შავჩოხა

(გადამისამართდა გვერდიდან Tricholoma portentosum)

შავჩოხა, თაგუნა[1] (ლათ. Tricholoma portentosum) — სოკოს სახეობა ტრიქოლომასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკას, ევროპას, აზიასა და აფრიკას.

შავჩოხა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  ტრიქოლომა
სახეობა:  შავჩოხა
ლათინური სახელი
Tricholoma portentosum

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი. იზრდება ნიადაგზე წიწვოვან და შერეულ ტყეებში ერთეულებად ან ჯგუფებად სექტემბრიდან ოქტომბრამდე. ზოგჯერ ქმნის ქაჯის წრეს.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1821 წელს როგორც Agaricus portentosus.[2] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიაჭა ფრანგმა მიკოლოგმა ლუსიენ კელემ 1873 წელს.[3]

სამეცნიერო სინონიმები:

ქუდის დიამეტრი — 4—10 (12) სმ, ხორცოვანი, ტალღოვანი, ლაპოტისებრი ან დახეთქილი კიდეებით. ნორჩობაში მომრგვალო-კონუსურია, ამოზნექილი, მოგვიანებით — ბრტყლად გაშლილი, არათანაბარი, ბრტყელი ბორცვაკით ცენტრში. ნორჩობაში კიდეები შეკეცილია, მოგვიანებით სწორდება, სიბერეში ზემოთ იკეცება და იბზარება. ქუდის ფერი მკრთალ-ნაცრისფერია, ხშირად ზეთისხილისფერი ან მეწამული ელფერით; ცენტრში უფრო მუქია; ქუდზე შეიმჩნევა რადიალური მოშავო ბოჭკოები. ქუდის ზედაპირი გლუვია, ასაკთან ერთად დამსკდარია. წვიმიან ამინდში ლორწოვანი და ოდნავ წებოვანია, ამიტომაც იგი ადვილად იკრავს ნიადაგის სხვადასხვა ნარჩენებს.

რბილობი — მოთეთრო ან მონაცრისფრო, ხშირად მოყვითალო შეფერილობით, მკვრივი, ფეხში ბოჭკოვანი და ფხვიერია. ახასიათებს ფქვილის სუნი.[4]

ფირფიტების სისქე — 0,5—1 სმ, მეჩხერი, ფართე, ოდნავ დაკლაკნილი, თავისუფალი ან კბილით შეზრდილი ფეხთან; ნორჩობაში თეთრია, მოგვიანებით მონაცრისფრო, მოყვითალო ელფერით.

ფეხის სიგრძე — 4—10 (15) სმ, სისქე — 1—2 სმ, ცილინდრული, ძირისკენ ოდნავ გასქელებული, თავიდან ამოვსებული, შემდეგ ფუყე. მკვრივი, გლუვი, სიგრძივ ბოჭკოვანი; თეთრი ფერის, მოყვითალო ან მონაცრისფრო ელფერით ძირისკენ; ზედა ნაწილი დაფარულია ფქვილისებრი ნაფიფქით. როგორც წესი, ღრმად ჩამჯდარი ნიადაგში.[5]

სპორების მტვერი — თეთრი. სპორები — (5—6)×(3,5—5) მკმ, კვერსცხისებრ-ელიფსისებრი, გლუვი, უფერული.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

შავჩოხა იზრდება ნიადაგზე წიწვოვან (უპირატესად ფიჭვნარში) და შერეულ ტყეებში ქვიშიან ნიადაგზე ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. ზოგჯერ ქმნის ქაჯის წრეს. მიკორიზას წარმოქმნის ფიჭვთან. სოკოს ფეხის ნახევარი ღმრმად არის ჩაფლული მიწაში ან ქვიშაში. შავჩოხა ხშირად იზრდება იმავე ადგილებში სადაც Tricholoma equestre.

სოკოს გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკას, აზიასა და აფრიკას. მასიურად ხარობს ევროპაში. გავრცელებულია აგრეთვე საქართველოში.[6]

სეზონი: სექტემბრის დასაწყისიდან დეკემბრის ჩათვლით, ზოგჯერ პირველ ყინვამდეც.[7][8] მასიურად ხარობს სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე.

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა,[9][10] იხმარება ახალი, შემწვარი, დამარინადებული, დაკონსერვებული, გამხმარი და დამარილებული სახით.[11] შესაძლებელია გაყინვაც.

მომზადებამდე რეკომენდებულია კარგად გარეცხვა და ქუდისგან კანის გაცლა.[12] მოხარშვის შემდეგ სოკოს რბილობი იღებს ნაცრისფერ-თეთრ ფერს, ზოგჯერ წაბლისფერ ელფერს. საჭმელად ვარგისია როგორც ნორჩი, ისევე მწიფე ეგზემპლარები.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Tricholoma portentosum (Fr.) Quél.. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2024.
  2. Fries, Elias Magnus (1821). Systema Mycologicum (Latin). Lundin, Sweden: Ex Officina Berlingiana, გვ. 39. 
  3. Quélet, Lucien. „Les champignons du Jura et des Vosges. IIe Partie“. Mémoires de la Société d'Émulation de Montbéliard (French). 5 (2): 333–427.
  4. Pavol Škubla, Wielki atlas grzybów, Poznań: Elipsa, 2007, ISBN 978-83-245-9550-1.
  5. ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 316, ISBN 978-9941-8-4547-5.
  6. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 100, ISBN 99940-856-1-1.
  7. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 296-297, ISBN 3-405-11774-7
  8. Marcel Bon: „Pareys Buch der Pilze”, Editura Kosmos, Halberstadt 2012, p. 156-157, ISBN 978-3-440-13447-4
  9. Mishra, S.R. (2005). Morphology of Fungi. Discovery Publishing House, გვ. 111. ISBN 81-7141-980-1. 
  10. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 50. ISBN 978-1-55407-651-2. 
  11. Рядовка серая. Wikigrib. ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2024.
  12. Luce Höllthaler: „Pilzdelikatessen”, Editura Wilhelm Heyne Verlag, München 1982, p. 130-131, ISBN 3-453-40334-7