სტავრონიკიტას მონასტერი

სტავრონიკიტას მონასტერი (ბერძ. Μονή Σταυρονικήτα) — მამათა მონასტერი ათონის მთაზე. წმინდა მთის თანამედროვე იერარქიაში მეთხუთმეტე ადგილზეა. მონასტერი წმინდა მთაზე ყველაზე პატარაა. იგი ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, ივერიის მონასტერსა და პანტოკრატორის სავანეს შორის მდებარეობს.

მონასტერი
სტავრონიკიტა
Μονή Σταυρονικήτα
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
კოორდინატები 40°16′04″ ჩ. გ. 24°16′36″ ა. გ. / 40.26778° ჩ. გ. 24.27667° ა. გ. / 40.26778; 24.27667
დაარსდა XI საუკუნე
მოსახლეობა 33 (2021),
42 (2001),
31 (1991)
ოფიციალური საიტი http://www.mountathos.gr[1]
სტავრონიკიტას მონასტერი — საბერძნეთი
სტავრონიკიტას მონასტერი

იგი X-XI საუკუნეში დაუარსებია ვინმე ნიკიფორე ნიკიტას (სტავრონიკიტას), იმპერატორ ციმისხიოსის ოფიცერს. XII საუკუნეში მეკობრეების თავდასხმებმა მონასტერი ძალიან დაასუსტა, XIII საუკუნეში ის ყუთლუმუშის მონასტერს დაემორჩილა, ხოლო XVI საუკუნეში ფილოთეოსის სავანის გამგებლობაში გადავიდა. 1533 წელს ჰერომერის იღუმენმა გრიგოლმა სტავრონიკიტა გამოისყიდა და შეუდგა მის აღორძინებას. იმავე წელს, საპატრიარქოს ბრძანებით, სავანე სტავროპიგიალურად აღიარეს. 1541 წელს მონასტრის აღსადგენად კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ უხვად გაიღო ფინანსები, უზრუნველყო საშემოსავლო სახლებით კასანდრასა და ლემნოსის კუნძულზე. მონასტერი კვლავ საერთო საცხოვრებლის წესდებას დაუბრუნდა. ტაძარი, რომლის მშენებლობა დამთავრდა 1546 წელს, ნაკურთხია წმინდა ნიკოლოზის სახელზე და მოხატულია თეოფანეს მიერ. სავანეში ინახება მის მიერ დაწერილი ათორმეტ დღესასწაულთა ხატები.

1607 წელს მონასტრის დიდი ნაწილი ხანძარმა ფერფლად აქცია.

XVIII საუკუნეში მოლდოვლახელმა დიდებულმა ალექსანდრე გიკმა სავანეს უბოძა წმინდა მოციქულთა მონასტერი ბუქარესტში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Commons Institution page