ათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკა

ათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკა — რეგიონი ჩრდილოეთ საბერძნეთში, რომელიც მოიცავს ათონის მთის ნახევარკუნძულს და გააჩნია გარკვეული ავტონომიური თვითმართველობა, რითიც გამოირჩევა საბერძნეთის ადმინისტრაციულ რეგიონებს შორის.

ის აერთიანებს ოც მონასტერს და სხვადასხვა დასახლებებს, რომლებიც დაკავშირებულია მათთან. მათში განსახლებულია დაახლოებით 2 000 მართლმადიდებელი ბერძენი, ბულგარელი, რუმინელი, რუსი, სერბი და სხვა ბერები, რომლებიც მიზდევენ განმარტოვებულ, ინტროსპექციულ და ლოცვით ცხოვრებას.

ოცივე მონასტრები არიან სტავროპიგიული, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი განთავისუფლებული არიან ადგილობრივი ეპისკოპოსის უფლებამოსილებისგან და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო პირდაპირი დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებიან. პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ დონეზე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთის რესპუბლიკის სახელით ნახევარკუნძულის საკითხებს ხელმძღვანელობს, რომელიც ბერძნული ტერიტორიაა, მაგრამ ვრცელდება განსხვავებული კანონმდებლობა, შესაბამისი აბატონთან: ეს განსხვავება გარანტირებულია კონსტიტუციით.

ღვთისმშობლის ხატს ეწოდება „ღირს არს ჭეშმარიტად“ (Ἄξιόν ἐστιν) მოთავსებულია კარიესის პროტოტონის ეკლესიის საკურთხევლის მიღმა, როგორც იღუმენი სრულიად წმინდა მთისა, თუმცა ის ხშირად ჩაბრძანდება დიდ ბერძნულ ქალაქებში, სადაც ის ღებულობს პატივს, მსგავსად სახელმწიფოს მეთაურებისა.

1990 წლიდან, ათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკა განიცდიდა სულიერ განახლებას ახალგაზრდა ადამიანების შემოდინების დამსახურებით, ხშირად ყოფილი ყოფილი საბჭოთა ბლოკის კურსდამთავრბეულები, რომლებმაც დრამატიულად გაზარდეს ბერებისა და მორჩილთა რაოდენობა. თავდაპირველად თორმეტი მონასტერი მიზდევდა იმავე საბაწმიდის კანონს, რომელიც საერთო იყო აღმოსავლურ მართმადიდებლური მონასტრიციზმისთვის (კვინობიური მონასტრები); დანარჩენ ცხრაში კი ბერები თავად აყალიბებდნენ და მიზდევდნენ საკუთარ კანონებს (იდიორითმიული მონასტრები). 1970 და 1990 წლებს შორის ყველა მონასტერმა საბოლოოდ მიიღო კვინობიური სისტემა.

ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა, რომელსაც სამონასტრო რესპუბლიკა იყენებს

მკაცრად იკრძალება „ნებისმიერი მდედრი არსების“ დაშვება, რათა ბერები არ აცდუნონ;[1] ეს ბრძანებულება შინაურ ხერხემლიან ცხოველებსაც ეხება მხოლოდ ორი გამონაკლისით: კატები მღრღნელების საკონტროლებად და ქათმები კვერცხებისთვის რათა დამზადეს კვერცხის ტემპერა, რომელიც სასურველი საშუალებაა ხატწერისთვის, აგრეთვე საკვებისთვის.

სამონასტრო რესპუბლიკის ტერიტორია ემიჯნება სტაგირა-აკანთოსის მუნიციპალიტეტს, რომლისგანაც ის სიგრძეში დაშორებულია 9 კილომეტრიანი ღობით. პატარა სოფელი კარიესი არის ათონის მთის ადმინისტრაციული ცენტრი და სინოდის ადგილსამყოფელი.

სამონასტრო ცხოვრება

რედაქტირება

ათონის მთის მონასტრებს ეკუმენიზმის წინააღმდეგობის მრავალწლიანი ისტორია გააჩნიათ, კერძოდ კი იმ მოძრაობისა, რომელიც კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიასა და რომის კათოლიკური ეკლესიას შორის შერიგებას მოითხოვს. თვალსაჩინოა ესთიგმენის მონასტერი, რომელმაც 1972 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათენაგორა I-ის და პაპი პავლე VI-ის შეხვედრის გაპროტესტების მიზნით აღმართა შავი დროშები. ესთიგემენის წარმომადგენლები გააძევეს ათონის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან. კონფლიქტი გამწვავდა 2002 წელს, როდესაც პატრიარქმა ბართლომე I-მა ესთიგმენის საძმო უკანონოდ გამოაცხადა და მათი განდევნა ბრძანა. ბერებმა გასახლება არ ისურვეს, რის შემდეგაც პატრიარქმა მათი ჩანაცვლების მიზნით ახალი საძმო ჩამოაყალიბა.

ათონის მთის მოსახლეობის რაოდენობის მინიმუმი 1971 წელი იყო; რა დროსაც აქ 1145 ხანში შესული ბერები მოღვაწეობდა. შემდეგში ამ მხრივ მდგომარეობა გამოსწორების გზას დაადგა. 2000 წლისთვის ბერების რაოდენობამ 1610-ს მიაღწია. 20 მონასტერმა და მათთან დაკავშირებულმა სკიტებმა ახალგაზრდა და განათლებული ბერები მიიღო. 2009 წლისთვის მოსახლეობამ თითქმის 2000 მიაღწია.[2] ახალგაზრდა ბერებს უმაღლესი განათლება და განვითარებული უნარჩევები გააჩნდათ, რაც მათ საშუალებას აძლევდა ათონის მთის უზარმაზარ საცავეებში ემუშავათ სხვადასხვა ხელნაწერებთან თუ საღვთისმეტყველო საგნებთან, რომლის უმრავლესობა ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება. განახლების პროცესი რანდემიმე ათწლეულში უნდა დასრულდეს, საარქივო სამუშაობის წარმართვა ხორციელდება იუნესკოსა და ევროკავშირის დაფინანსებით და მრავალი აკადემიური ინსტიტუტების დახმარებით. ათონის მთის თანამედროვე სამონასტრო ცხოვრება ასახულია გრემ სპიკის წიგნში სახელწოდებით: Mount Athos. Renewal in Paradise.[3]

2018 წელს ათონის მთაზე ადგილი ჰქონდა საბერძნეთ-რუსეთის ურთიერთობების დაძაბულობას. საბერძნეთის მთავრობამ არ დაუშვა რუსი სასულიერო პირები ათონის მთის მონასტრებში, ხოლო მედიაში გავრცელებული იყო ბრალდება რუსეთის მთავრობის მიერ ათონის მთის სადაზვერვო ოპერაციების ბაზად გამოყენების თაობაზე.[4] ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა ოქტომბერში მას შემდეგ, როცა რუსეთის მართმადიდებლურმა ეკლესიამ საკუთარ მრევლს მოუწოდა, რომ არ მოენახულებინათ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომე I-ის კონტორლის ქვეშ არსებული ადგილები, მათ შორის ათონის მთაც.[5]

პოლიტიკა

რედაქტირება
 
ათონის მთის „აქსიონ ესტინის“ ხატი. იგი ჩვეულებრივ დაბრძანებულია კარიესის პროტატონის ეკლესიის საკურთხევლის უკან, როგორც მთელი წმინდა მთის ეღუმენი.
 
წმინდა პანტალეიმონის მონასტერი, რუსი ბერების ტრადიციული სამყოფელი, იყო XX საუკუნის ადრეული პერიოდის იმიასლავის დოგმატური დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრი.

წმინდა მთის თვითმართველი რეგიონი, წმინდა საზოგადოების მიერ 1913 წლის 3 ოქტომბრის დადგენილების და მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად — ლონდონის (1913), ბუქარესტის (1913), ნეიის (1919), სევრის (1920) და ლოზანის (1923) — წარმოადგენს საბერძნეთის სახელმწიფოს ნაწილს. ხელშეკრულება, რომელიც „წმინდა აქსიონ ესტინის ხატის თანდასწრებით დაიწერა“, აცხადებდა, რომ წმინდა საზოგადოება აღიარებდა საბერძნეთის მეფეებს, როგორც კანონიერ სუვერენებად და „მთის მემკვიდრეებად“ იმ „იმპერატორებისა ვინც აღაშენეს“ მონასტრები და მათი ტერიტორიები მაშნდელი საბერძნეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადეს.

XX საუკუნის შუა წლების საბერძნეთში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა აისახა ათონის მთაზეც. მათ შორის ნაცისტური ოკუპაცია (1941-1944), რასაც მოჰყვა საბერძნეთის სამოქალაქო ომი, სადაც კომუნისტების დამარცხდნენ. საბერძნეთის ბრძოლის შესახებ ჟურნალი Time აღნიშნავდა: „სტუკებმა ეგეოსის ცებს გადაუფრინეს ბნელი, საშინელი ჩიტებივით, მაგრამ მათ ბომბები არ დაუყარეს ათონის მთის ბერებს“.[6]

ნაცისტების მიერ საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ, ეპისტასიამ, ათონის ოთხკაციანმა აღმასრულებელმა კომიტეტმა, ოფიციალურად სთხოვა ადოლფ ჰიტლერს, რომ ავტონომიური სამონასტრო სახელმწიფო პირადი მფარველობის ქვეშ მოექცია, რასაც ჰიტლერი დასთანხმდა. ათონის მთა მეორე მსოფლიო ომს თითქმის ხელუხლებლად გადაურჩა და ომის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ათონელი ბერბეი ჰიტლერს მოიხსენიებდნენ როგორც „წმინდა მთის მაღალ მფარველად“ (გერმ. Hoher Protektor des heiligen Berges).[7]

რელიგიური ინსტიტუტების სია

რედაქტირება

ოცი მონასტერი

რედაქტირება

სუვერენული მონასტრები ათონის იერარქიაში მათი ადგილის მიხედვით:

დიდი ლავრას მონასტერი ვატოპედის მონასტერი ივირონის მონასტერი ქილენდარის მონასტერი დიონისეს მონასტერი
Μεγίστη Λαύρα Βατοπέδι Ιβήρων
ივერთა მონასტერი (Georgian)
Χιλανδαρίου
Хиландар (Serbian)
Διονυσίου
         
კუტლუმუსიუს მონასტერი პანტოკრატორის მონასტერი ქსეროპოტამის მონასტერი ზოგრაფის მონასტერი დოქიარის მონასტერი
Κουτλουμούσι Παντοκράτορος Ξηροποτάμου Ζωγράφου
Зограф (Bulgarian)
Δοχειαρίου
         
კარაკალას მონასტერი ფილოთეის მონასტერი სიმონოპეტრას მონასტერი წმინდა პავლეს მონასტერი სტავრონიკიტას მონასტერი
Καρακάλλου Φιλοθέου Σίμωνος Πέτρα Αγίου Παύλου Σταυρονικήτα
         
ქსენოფონტეს მონასტერი გრიგორიატის მონასტერი ესთიგმენის მონასტერი პანტელეიმონის მონასტერი კასტამონიტის მონასტერი
Ξενοφώντος Οσίου Γρηγορίου Εσφιγμένου Αγίου Παντελεήμονος
Пантелеймонов (Russian)
Κωνσταμονίτου
         

თორმეტი სკიტე

რედაქტირება

სკიტეს ქრისტიანი მოღვაწეებიები მკაცრ სამონასტრო წესებს მიზდევენ, რაც მათ საშუალებას აძლევთ თაყვანისცემა შედარებით მარტოობაში განახორციელონ, ამავდროულად ურთიერთმხარდაჭერის და უსაფრთხოების შესაძლებლობით. ათონის მთაზე არსებობს ორი სახის სკიტე. კვინობიური სკიტე მიზდევს მონასტრების სტილს. იდიორითმიული სკიტე კი პატარა სოფლის სტილს; მას გააჩნია საერთო არეალი თაყვანისცემისთვის (ეკლესია), თითოეული ინდივიდუალური სანახებით ან პატარა სახლებით მათ ირგვლივ, თითოეული განკუთვნილია მცირეოდენი მოღვაწეთათვის. ათონის მთაზე თორმეტი ოფიციალური სკიტეა.

სკიტე / Σκήτη ტიპი მონასტერი
წმინდა ანა

Αγίας Άννας

იდიორითმიული დიდი ლავრა
წმინდა სამება

Αγίας Τριάδος ή Καυσοκαλυβίων

იდიორითმიული დიდი ლავრა
პროდრომი

Τιμίου Προδρόμου

კვინობიური დიდი ლავრა
წმინდა ანდრია

Αγίου Ανδρέα

კვინობიური ვატოპედი
წმინდა დემეტრე

Αγίου Δημητρίου

იდიორითმიული ვატოპედი
ივირონი

Τιμίου Προδρόμου Ιβήρων

იდიორითმიული ივირონი
წმინდა პანთელეიმონი

Αγίου Παντελεήμονος

იდიორითმიული კუტლუმუსი
ილიას

Προφήτη Ηλία

კვინობიური პანტოკრატორი
თეოტოკოსი ან ახალი სკიტე

Θεοτόκου ή Νέα Σκήτη

იდიორითმიული წმინდა პავლეს
ლაკოსკიტი

Αγίου Δημητρίου του Λάκκου ή Λακκοσκήτη

იდიორითმიული წმინდა პავლეს
ღვთისმშობლის ხარების

Ευαγγελισμού της Θεοτόκου

იდიორითმიული ქსენოფონტე
ბოგოროდიცა

Βογορόδιτσα

კვინობიური პანტალეიმონი

ძირითადი დასახლებები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Manson, Megan. (11 Oct 2017) UNESCO: Putting religious privilege above gender equality. National Secular Society. ციტირების თარიღი: 11 Apr 2021
  2. Robert Draper, "Mount Athos" დაარქივებული 11 August 2011 საიტზე Wayback Machine. , National Geographic magazine, December 2009
  3. Graham Speake (2014). Mount Athos. Renewal in Paradise. Denise Harvey. ISBN 978-960-7120-34-2. .
  4. Smith, Helena (11 August 2018). „Greece accuses Russia of bribery and meddling in its affairs“. The Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 August 2018.
  5. MacFarquhar, Neil (20 October 2018). „Mount Athos, a Male-Only Holy Retreat, Is Ruffled by Tourists and Russia“. The New York Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 26 October 2018.
  6. „MOUNT ATHOS: Failing Light“. Time. 28 April 1941. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 15 September 2011.
  7. The Hitler icon: How Mount Athos honored the Führer – Alan Nothnagle. Open Salon (27 October 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 February 2013. ციტირების თარიღი: 15 September 2011.