დოქიარის მონასტერი
დოქიარის მონასტერი (ბერძ. Μονή Δοχειαρείου) — მართლმადიდებლური მონასტერი ათონის მთაზე, საბერძნეთი. დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ათანასე ათონელის თანამოსაზრის, წმინდა ექვთიმეს, დიდი ლავრის ყოფილი მეკელიის (ბერძნ. დოქიარის) მიერ. როგორც ჩანს, მან წმინდა ნიკოლოზის სახელობის პატარა მონასტერი დაფნის ნავსადგურის ახლოს X საუკუნის II ნახევარში დააარსა. XI საუკუნის დასაწყისში, ახალი იღუმენის დროს, მეკობრეთა შემოსევებით შეწუხებული ბერები სხვა ადგილზე გადასახლდნენ. მოგვიანებით მონასტრის ტაძარი იკურთხა მთავარანგელოზთა სახელზე.
დოქიარი Μονή Δοχειαρείου | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
---|---|
დაქვემდებარება | საბერძნეთის ეკლესია |
კოორდინატები | 40°15′59″ ჩ. გ. 24°10′24″ ა. გ. / 40.26639° ჩ. გ. 24.17333° ა. გ. |
დაარსდა | X საუკუნე |
ფართობი | 33042 ჰექტარი |
მოსახლეობა |
53 (2021), 1 (2001) |
დოიქარის მონასტერი, წესდების მიხედვით, ათონის იერარქიაში მე-10 ადგილზეა. XIV საუკუნის მძიმე ხანში იმპერატორი იოანე V პალეოლოგოსი და სერბეთის მეფე სტეფან დუშანი მონასტერს სხვადასხვაგვარ დახმარებას უწევდნენ. მომდევნო საუკუნეებში სავანემ არნახული გაჭირვება გადაიტანა.
XVI საუკუნეში იღუმენ ალექსანდრეს, მოლდოვა ვლახეთის ბატონისა და მისი მეუღლის დახმარებით თურქების მიერ განადგურებული მონასტერი აღორძინდა. XVII საუკუნეში აღდგა მონასტრის კოშკები, ხოლო 1660 წელს მას მიენიჭა სტავროპეგიალურის სტასუსი. მონასტრის სამრეკლი აშენდა XVIII საკუნეში.
ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყების დროს თურქები სასტიკად აწამებდნენ ბერებს, მთლიანად გაძარცვეს მონასტერი. მონასტრის ღირსშესანიშნაობა XVI საუკუნის ტაძარი კრეტული დაიწერა. დოქიარი თავის ტერიტორიაზე 12 ტაძარს ითვლის. ხოლო მის გარეთ ოთხს, რომლებიც გალავნის კედლების მოპირდაპირე მხარეს მდებარეობენ.
მონასტერს გააჩნია ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, წმინდანთა ნაწილები, ბიბლოთეკაში დაცულია 545 წიგნი, მათგან 62 პერგამენტზეა დაწერილი და 5000 ნაბეჭდი წიგნი. დღეისთვის დოქიარში 30 ბერი მოღვაწეობს.
სწორედ დოქიარის მონასტრიდან ჩამოაბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმნელად“ წოდებული ხატის ასლი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში ბრძანდება.