაში. 1964 წელს დაინიშნა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ და ამ პოზიციაზე აქტიურად მონაწილეობდა ტლატელოლკოს ხელშეკრულების ხელმოწერაში.

1967 წელს ხელმძღვანელობდა მექსიკის დელეგაციას გაეროს ჟენევის კონფერენციაზე, სადაც ალვა მიურდალთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შემუშავებაში, რომელიც მიიღეს 1968 წელს 115 ქვეყნის ხელმოწერით.

1970-1975 წლებში იყო მექსიკის წარმომადგენელი გაეროში. 1975–1976 წლებში მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრია. 1977 წლიდან მექსიკის მუდმივი წარმომადგენელია გაეროს განიარაღების კომიტეტში. 1982 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე მან წამოაყენა წინადადება განიარაღების შესახებ საერთაშორისო კამპანიის ორგანიზების შესახებ. დიდი სახელმწიფოების დამოკიდებულების გამო ერთიანი დოკუმენტის ხელმოწერა ვერ მოხერხდა, მაგრამ მის წინადადებას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა და 1982 წელს აშშ-სა და ევროპაში მოეწყო მრავალათასიანი ანტიბირთვული დემონსტრაციები.

უკანასკნელი წლები

რედაქტირება

1982 წელს ალვა მიურდალთან ერთად მიიღო ნობელის პრემია განიარაღების საკითხებში ოცწლიანი მოღვაწეობისათვის. 1985 წელს აირჩიეს გაეროს განიარაღების კომიტეტის ხელმძღვანელად. გარდაიცვალა 1991 წლის 2 სექტემბერს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1949 წელს ახლო აღმოსავლეთში გაეროს მისიის ხელმძღვანელობის პერიოდში გაიცნო პერუელი დელეგატი ხუანა მარია სისლო ვალდელომარი, რომელზეც იქორწინა ერთი წლის შემდეგ. მათ შეეძნათ ორი შვილი ალფონსო და ფერნანდო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება