No Son of Mine
No Son of Mine — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სინგლი 1991 წლის ალბომიდან We Can't Dance.
„No Son of Mine“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ჯენესისი | ||||
ალბომიდან We Can't Dance | ||||
გამოსვლის თარიღი | 31 ოქტომბერი, 1991 | |||
ჟანრი | პოპ-როკი | |||
ხანგრძლივობა |
5: 46 (რადიოს ვერსია) 6: 39 (ალბომის ვერსი) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Atlantic Virgin | |||
პროდიუსერი | ჯენესისი | |||
ჯენესისი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერაში საუბარია ბიჭუნაზე, რომელიც გარბის სახლიდან, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ბრუნდება შინ და მოსდის დიდი კამათი მამასთან.
სიმღერა აღსანიშნავია სპეციფიკური ხმით, რომელიც ჟღერს შესავალში და მეორე სტროფის დროს. ჯგუფი მას თავად უწოდებდა სპილოს ხმას. ტონიმ ეს ხმა მიიღო მაიკ რეზერფორდის გიტარის ხმის სინთეზატორზე ჩაწერითა და მათი დაბალ რეგისტრში დაკვრით.
რადიოს ვერსია წყდება იქ, სადაც ჩვეულებრივ ვერსიაში ჟღერს ფინალური იმპრვიზაცია. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში გამოყენებულია ალბომის ვერსია.
სინგლში შეტანილი იყო ალბომის „We Can't Dance“ კიდევ ერთი სიმღერა „Living Forever“.
სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში მოთხრობილია იგივე ისტორია, რაც ტექსტში. ამასთან, ჯგუფის წევრები დგანან ოთახში, სადაც მიმდინარეობს მოვლენები, მაგრამ ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს სამი შეუმჩნევლად უკრავს და მღერის.
სიმღერების სია
რედაქტირება- ბრიტანეთი / ევროპა [1]
- No Son Of Mine - 6:42
- Living Forever - 5:40
- Invisible Touch (საკონცერტო) - 5:00
- აშშ [2]
- No Son Of Mine - 6:42
- Living Forever - 5:40