We Can't Dance

(გადამისამართდა გვერდიდან We Can't Dance (ტური))

We Can't Danceინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის 1991 წლის სტუდიური ალბომი. ეს არის ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომი, ჩაწერილი ფილ კოლინზთან ერთად. 1996 წელს მან ოფიციალურად დატოვა კოლექტივი, სანამ 2007 წელს ჯენესისი არ გაერთიანდა საიუბილეო ტურნესთვის Turn It On Again.

We Can't Dance
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 11 ნოემბერი, 1991
ჩაიწერა მარტი - სექტემბერი, 1991, სტუდია The Farm, სურეი
ჟანრი პოპ-როკი
არტ როკი
ხანგრძლივობა 1:11:31
ლეიბლი Atlantic Records
პროდიუსერი ჯენესისი, ნიკ დეივისი
ჯენესისი — ქრონოლოგია
Invisible Touch
(1986)
We Can't Dance
(1991)
The Way We Walk, Volume One: The Shorts
(1992)
სინგლები ალბომიდან We Can't Dance
  1. „No Son of Mine“
    გამოცემის თარიღი: 21 ოქტომბერი 1991
  2. „I Can't Dance“
    გამოცემის თარიღი: 30 დეკემბერი 1991
  3. „Hold on My Heart“
    გამოცემის თარიღი: 6 აპრილი 1992
  4. „Jesus He Knows Me“
    გამოცემის თარიღი: 13 ივლისი 1992
  5. „Never a Time“
    გამოცემის თარიღი: 5 ნოემბერი 1992
  6. „Tell Me Why“
    გამოცემის თარიღი:8 თებერვალი 1993
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
allmusic3/5 stars [1]
Rolling Stone3/5 stars [2]

ალბომის SACD ვერსია გამოიცა 2007 წლის ოქტომბერში.

We Can't Dance იყო ჯგუფის პირველი ალბომი, ხუთხწლიანი შესვენების შემდეგ. მან მიაღწია #1 ადგილს ბრიტანეთის, ხოლო #4 ადგილს - აშშ ჩარტში. მხოლოდ აშშ-ში გაიყიდა მისი 4 მილიონი ასლი.

ალბომში აგრეთვე შეტანილია დღეისთვის ჯგუფის რამდენიმე პოპულარული და ცნობილი სიმღერა „No Son of Mine“, „Hold on My Heart“, „I Can't Dance“ და „Jesus He Knows Me“. ორი უკანასკნელი სასაცილო ვიდეოკლიპების გამო გახდა ცნობილი.

ალბომში არ შეიტანეს ორი სიმღერა, „On the Shoreline“ და „Hearts on Fire“. ორივე გამოიცა სინგლების მეორე მხარეს.

ალბომის გამოსვლის შემდეგ, მთლიანად 1992 წელი ჯგუფმა გაატარა მსოფლიო ტურნეში, დისკის მხარდამჭერი კონცერტებით. ეს იყო ჯგუფის და ფილ კოლინზის უკანასკნელი მსოფლიო ტურნე, სანამ 2007 წელს იგი არ დაბრუნდა კიდევ ერთით - Turn It On Again Tour.

  • სიმღერის No Son of Mine სამუშაო სახელი იყო Elephantus - იმ უცნაური, სპილოს მსგავსი ხმის გამო, რომელსაც მაიკ რეზერფორდი გამოსცემდა გიტარის მეშვეობით.
  • სიმღერის „Tell Me Why“ სამუშაო სახელი იყო „Rickenbacker“, იმ გიტარის გამო, რომელიც გამოყენებულია სიმღერაში, ანუ 12 სიმიანი Rickenbacker-ის გამო. ამ ტიპის გიტარების ცნობილია თავისი უცნაური ჟღერადობით
  • „Since I Lost You“ არ არის დაკარგულ ურთიერთობებზე. იგი ფილ კოლინზმა დაწერა და მიუძღვნა ერიკ კლეპტონის დაღუპულ შვილს. 1991 წლის 20 მარტს ერიკის 4 წლის შვილი კონორი დაიღუპა, როდესაც გადმოვარდა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ბინიდან, 53 სართულიდან.
  • სიმღერების დიდი ნაწილი დაიწერა იმპროვიზაციის შედეგად, სტუდიაში Farm Studio.

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორები არიან ტონი ბენქსი, მაიკ რეზერფორდი და ფილ კოლინზი

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„No Son of Mine“6:39
2.„Jesus He Knows Me“4:16
3.„Driving the Last Spike“10:08
4.„I Can't Dance“4:01
5.„Never a Time“3:50
6.„Dreaming While You Sleep“7:16
7.„Tell Me Why“4:58
8.„Living Forever“5:41
9.„Hold on My Heart“4:37
10.„Way of the World“5:38
11.„Since I Lost You“4:09
12.„Fading Lights“10:16
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„On the Shoreline“ (სინგლიდან I Can't Dance)4:45
2.„Hearts on Fire“ (სინგლიდან)5:15

სამუშაო სათაურები

რედაქტირება
  • Elephantus (No Son of Mine) – 6:39
  • Do the New One (Jesus He Knows Me) – 4:16
  • Irish (Driving the Last Spike) – 10:08
  • Blue Jeans, Heavy A Flat (I Can't Dance) – 4:01
  • B. B. Hit, Still Throwing It All Away (Never a Time) – 3:50
  • Rolling Toms (Dreaming While You Sleep) – 7:16
  • Rickenbacker (Tell Me Why) – 4:58
  • Hip Hop Brushes (Living Forever) – 5:41
  • Burt Bacharach (Hold on My Heart) – 4:37
  • Spaghetti West (Way of the World) – 5:39
  • Song for Conor (Since I Lost You) – 4:09
  • Nile (Fading Lights) – 10:17

პერსონალი

რედაქტირება

ალბომის შემდგომი ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა შემდეგი სიმღერები:

  1. Land of Confusion
  2. No Son of Mine
  3. Driving the Last Spike
  4. Dance on a Volcano/Lamb/Firth of Fifth/I Know What I Like
  5. Hold on My Heart
  6. Throwing it All Away
  7. Fading Lights
  8. Domino
  9. Jesus He Knows Me
  10. Home by the Sea/Second Home by the Sea
  11. I Can't Dance
  12. Tonight Tonight Tonight
  13. Invisible Touch
  14. Turn It On Again
ჩარტი (1991–92) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[3] 8
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[4] 1
კანადის ალბომები (RPM)[5] 5
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[6] 1
ფინეთის ალბომები (Suomen virallinen lista)[7] 2
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[8] 2
გერმანიის ალბომები (Media Control)[9] 1
უნგრეთის ალბომები (MAHASZ)[10] 7
იტალიის ალბომები (FIMI)[11] 5
იაპონიის ალბომები (Oricon)[12] 8
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[13] 5
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[14] 1
ესპანეთის ალბომები (AFYVE)[15] 9
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[16] 4
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[17] 1
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[18] 1
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[19] 4

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[20] პლატინა 70 000^
ავსტრია (IFPI Austria)[21] პლატინა 50 000x
კანადა (Music Canada)[22] 4× პლატინა 400 000^
ფინეთი (Musiikkituottajat)[23] ოქრო 25,000[23]
საფრანგეთი (SNEP)[24] 2× პლატინა 600 000*
გერმანია (BVMI)[25] 5× პლატინა 2 500 000^
იაპონია (RIAJ)[26] ოქრო 100 000^
ესპანეთი (PROMUSICAE)[27] პლატინა 100 000^
შვედეთი (GLF)[28] პლატინა 100 000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[29] 4× პლატინა 200 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[30] 5× პლატინა 1 500 000^
აშშ (RIAA)[31] 4× პლატინა 4 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Orens, Geoff. Album review, Allmusic.
  2. Manning, Kara (იანვარი 9, 1992). Album Review, Rolling Stone.
  3. "Genesis – We Can't Dance". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 ოქტომბერი 2012.
  4. "Genesis - We Can't Dance" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 ოქტომბერი 2012.
  5. Item Display - RPM - Library and Archives Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-21. ციტირების თარიღი: 2017-05-06.
  6. „Dutchcharts.nl – Genesis – We Can't Dance“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 ოქტომბერი 2012.
  7. Pennanen, Timo (2006). Sisältää hitin - levyt ja esittäjät Suomen musiikkilistoilla vuodesta 1972, 1st (Finnish), Helsinki: Kustannusosakeyhtiö Otava, გვ. 263. ISBN 978-951-1-21053-5. 
  8. Inc, Nielsen Business Media. (30 მაისი 1992) Billboard. Nielsen Business Media, Inc..
  9. "100 საუკეთესო ალბომი". Charts.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 7 ოქტომბერი 2012.
  10. lightmedia.hu. Kereső - előadó/cím szerint - Archívum - Hivatalos magyar slágerlisták.
  11. Hit Parade Italia - ALBUM 1983.
  12. ジェネシスのアルバム売上ランキング.
  13. "Genesis – We Can't Dance". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 ოქტომბერი 2012.
  14. "Genesis – We Can't Dance". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 ოქტომბერი 2012.
  15. Salaverri, Fernando (სექტემბერი 2005). Sólo éxitos: año a año, 1959–2002, პირველი, Spain: Fundación Autor-SGAE. ISBN 84-8048-639-2. 
  16. "Genesis – We Can't Dance". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 ოქტომბერი 2012.
  17. "Genesis – We Can't Dance". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 7 ოქტომბერი 2012.
  18. ნოემბერი 1991/7502/ "23 ნოემბერი 1991 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 7 ოქტომბერი 2012.
  19. „Genesis ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard.
  20. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  21. Austrian album certifications – Genesis – We Can't Dance გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Genesis ველში Interpret. შეიყვანეთ We Can't Dance ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  22. Canadian album certifications – Genesis – We Can't Dance. Music Canada.
  23. 23.0 23.1 Finnish album certifications – Genesis – We Can't Dance ფინურად. Musiikkituottajat – IFPI Finland.
  24. French album certifications – Genesis – We Can't Dance ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  25. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Genesis; 'We Can't Dance') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  26. Japanese album certifications – Genesis – We Can't Dance იაპონურად. იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  27. Solo Exitos 1959–2002 Ano A Ano: Certificados 1991–1995. Solo Exitos 1959–2002 Ano A Ano.
  28. ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 1987−1998 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი.
  29. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Genesis; 'We Can't Dance'). Hung Medien.
  30. British album certifications – Genesis – We Can't Dance. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ We Can't Dance ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  31. American album certifications – Genesis – We Can't Dance. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH