მატურინი
მატურინი (ესპ. Maturín) — ქალაქი ვენესუელაში, მონაგასის შტატის დედაქალაქი და ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიის ხელშემწყობი კვლევებისა და განვითარების ცენტრი. ქალაქის მეტროპოლიუირ არეალის მოსახლეობა 2010 წლის მონაცემებით 593 333 ადამიანს შეადგენს. ქალაქი ამავე დროს ავტობუსების რეგიონული სატრანსპორტო კვანძის ფუნქციებს ასრულებს, აერთებს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროდან — ორინოკოს დელტიდან და გრან-საბანიდან მომავალ გზებს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მატურინი Maturín | |||
| |||
ქვეყანა | ვენესუელა | ||
შტატი | მონაგასი | ||
კოორდინატები | 9°45′00″ ჩ. გ. 63°10′58″ დ. გ. / 9.75000° ჩ. გ. 63.18278° დ. გ. | ||
დაარსდა | 1760 წ, 7 დეკემბერი | ||
ფართობი | 13,352 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 67 მ | ||
მოსახლეობა | 593 333 კაცი (2010) | ||
სატელეფონო კოდი | 0291 | ||
საავტომობილო კოდი | N | ||
ოფიციალური საიტი | alcaldiadematurin.gob.ve | ||
მატურინი მდებარეობს ზღვის დონიდან 67 მეტრზე, მდინარე გუარაპიჩეს მარჯვენა სანაპიროზე, დედაქალაქ კარაკასიდან 520 კმ-ის მოშორებით.
ვენესუელის ისტორიის აკადემიის მონაცემებით, ქალაქის დაარსების ოფიციალურ თარიღად მიჩნეულია 1760 წლის 7 დეკემბერი, როდესაც მას საფუძველი ჩაუყარა ფრანცისკანელმა მისიონერმა ლუკას დე სარაგოსამ. მიუხედავად ამისა, ინდიელთა საყოველთაო არქივი (Archivo General de Indias) შეიცავს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ქალაქი უფრო ადრე, 1722 წელს დაარსდა.[1] ამ პრიმიტიულ ქალაქს სან-ხუან-დე-კა-ტორნერა-მატურინს (San Juan de la Tornera de Maturín) უწოდებდნენ და მისი დამფუძნებელი იყო ესპანელი გუბერნატორი ხუან დე ლა ტორნერა ი სოტა.[1] მოსახლეობისა და ეკონომიკური რესურსების სიმჭირის გამო, ამ ქალაქს დიდხანს არ უარსებია. შემდგომში ლუკას სარაგოსამ მას სან-ხუდას-ტადეო-დე-მატურინი (San Judas Tadeo de Maturín) უწოდა და აქ შეიქმნა ესპანური მისია, რომლის მიზანიც იყო ქალაქის სიახლოვეს მცხოვრები ჩაიმასის და ვარაოსის ინდიელების გაქრისტიანება. XIX საუკუნეში ქალაქს სან-ფერნანდო-დე-მატურინი უწოდეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-10-12 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- ინფორმაცია შტატის ოფიციალურ საიტზე[მკვდარი ბმული] (ესპანური)
- http://www.lomejordematurin.com დაარქივებული 2010-11-28 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)