ალექს როდრიგო დიას და კოსტა
ალექს როდრიგო დიას და კოსტა (პორტ. Alex Rodrigo Dias da Costa; დ. 17 ივნისი, 1982; ნიტეროი, ბრაზილია), ცნობილი, როგორც ალექსი — ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. გამოირჩეოდა გოლების გატანის უნარით, ძლიერი დარტყმით და ფიზიკური სიძლიერით.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალექს როდრიგო დიას და კოსტა | ||
დაბადების თარიღი | 17 ივნისი, 1982 | ||
დაბადების ადგილი | ნიტეროი, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 188 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000 | ჟუვენტუსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2002–2004 | სანტოსი | 57 | (12) |
2004–2012 | ჩელსი | 86 | (7) |
2004–2007 | → პსვ | 84 | (11) |
2012–2014 | პსჟ | 70 | (6) |
2014–2016 | მილანი | 46 | (4) |
ეროვნული ნაკრები | |||
2003–2004 | ბრაზილია 23 | 13 | (2) |
2002–2008 | ბრაზილია | 17 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
2004 წელს იყიდა პრემიერ ლიგის კლუბმა ლონდონის „ჩელსიმ“. შემდეგ განათხოვრებულ იქნა ნიდერლანდების კლუბ „პსვ-ში“, სადაც ერედივიზია სამჯერ მოიგო კლუბთან ერთად. ნიდერლანდებში გატარებული სამი წარმატებული სეზონის შემდეგ ის დაბრუნდა „ჩელსიში“ 2007 წელს.[1]
საკლუბო კარიერა
რედაქტირებასანტოსი
რედაქტირებაალექსმა კარიერა დაიწყო „სანტოსში“, ბრაზილიაში. პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა 2002 წელს და მას შემდეგ ის გახდა კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. მისი დებიუტი შედგა „ფლუმინენსესთან“ ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში. იმ წელს „სანტოსმა“ მოიგო ჩემპიონატი, პირველად 1968 წლის შემდეგ.
ალექსი, დიეგო და რობინიო მიჩნეულნი არიან, როგორც ყველაზე ცნობილი გუნდი, რომელსაც უთამაშია „სანტოსში“.
2004 წელს ალექსმა კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ კლუბ „ჩელსისთან“, მაგრამ პრობლემები შეექმნა სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით და გაანათხოვრეს ნიდერლანდების „პსვ ეინდჰოვენში“.[2]
პსვ (იჯარით)
რედაქტირებაალექსი „პსვ ეინდჰოვენში“ გადავიდა სამწლიანი იჯარით. კლუბში ის ასპარეზობდა 4 ნომრიანი მაისურით. „პსვ ეინდჰოვენში“ ასპარეზობისას მას მეტსახელად შეარქვეს „ტანკი“, თავისუფალი დარტყმების კარგად შესრულების და ფიზიკური ძალის გამო.[3]
ალექსი კლუბს შეუერთდა 2004-2005 წლების სეზონში და დაეხმარა კლუბს დუბლის შესრულებაში — მათ მოიგეს ერედივიზიაც და თასიც. იმ სეზონში ალექსმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მილანთან“ 3-1 მოგებულ მატჩში (სან-სიროზე „მილანმა“ 2-0 გაიმარჯვა).
მან მომდევნო ორ სეზონში კვლავ მოიგო კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი.
ჩელსი
რედაქტირებაჰოლანდიურ გაზეთ „ტელეეგრაფთან“ ინტერვიუში ალექსმა განაცხადა, რომ „ჩელსი“ აგვარებდა სამუშაო ვიზის პრობლემას და დიდი შანსი იყო, რომ მომავალ სეზონში ის გადასულიყო ლონდონურ კლუბში.[4] მოგვიანებით ალექსმა დაადასტურა, რომ „ჩელსიმ“ საბოლოოდ მოაგვარა ვიზის პრობლემა და ის შეუერთდებოდა კლუბს.
მას ინგლისში მუშაობის ნებართვა დართეს 2007 წლის 2 აგვისტოს. მან „ჩელსისთან“ გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი.
14 აგვისტოს ის წარუდგინეს მედიას და გადაეცა 33 ნომრიანი მაისური. მისი დებიუტი კლუბის შემადგენლობაში შედგა 19 აგვისტოს, როცა შეცვლაზე შევიდა ფლორან მალუდას ნაცვლად „ლივერპულთან“ 85-ე წუთზე. ის მატჩი დასრულდა ფრედ, 1-1.
ალექსმა „ჩელსის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა 2007 წლის 22 ოქტომბერს, „მიდლსბროსთან“ 30 იარდის მანძილიდან თავისუფალი დარტყმით. მან ასევე თავისუფალი დარტყმით გაიტანა 2007 წლის 28 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ნორვეგიულ „რუსენბორგთან“ მატჩში.[5]
პარი სენ-ჟერმენი
რედაქტირება2012 წლის 27 იანვარს ალექსი შეუერთდა „პარი სენ-ჟერმენს“ 4,2 მილიონი ევროს სანაცვლოდ.[6] მან ფრანგულ კლუბში გადასვლის მიზეზად დაასახელა ის, რომ „ჩელსის“ მწვრთნელი ანდრე ვილას-ბოაში არ აძლევდა მას საკმარის სათამაშო დროს.[7]
ალექსს გადაეცა 13 ნომრიანი მაისური, რომელიც თავისუფალი იყო სემი ტრაორეს წასვლის შემდეგ.
ალექსის დებიუტი „პარი სენ-ჟერმენში“ შედგა 2012 წლის 12 თებერვალს „ნიცასთან“ ფრედ, 0-0 დასრულებულ მატჩში. შემდეგ კვირას, 19 თებერვალს მან გაიტანა პირველი გოლი 30 იარდიდან თავისუფალი სიტუაციის გათამაშების შემდეგ „მონპელიესთან“ მატჩში.
მილანი
რედაქტირება2014 წლის 5 ივნისს ალექსი გადავიდა მილანში თავისუფალი აგენტის სტატუსით, „პარი სენ-ჟერმენში“ კონტრაქტის აოწურვის შემდეგ. მან მოირგო 33 ნომრიანი მაისური. მისი დებიუტი მილანში შედგა სეზონის დასაწყისში 31 აგვისტოს ლაციოს წინააღმდეგ. ალექსა პირველი გოლი მილანის მაისურით გაიტანა 2015 წლის 17 მაისს სასუოლოსთან 3:2 წაგებულ მატჩში.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაალექსის დებიუტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2003 წლის 17 ივლისს მექსიკასთან მატჩში კონკაკაფის ოქროს თასზე.
ალექსი არ გამოიძახეს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, ახალი მწვრთნელის, დუნგას მოსვლის შემდეგ ის გახდა ნაკრების წევრი. ის ნაკრების შემადგენლობაში იყო 2007 წლის კოპა ამერიკის გათამაშებაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო არგენტინის ნაკრებთან 3-0 მოგებულ ფინალურ მატჩში. მან გამოტოვა 2009 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასი ტრავმების გამო.
კარიერის სტატისტიკა
რედაქტირებასაკლუბო კარიერის სტატისტიკა
რედაქტირებაკლუბი | ქვეყანა | ჩემპიონატი | სეზონი | ჩემპიონატი | ინგლისის თასი | ლიგის თასი | ევროთასები | სხვა[8] | ჯამში | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||||
სანტოსი | ბრაზილია | ბრაზილიის ჩემპიონატი | 2002 | 19 | 3 | — | — | — | — | — | — | — | — | 19 | 3 |
სანტოსი | ბრაზილია | ბრაზილიის ჩემპიონატი | 2003 | 34 | 9 | — | — | — | — | — | — | — | — | 34 | 9 |
სანტოსი | ბრაზილია | ბრაზილიის ჩემპიონატი | 2004 | 4 | 0 | — | — | — | — | — | — | — | — | 4 | 0 |
პსვ | ნიდერლანდები | ერედივიზია | 2004-05 | 27 | 3 | — | — | — | — | 13 | 2 | — | — | 40 | 5 |
პსვ | ნიდერლანდები | ერედივიზია | 2005-06 | 28 | 2 | — | — | — | — | 7 | 0 | — | — | 35 | 2 |
პსვ | ნიდერლანდები | ერედივიზია | 2006-07 | 29 | 6 | — | — | 2 | 1 | 8 | 2 | — | — | 39 | 9 |
ჩელსი | ინგლისი | პრემიერ ლიგა | 2007–08 | 28 | 2 | 2 | 0 | 3 | 0 | 6 | 1 | 0 | 0 | 39 | 3 |
ჩელსი | ინგლისი | პრემიერ ლიგა | 2008–09 | 24 | 2 | 6 | 1 | 2 | 0 | 9 | 1 | 0 | 0 | 41 | 4 |
ჩელსი | ინგლისი | პრემიერ ლიგა | 2009-10 | 16 | 1 | 6 | 0 | 1 | 0 | 2 | 0 | 1 | 0 | 26 | 1 |
ჩელსი | ინგლისი | პრემიერ ლიგა | 2010-11 | 15 | 2 | 0 | 0 | 1 | 0 | 4 | 0 | 0 | 0 | 20 | 2 |
ჩელსი | ინგლისი | პრემიერ ლიგა | 2011-12 | 3 | 0 | 0 | 0 | 3 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 9 | 0 |
პარი სენ-ჟერმენი | საფრანგეთი | ლიგა 1 | 2011-12 | 23 | 2 | 0 | 0 | 1 | 0 | 4 | 3 | 0 | 0 | 27 | 4 |
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაეროვნული ნაკრები | კლუბი | სეზონი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|---|
ბრაზილია | სანტოსი | 2003 | 5 | 0 |
2004 | 0 | 0 | ||
პსვ | 2004–2005 | 0 | 0 | |
2005–2006 | 0 | 0 | ||
2006–2007 | 9 | 0 | ||
ჩელსი | 2007–2008 | 3 | 0 | |
2008–2011 | 0 | 0 | ||
პარი სენ-ჟერმენი | 2012 | 0 | 0 | |
ჯამში | 17 | 0 |
მიღწევები
რედაქტირებასანტოსი
რედაქტირება- ბრაზილიის სერია A (2): 2002 2004 2004
პსვ
რედაქტირება- ერედივიზია (3): 2004–05, 2005–06, 2006–07
- ნიდერლანდების თასი (1): 2004–05
ჩელსი
რედაქტირება- პრემიერ ლიგა: 2009–10
- ინგლისის ასოციაციის თასი: 2009, 2010
- ინგლისის სუპერთასი: 2009
ბრაზილია
რედაქტირება- კოპა ამერიკა (1): 2007
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Alex — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- ჩელსის პროფილი
- ინტერვიუ ჩელსის საიტზე
- ალექსის ფოტოები პსვ ეინდჰოვენში Tvw-ს მიერ
- ალექსის ფანების გვერდი დაარქივებული 2011-08-11 საიტზე Wayback Machine.
- ალექსის ფანების ჰოლანფიური გვერდი დაარქივებული 2020-02-20 საიტზე Wayback Machine.
- პრემიერ ლიგის პროფილი დაარქივებული 2012-10-02 საიტზე Wayback Machine.
- BBC-ს სპორტული პროფილი დაარქივებული 2013-10-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Chelsea target Alex earns permit“. BBC Football. 2 August 2007. ციტირების თარიღი: 2 August 2007.
- ↑ „Piet De Visser – Internationaal Voetbalscout“. PSVZone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2006. ციტირების თარიღი: 10 December 2006.
- ↑ De Tank rolt naar Chelsea Dutch. DePers.nl (16 July 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 15 October 2010.
- ↑ Alex set on Chelsea move. Sky Sports. ციტირების თარიღი: 5 June 2007.[მკვდარი ბმული]
- ↑ „Rosenborg 0–4 Chelsea“. BBC News. 28 November 2007. ციტირების თარიღი: 23 April 2010.
- ↑ „Alex completes £4.2m move from Chelsea to Paris Saint-Germain“. BBC. 27 January 2012. ციტირების თარიღი: 6 February 2012.
- ↑ „Alex completes move to PSG as defender ends Stamford Bridge misery“. Daily Mail. 27 January 2012. ციტირების თარიღი: 27 January 2012.
- ↑ შეიცავს ინგლისის სუპერთასს.
- ↑ Seleção Brasileira (Brazilian National Team) 2002–2003. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
- ↑ Seleção Brasileira (Brazilian National Team) 2004–2005. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
- ↑ Seleção Brasileira (Brazilian National Team) 2006–2007. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
- ↑ Seleção Brasileira (Brazilian National Team) 2008–2009. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
- ↑ Seleção Brasileira Restritiva (Brazilian National Restrictive Team) 2000–2003. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.
- ↑ Seleção Brasileira Restritiva (Brazilian National Restrictive Team) 2004–2008. Rsssfbrasil.com. Retrieved 15 April 2012.