ბართლომე I (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

(გადამისამართდა გვერდიდან ბართლომე I)

ბართლომე I (ბერძ. Βαρθολομαίος Α', თურქ. I. Bartholomeos; ერისკაცობაში — დიმიტრიოს არქონტონისი, ბერძ. Δημήτριος Αρχοντώνης; დ. 29 თებერვალი, 1940) — კონსტანტინოპოლის 232–ე მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი 1991 წლის 22 ოქტომბრიდან.

ბართლომე I
Πατριάρχης Βαρθολομαίος ο Α'
დროშა
დროშა
232-ე მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი
2 ნოემბერი, 1991
არჩევა: 22 ოქტომბერი, 1991
ეკლესია: კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი: დიმიტრი
 
დაბადების სახელი: დიმიტრიოს არქონტონისი
ორიგინალი
დაბადების სახელი:
Δημήτριος Αρχοντώνης
დაბადება: 29 თებერვალი, 1940
ზეითინლი-ქოიუ, თურქეთი
ბერად აღკვეცა: 1961
დიაკვნად კურთხევა: 13 აგვისტო, 1961
მღვდლად კურთხევა: 19 ოქტომბერი, 1969
ეპისკოპოსად კურთხევა: 25 დეკემბერი, 1973
მიტროპოლიტობა ებოძა: 14 იანვარი, 1990
 
ხელმოწერა:

ბიოგრაფია

რედაქტირება
 

დაიბადა 1940 წლის 29 თებერვალს თურქეთის კუნძულ იმვროსზე. დაწყებითი სკოლა დაამთავრა იმვროსზე, ხოლო საშუალო - სტამბოლში. 1961 წელს წარჩინებით დაასრულა ხალკის საღვთისმეტყველო სკოლა. 1961–1963 წწ. მსახურობდა თურქეთის არმიაში.

1961 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა ბართოლომეოსი. 1961 წლის 13 აგვისტოს აკურთხეს ბერდიაკვნად. 1963-1968 წწ. მსოფლიო საპატრიარქოს სტიპენდიით სწავლობდა რომის პონტიფიკოსის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. 1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საეკლესიო სამართალში შვეიცარიის მსოფლიო საპატრიარქოს ინსტიტუტში თემაზე „წმიდა კანონებისა და კანონიკურ განწესებათა კოდიფიკაციისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში“. ამავე წელს დაინიშნა ხალკის საღვთისმეტყველოს სკოლის დეკანის თანაშემწედ. 1969 წლის 19 ოქტომბერს ხელი დაასხეს მღვდელმონაზვნად. 1972 წლიდან მუშაობდა პატრიარქის კაბინეტის გამგედ. 1973 წლის 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღესასწაულზე ხელდასხმულ იქნა ფილადელფიის ეპარქიის მიტროპოლიტად. 1974 წელს აირჩიეს წმიდა სინოდის წევრად. 1990 წლის 14 იანვარს გადაყვანილ იქნა ქალკედონის სამიტროპოლიტო კათედრაზე.

ყოვლადუწმიდესი დიმიტრიოსის გარდაცვალების შემდეგ, 1991 წლის 22 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ ქალკედონიელი მიტროპოლიტი ბართოლომეოსი აირჩია მსოფლიო პატრიარქად. ამავე წლის 2 ნოემბერს სტამბოლის ფანარის წმ. გიორგის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება;

ყოვლადუწმიდესი ბართოლომეოს I დაჯილდოებულია მრავალი ჯილდოთი, ორდენითა და პრემიით. არის არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მათ შორის - თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტებისა;

ფლობს ბერძნულ, თურქულ, ლათინურ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და გერმანულ ენებს;

მისი ინტრონიზაცია მოხდა 2 ნოემბერს.

მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი (ბერძ. Η Αυτού Θειοτάτη Παναγιότης, ο Αρχιεπίσκοπος Κωνσταντινουπόλεως, Νέας Ρώμης και Οικουμενικός Πατριάρχης).

თურქეთის მთავრობა არ აღიარებს მის მსოფლიო პატრიარქობას და მას აღირებენ მხოლოდ როგორც თურქეთის ქრისტიანული თემის ხელმძღვანელს[1][2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
დიმიტრი
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

1991 – დღემდე
შემდეგი:
-----