ზოლებიანი ტრიქოლომა

(გადამისამართდა გვერდიდან Tricholoma virgatum)

ზოლებიანი ტრიქოლომა (ლათ. Tricholoma virgatum) — ტრიქოლომას გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა.

ზოლებიანი ტრიქოლომა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  ტრიქოლომა
სახეობა:  ზოლებიანი ტრიქოლომა
ლათინური სახელი
Tricholoma virgatum (Fr.) P.Kumm., 1871

შხამიანი სოკოა. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, ღებინებასა და გულისრევას. გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთი ამერიკაში.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus virgatus.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიიღო გერმანელი მიკოლოგ პაულ კუმერისგან 1871 წელს.[2]

ქუდის დიამეტრი — 3—5 სმ, კონუსურ-ზარისებრი, შემდეგ — ამოზნექილი ან ბრტყლად ამოზნექილი, ცენტრში წაწვეტებული ბორცვაკით, ბოჭკოვანი, მბზინავი, მუქი-ნაცრისფერი შეფერილობის.

რბილობი თეთრი ფერისაა, მკვრივი, განსაკუთრებული სუნის გარეშე, ცხარე გემოთი.[3]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილი, თეთრი ან მონაცრისფრო, ასაკთან ერთად იფარება მოყვითალო ლაქებით. კიდეები — არათანაბარი.

ფეხის სიგრძე — 5—15 სმ, სისქე — 0,8-1,5 სმ, ცილინდრული ან ძირში გაგანიერებული, თეთრი, ზოგჯერ ძირისკენ მოვარდისფრო ან მოყვითალო.

სპორების ფხვნილი თეთრი ფერისაა. სპორები — 6,5-8×5-6 მკმ, განიერელიფსისებრი.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ტოქსიკურობა

რედაქტირება

შხამიანი სოკოა. ახასიათებს ცხარე გემო.[4] შეიცავს ინდოლურ ალკალოიდს, რომელიც იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, ღებინებასა და გულისრევას.[5]

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

იზრდება წიწვიან, იშვიათად ფოთლოვან ტყეებში. ერთეულებად ან ჯგუფებად. მიკორიზას ქმნის ფიჭვთან. უპირატესობას ანიჭებს მომჟავო ნიადაგს.

გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.[6]

სინონიმები

რედაქტირება
  • Agaricus virgatus Fr. (1818)
  • Agaricus fumosus subsp. virgatus (Fr.) Pers. (1828)
  • Gyrophila virgata (Fr.) Quél. (1886)
  • Agaricus virgatus var. curtipes Cout. (1934)
  • Tricholoma virgatum f. roseipes Bon (1974)
  • Tricholoma virgatum var. vinaceum Ovrebo & Tylutki (1975)
  • Tricholoma virgatum var. fulvoumbonatum Sesli, Contu & Vizzini (2015)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Noordeloos, M.E.; Christensen, M.P. (1999). Flora agaricina Neerlandica, გვ. 137—138. ISBN 90-5410-493-7. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Fries EM. (1818). Observationes Mycologicae (Latin), გვ. 113. 
  2. Kummer P. (1871). „Der Führer in die Pilzkunde“ (German) (1 ed.): 134. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 103, ISBN 99940-856-1-1.
  4. Phillips R. Tricholoma virgatum. Rogers Plants. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-02. ციტირების თარიღი: 2011-11-30.
  5. Luigi Garlaschelli et al.: „New Indole Derivatives from the Fruit Bodies of Tricholoma sciodes and T. virgatum”, în: „Tetrahedron”, vol. Band 50, nr. 11, 1994, p. 3571-3574 [1]
  6. MushroomExpert en. ციტირების თარიღი: 2014-02-03.