რუხი ტრიქოლომა
რუხი ტრიქოლომა (ლათ. Tricholoma terreum) — ტრიქოლომას გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა.
რუხი ტრიქოლომა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Tricholoma terreum (Schaeff.) P.Kumm., 1871 | |||||||||||||||
|
საჭმელი სოკოა. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. იზრდება წიწვოვან ტყეებში, იშვიათად ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით. მიკორიზას ქმნის ფიჭვთან.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა ბოტანიკოსმა და მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1762 წელს როგორც Agaricus myomyces. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.
სინონიმები:
- Agaricus myomyces Pers., 1797
- Agaricus pullus Batsch, 1783, nom. superfl.
- Agaricus terreus Schaeff., 1774basionym
- Gyrophila terrea (Schaeff.) Quél., 1888
- Tricholoma bisporigerum J.E.Lange, 1933
- Tricholoma myomyces (Pers.) J.E.Lange, 1933
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 3-9 სმ, კონუსური ან ნახევარსფეროსებრი, შემდგომში ბრტყლად ამოზნექილი, მრგვალი ბორცვაკით. ზედაპირი დაფარულია ბოჭკოვანი შავი ქერცლებით.[1] მონაცრისფრო ან ნაცრისფერ-ყავისფერი, იშვიათად მოწითალო-ყავისფერი. ახასიათებს უსწორმასწორო კიდეები, რომელიც ზოგჯერ დახეთქილია.[1]
რბილობი თეთრი, მკვრივი, განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე. სხვა მსგავსი ტრიქოლომას გვარის სოკოებისაგან განსხვავებით, რუხი ტრიქოლომას რბილობი არ ყვითლდება და არ წითლდება დაზიანებისას.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილია, თეთრი ან მონაცრისფრო.
ფეხის სიგრძე — 5-9 სმ, სისქე — 0,7-2 სმ, ცილინდრული ან თითისტარისებრი, მოთეთრო, შემდგომში ქვედა ნაწილი მოყვითალოა.
სპორების ფხვნილი — თეთრი ფერის. სპორები — 5,5-7,5×4-5,5 მკმ, მოგრძო ფორმის.
კვებითი ღირებულება
რედაქტირებასაჭმელი სოკოა. საჭმელად იხმარება ახალი. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში რუხი ტრიქოლომა იყიდება მაღაზიებში. კატალონიის მთავრობის მიერ შეყვანილი იქნა რეგიონის ყველაზე გავრცელებული საჭმელი სოკოების ნუსხაში.[2] რუხი ტრიქოლომა ფრანგული სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილია.[3][4]
შხამიან სოკოებთან მსგავსების გამო, გამოუცდელი მესოკოვეებითვის მისი შეგროვება რეკომენდირებული არ არის.[5]. შეგროვებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მესოკოვემ გაარჩიოს ის ძლიერ შხამიანი Tricholoma pardinum-სგან[5][2]
2014 წელს ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ ცდებზე დაყრდნობით, სოკოს ზედოზირებულმა ექსტრაქტმა თაგვებში რაბდომიოლიზი (ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი) გამოიწვია.[6] შედეგად ზოგიერთმა საინფორმაციო წყარომ რუხი ტრიქოლომა შხამიან და საშიშ სოკოდ გამოაცხადა. თუმცა აღნიშნული ფაქტი გააქარწყლა გერმანიის მიკოლოგიური საზოგადოების ტოქსიკოლოგმა, პროფესორმა ზიგმარ ბერნდტმა.[7]
მსგავსი სახეობები
რედაქტირებარუხი ტრიქოლომა წააგავს ტრიქოლომას გვარის რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის:
- Tricholoma gausapatum გააჩნია აბრეშუმისებრ-ხავერდოვანი ქუდი, ხშირად მოწითალოა, მტრედისფერი ფირფიტებით.
- Tricholoma leucoterreum განსხვავდება თეთრი ფერის ნაყოფსხეულით.
- Tricholoma pardinum ზომით დიდია, ფეხი ლაქებითაა დაფარული, ხოლო ქუდი — ქერცლებით.
- Tricholoma scalpturatum განსხვავდება ფქვილის სუნითა და შედარებით ვიწრო სპორებით.
- Tricholoma triste განსხვავდება ფეხზე მოშავო წვრილი ქერცლებითა და განიერი სპორებით.
ეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებაფართოდაა გავრცელებული ევროპაში. აგრეთვე გვხვდება ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ აზიაში.
იზრდება წიწვოვან, იშვიათად ფოთლოვან ტყეებში. მიკორიზას ქმნის ფიჭვთან. უპირატესობას ანიჭებს კირიან, ქვიშიან ან თიხიან ნიადაგს. ხშირად ქმნის ქაჯის წრეს.[8]
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე, ზოგჯერ დიდი რაოდენობით.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Noordeloos, M.E.; Christensen, M.P. (=1999). Flora agaricina Neerlandica, გვ. 134—135. ISBN 90-5410-493-7.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რუხი ტრიქოლომა“ ვიკისაწყობში.
- რუხი ტრიქოლომა MycoBank-ზე (ინგლისური)
- რუხი ტრიქოლომა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 101, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ 2.0 2.1 Edible mushrooms most commonly found in Catalonia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-24. ციტირების თარიღი: 2018-06-24.
- ↑ Paul Dumée: „L'Amateur de champignons: journal consacré à la connaissance populaire des champignons”, Editura P. Klincksieck, Paris 1913, p. 31-33
- ↑ Marguerite et Roger Isnard: „Nouvel almanach du comté de Nice: Memoria e tradicioun”, Editura Serre Editeur, Nice 2006, p.13
- ↑ 5.0 5.1 Рита Людер (Rita Lüder) (2015). Grundkurs Pilzbestimmung: Eine Praxisanleitung für Anfänger und Fortgeschrittene. Quelle & Meyer, გვ. 241. ISBN 978-3440143643.
- ↑
Xia Yin, Tao Feng, Jian-Hua Shang, Yun-Li Zhao, Fang Wang, Zheng-Hui Li, Ze-Jun Dong, Xiao-Dong Luo, Ji-Kai Liu (ივნისი, 2014). „Chemical and Toxikological Investigations of a Previously Unknown Poisonous European Mushroom Tricholoma terreum“ (ინგლისური). 20 (23). Chemistry – A European Journal: 7001–7009. doi:10.1002/chem.201400226. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|year=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link) - ↑ ზიგმარ ბერნდტი (Siegmar Berndt). Gift im Erdritterling // გერმანული მიკოლოგიური ჟურნალი „Der Tintling.“ — Т. Heft 1/2016, № 98. — С. 32–33.
- ↑ Lamaison, Jean-Louis (2005). The Great Encyclopedia of Mushrooms. Könemann, გვ. 89. ISBN 978-3-8331-1239-3.