ტემპერა
ტემპერა (იტალ. tempera,temperare „საღებავებით ფერწერა“) — საღებავები, რომლის შემაკავშირებელ ნივთიერებად იყენებენ წყალში გახსნილ კვერცხის გულს და უმატებენ მცენარეულ ან ცხოველურ ზეთს. ტემპერა ცნობილი იყო ძველ ეგვიპტეში. ფართოდ იყენებდნენ შუა საუკუნეების ხატწერაში, ფრესკულ მხატვრობაში.