Invisible Touchინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის ალბომი, რომელიც გამოვიდა 1986 წელს. მან მიიღო დადებითი მიმოხილვები პრესაში, ხოლო სასათაურო სინგლმა შეაღწია აშშ-ს 5 საუკეთესო სინგლის სიაში.

Invisible touch
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 9 ივნისი, 1986
ჩაიწერა ოქტომბერი 1985მარტი 1986, სტუდია The Farm, სურეი
ჟანრი პოპ-როკი
ხანგრძლივობა 45:42
ლეიბლი Virgin (ბრიტანეთი) - GEN 2
Atlantic (აშშ)
პროდიუსერი ჯენესისი, ჰიუ პეჯემი
ჯენესისი — ქრონოლოგია
Genesis
(1983)
Invisible touch
(1986)
We Can't Dance
(1991)
სინგლები ალბომიდან Invisible Touch
  1. „Invisible Touch“
    გამოცემის თარიღი: 19 მაისი 1986
  2. „Throwing It All Away“
    გამოცემის თარიღი: 8 აგვისტო 1986
  3. „Land of Confusion“
    გამოცემის თარიღი: ოქტომბერი, 1986 (1986-10) აშშ
    10 ნოემბერი, 1986 (1986-11-10) ბრიტანეთი
  4. „In Too Deep“
    გამოცემის თარიღი: 23 აგვისტო, 1986 (ბრიტანეთი)
    18 იანვარი, 1987 (აშშ)
  5. „Tonight, Tonight, Tonight“
    გამოცემის თარიღი: 23 მარტი, 1987
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[1]
Chicago Tribune(არაკეთილგანწყობილი)[2]
Kerrang!4.5/5 stars[3]
Los Angeles Times(არაკეთილგანწყობილი)[4]
რობერტ კრისტგოუC+[5]
Rolling Stone(კეთილგანწყობილი)[6]
The Rolling Stone Album Guide4/5 stars[7]

ტექსტების მხრივ ალბომი ეხება სოციალურ და პოლიტიკურ სიტუაციას. „Domino“ მსმენელს მოუთხრობს ღამის კოშმარზე, სადაც ბირთვული ომის შემდგომ ქვეყანაზეა საუბარი, ხოლო „Land of Confusion“, თავისი მუსიკალური ვიდეოს თანხლებით, სატირულ ფერებში განიხილავს რონალდ რეიგანის, მარგარეტ ტეტჩერის, მიხეილ გორბაჩოვის ეპოქას.

ალბომისთვის დაიწერა რამდენიმე სიმღერა, რომელიც მასში არ იქნა შეტანილი. თუმცა, ყველა გამოვიდა სინგლების B-მხარეებზე. ესენია: „Feeding the Fire“ (სინგლი „Land of Confusion“), „I'd Rather Be You“ (სინგლი „Throwing It All Away“) და „Do the Neurotic“ (სინგლი „In Too Deep“). ინტერვიუებში ტონი და ფილი ახსენებდნენ, რომ მათ სინამდვილეში სურდათ სტუდიურ ალბომში ამ სიმღერების შეტანაც, მაგრამ ალბომის მთლიან სქემას ისინი ნაკლებად ერგებოდნენ.

ჩაწერის დროს ბევრი სიმღერა იმპროვიზაციის სახით იბადებოდა, შემდეგ კი დამოუკიდებელ ნომრად იქცეოდა. ასეთი იყო „Invisible Touch“, რომელსაც ბენქსი თავდაპირველად განიხილავდა, როგორც პიესის „Domino“ ნაწილს.

დისკში შეტანილ ექვს სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეოები 1987 წელს გამოიცა დოკუმენტურ ფილმთან ერთად, ვიდეოკრებულზე Visible Touch. მოგვიანებით ყველა შეტანილი იქნა კრებულში The Video Show.

Invisible Touch ჯგუფის კომერციულად ყველაზე წარმატებული დისკია.

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორები არიან ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Invisible Touch“3:26
2.„Tonight, Tonight, Tonight“8:49
3.„Land of Confusion“4:45
4.„In Too Deep“4:59
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Anything She Does“4:06
2.„Domino
Part one: In the Glow of the Night
Part two: The Last Domino
10:42
4:27
6:15
3.„Throwing It All Away“[4.41] 3.51
4.„The Brazilian“4:49

ფრჩხილებში ჩასმულია სიმღერის Throwing It All Away მითითებული ხანგრძლივობა, სინამდვილეში იგი 3:51-ს შეადგენს.

B-მხარეები

რედაქტირება
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„I'd Rather Be You“ (სინგლიდან Throwing It All Away)4:04
2.„Do the Neurotic“ (სინგლიდან In Too Deep)7:08
3.„Feeding the Fire“ (სინგლიდან Land of Confusion)5:54

სიმღერების სამუშაო სათაურები

რედაქტირება
  • Monkey Zulu (Tonight, Tonight, Tonight)
  • Snake (Anything She Does)
  • Hawkwind (Domino)
  • Zephyr (Throwing It All Away)
  • Savage (The Brazilian)

პერსონალი

რედაქტირება