The Voice (აშშ)
The Voice — ამერიკული ვოკალისტების რეალითი შოუ, რომელიც NBC-ზე გადის. ის ეფუძნება ჰოლანდიის The Voice-ს, რომელის მიზანია იპოვოს ახალი ნიჭიერი (სოლო ან დუეტი) შემსრულებლები 15 წლიდან ზევით[2] ქასთინგის საშუალებით. გამარჯვებული ვლინდება ტელემაყურებლის ხმის მიცემით ტელეფონის, ინტერნეტის, SMS ტექსტის და iTunes Store-ის მეშვეობით. გამარჯვებული იღებს 100,000 აშშ დოლარს და შოუში გამრჯვებისთვის Universal Music Group-ში უწერენ ალბომს. ამერიკის The Voice-ს ამდროისთვის 19 გამარჯვებული ჰყავს: ხავიერ კოლონი, ჯერმეინ პოლი, კასადე პოპი, დანიელა ბრედბერი, ტესეან ჩინი, ჯოშ კაუფმენი, კრეიგ უეინ ბოიდი, სოიერ ფრედერიკსი, ჯორდან სმიტი, ალისენ პორტერი, სანდენს ჰედი, ქრის ბლუ, ქლოია კოჰანსკი, ბრაინ კარტელი, ჩეველ შეპარდი, მაელაინ ჯარმონი, ჯეიკ ჰუტი, ტოდ ტლაიგმენი და კარტერ რუბინი.
The Voice | |
---|---|
ჟანრი | რეალითი შოუ |
ავტორი | ჯონ დე მოლი |
რეჟისორი | ალან კარტერი [1] |
წამყვანი |
კერსონ დეილი ალისონ ჰეისლიპი (2011) კრისტინა მილიანი (2012–13) |
ჟიური |
კრისტინა აგილერა (2011-13, 2015-16) ადამ ლევინი (2011-2019) ბლეიკ შელტონი სი ლოუ გრინი (2011–13) შაკირა (2013-14) აშერი (2013-14) გვენ სტეფანი (2014-15,2017,2019-) ფარელ უილიამსი (2014-16) მაილი საირუსი (2016-17) ალიშა კისი (2016-18) ჯენიფერ ჰადსონი (2017-18) კელი კლარკსონი (2018-) ჯონ ლეჯენდი (2019-) ნიკ ჯონასი (2020) |
კომპოზიტორ(ებ)ი | მარტინ შიმერი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 19 |
ეპიზოდი | 466 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | NBC |
ეთერში | 26 აპრილი, 2011 — დღემდე |
რესურსები ინტერნეტში |
The Voice გამოვიდა 2011 წლის 26 აპრილს. შოუ გახდა NBC-ის ჰიტი, რომელიც მოგვიანებით გაუმჯობესდა, როდესაც 2012 წლის 10 სექტემბერს მესამე სეზონი გამოვიდა. შოუს აქვს მწვრთნელების პანელი, რომელიც აფასებს მომღერლის გამოსვლას. ყველა მწვრთნელი ხელმძღვანელობს თავის გუნდს, რომელშიც მისივე არჩეული მომღერლები შედიან. ისინი ცდილობენ გახდნენ გამარჯვებული მომღერლის მწვრთნელი. პანელის ორიგინალურ მწვრთნელებში შედიოდნენ კრისტინა აგილერა, სი ლოუ გრინი, ადამ ლევინი და ბლეიკ შელტონი. ამჟამინდელ მწვრთნელებში შედიან შელტონი, ნიკ ჯონასი , კელი კლარკსონი და ჯონ ლეჯენდი. სხვა მწვრთნელები წინა სეზონებიდან იყვნენ შაკირა, აშერი, ფარელ უილიამსი, გვენ სტეფანი, მაილი საირუსი, ალიშა კისი და ჯენიფერ ჰადსონი. მეთხუტმეტე სეზონში კელსეა ბალერინი გახდა "დაბრუნების რაუნდისთვის" მეხუთე მწვრთნელი. მეთექვსმეტე სეზონში ბალერინი ბებე რექსჰამ ჩაანაცვლა.
კონცეფცია
რედაქტირებაჰოლანდიის The Voice-ის ადაპტაციის მიხედვით, NBC-მ 2010 წლის დეკემბერში დააანონსნა, რომ შოუს სახელი The Voice of America იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით მან სახელი შეამოკლა The Voice-ით.[3] ყველა სეზონში გამარჯვებული იღებს $100,000-ს და Universal Republic Records-ში (1 და 2 სეზონებში) და Universal Music Group-ში (მესამე სეზონი–) ალბომს უწერენ.
არჩევის პროცესი და ფორმატი
რედაქტირებაყველა სეზონი იწყება „ბრმა ქასთინგით“, სადაც მწვრთნელები ირჩევენ მომღერლებს თავიანთი გუნდებისთვის (პირველ სეზონში 8; მეორე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუტმეტე, მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე სეზონებში 12; მესამე სეზონში 16; მეთვრამეტე სეზონიდან 10;), რომლებსაც ისინი მთელი სეზონის განმავლობაში მენტორობას გაუწევენ. მწვრთნელების სავარძლები მოქცეულია ზურგით მომღერლებისკენ, სანამ ისინი შესრულებას დაასრულებენ. თუ მწვრთნელი ღილაკს დააჭერს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ის ირჩევს კონკურსანტს. როდესაც მომღერალი თავის გამოსვლას დაასრულებს, იმ შემთხვევაში თუ მას ერთი მწვრთნელი შემოუტრიალდა ის ავტომატურად მის გუნდში ხვდება, მაგრამ თუ მას ერთზე მეტი შემოუტრიალდა, მას შეუძლია თავად აირჩიოს სასურველი მწვრთნელი.[4] მეთოხმეტე სეზონში ბრმა კასტინგებს დაემატა "ბლოკირება", სადაც ერთი მწვრთნელი მეორეს ბლოკავს, რომ მეორემ არ მიიღოს კონკურსანტი.
„რინგზე“ ყველა მწვრთნელი თავისი გუნდის ორ კუნკურსანტს აწყვილებს და ერთ-ერთი მათგანი მწვრთნელის გადაწყვეტილებით შემდეგ ტურში გადადის. თითოეულ სეზონში მწვრთნელს ეხმარება ცნობილი მენოტორი, რომელიც ყველა სეზონში სხვადასხვაა. „რინგს“ ახალი ელემენტი მესამე სეზონში დაემატა; მწვრთნელებს მიეცათ 2 „მოტაცება“ საშუალება, რაც მათ ანიჭებს იმის უფლებას, რომ კონკურსანტი, რომელიც სხვა გუნდიდან გამოეთიშა, თავის გუნდში წაიყვანოს.
ნოკაუტ რაუნდებიც მესამე სეზონში დაემატა და ყველა სეზონში გამოჩნდა, თუ არ ჩავთვლით მეექვსე და მეთექვსმეტე სეზონებს. თითოეული გუნდიდან წყვილდება 2 მომღერალი, რომელებიც ინდივიდუალურად ასრულებენ თავიანთ სიმღერებს. კონკურსანტები მათი გამოსვლიდან რამდენიმე წუთით ადრე იგებენ თუ ვინ იქნებიან მათი მეტოქეები. ამ ტურში ისნი თავად ირჩევენ სიმღერას, თუმცა მათ მენოტრობას ისევ თავიანთი მწვრთნელები უწევენ. შესრულების დამთავრების შემდეგ მწვრთნელი თავად წყვეტს ვინ გადავა შემდეგ ტურში[4]. მეხუთე სეზონიდან ისევე, როგორც რინგზე, მწვრთნელებს საშუალება ეძლევათ „მოიტაცონ“ ერთი მომღერალი, რომელიც სხვა გუნდიდან გამოეთიშა. მეთოთხმეტე სეზონიდან თითო მწვრთნელს შეუძლია გადაარჩინოს ერთი კონკურსანტი თავისი გუნდიდან, რომელიც დამარცხდა. მეთვრამეტე სეზონიდან გადარჩენილი კონკურსანტები იღებენ მონაწილეობას "ოთხი გზის ნოკაუტში", სადაც გამარჯვებულს ხალხი გამოავლენს.
მეექვსე სეზონში ნოკაუტ რაუნდი „რინგის მეორე რაუნდმა“ ჩაანაცვლა[4]. ნოკაუტ რაუნდების მსგავსად, თითოეული კონკურსანტი დაწყვილდება თავისი გუნდის წევრთან. ერთი ცნობილი მრჩეველი ოთხივე მწვრთნელს დაეხმარება თავისი გუნდის მომზადებაში. მწვრთნელები რინგის წყვილს მისცემენ სიმღერების სიას და კონკურსანტები და მწვრთნელები ერთად გადაწყვეტენ რომელ სიმღერას იმღერებენ[5]. თითოეული მწვრთნელი გადაწყვეტს თუ რომელი კონკურსანტი გადავა შემდეგ ტურში. მათ აგრეთვე ეძლევათ ერთი „მოტაცების“ საშუალება.
მეთქვსმეტე სეზონში ნოკაუტ რაუნდი "ლაივ ქროს რინგებმა" ჩაანაცვლა, რომელიც იყო "ქროს რინგების" მსგავსი, რომელიც გამოჩნდა The Voice-ის ჩინურ ვერსიაში. თითო მწვრთნელი არჩევს კონკურსანტს, რომ შეასრულოს კონკურსანტთან, რომელიც სხვა მწვრთნელის გუნდიდანაა. კონკურსანტი, რომელსაც ხალხი თავიანთ რჩეულად ირჩევს, გადადის "ფლეიოფებში". ხოლო დამარცხებული ან გამოეთიშება, ან გადავა "დაბრუნების რაუნდში". "ლაივ ქროს რინგები" მეჩვიდმეტე სეზონში აღარ დაბრუნებულა, რადგან არაპოპულარული გამოდგა "ნოკაუტ რაუნდთან" შედარებით.
კონკურსანტებს, რომლებიც ადრე გამოეთიშნენ, ასევე აქვთ საშუალება, რათა ლაივ შოუებში მიიღონ მონაწილეობა. მეცხრედან მეცამეტე სეზონამდე (თუ არ ჩავთვლით მეთერთმეტე სეზონს), თითო მწვრთნელი გადაარჩენდა ერთ კონკურსანტს (არა რინგებიდან და ნოკაუტებიდან), რომ მოხვედრილიყვნენ ლაივ ფლეიოფებში. მეთხუტმეტე და მეთექვსმეტე სეზონებში არჩეული კონკურსანტები გადადიოდნენ "დაბრუნების რაუნდში" (რომელსაც მეხუთე მწვრთნელი ხელმძღვანელობს) და მონაწილეობდნენ დუელების სერიაში, რათა მიეღოთ ლაივ შოუებში მონაწილეობა. გამარჯვებულს უფლება ჰქონდა, რომელიმე მწვრთნელის გუნდში გადასულიყო.
შოუს საბოლოო ეტაპი „ლაივ შოუებია“, სადაც მომღერალი ყოველ კვირა მაყურებლის ეთერში წარდგება. კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს გამარჯვებული ხდება. მწვრთნელებს აქვთ უფლება გადაარჩინონ ერთი მომღერალი, რომელმაც ვერ მიიღო საკმარისი ხმა შემდეგ ლაივ შოუზე გადასასვლელად. მეორე სეზონიდან კონკურსანტებს შანსი ეძლევათ შეასრულონ ერთი დამატებითი სიმღერა, რომლითაც მწვრთნელების "გულს მოიგებენ". პირველ და მეორე სეზონში თითოეული გუნდიდან ფინალში ერთი მომღერალი გადადიოდა. თუმცა მესამე სეზონიდან წესები შეიცვალა; კონკურსანტი, რომელიც ხმების ყველაზე დაბალ რაოდენობას მიიღებს, პროექტს ეთიშება. ფინალში სამი კონკურსანტი გადის, რომელთაგანც შესაძლებელია ყველა მათგანი ერთი გუნდიდან იყოს.[6] მეშვიდე სეზონიდან კვლავ ოთხი კონკურსანტი გადადიოდა ფინალში (მართალია, თითო გუნდიდან თითო კონკურსანტი აღარ გადადიოდა ფინალში, მაგრამ ასეთი შემთხვევები მოხდა მეათე და მეჩვიდმეტე სეზონებში). მეთვრამეტე სეზონიდან ფინალში ხუთი კონკურსანტი გადადის. ერთ მწვრთნელს, შესაძლოა, დანარჩენებზე ერთ-ით მეტი ფინალისტი ჰყავდეს.
მწვრთნელები და წამყვანები
რედაქტირებაGnarls Barkley-ის წევრი, სი ლოუ გრინი და Maroon 5-ის სოლისტი, ადამ ლევინი 2011 წლის თებერვალში[7] მწვრთნელებად დასახლედნენ, ხოლო ამავე წლის მარტში მათ კრისტინა აგილერა[8] და ბლეიკ შელტონი შეუერთდნენ[9]. აიგლერა და გრინი მეოთხე სეზონში აღარ დაბრუნდნენ და ისინი შაკირამ და აშერმა ჩაანაცვლეს, როგორც შემცვლელმა მწვრთნელებმა[10]. მეხუთე სეზონში აგილერა და გრინი კვლვ დაბრუნდნენ, ხოლო შაკირამ და აშერმა მეექსვსე სეზონში ისინი კვლავ ჩაანაცვლეს.[11][12] 2014 წლის თებერვალში, ელენ დეჯენერესთან ინტერვიუში, გრინმა განაცხადა, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა The Voice-ში.[13] 2014 წლის 31 მარტს დაანონსდა, რომ ფარელ უილიამსი გახდებოდა გრინის ჩამნაცველებელი.[14] 2014 წლის 19 აპრილს დაანონსდა, რომ აგილერას ორსულობის გამო მას მეშვიდე სეზონში No Doubt-ის სოლისტი, გვენ სტეფანი შეცვლიდა[15]. 2014 წლის 20 მაისს შაკირამ და აშერმა განაცხადეს, რომ მეექსვსე სეზონის შემდეგ, ისინი მიხედავენ თავიანთ კარიერას. თუმცა არ გამორიცხავენ იმას, რომ The Voice-ში დაბრუნდებიან.[16] 2014 წლის 14 ოქტომბერს NBC-მ ოფიციალურად დააანონსა, რომ მერვე სეზონში მწვრთნელების პანელს კრისტინა აგილერა დაუბრუნდებოდა.[17] მეცხრე სეზონში აგილერა სტეფანმა შეცვალა. მეათე სეზონში აგილერა დაბრუნდა. მეათე სეზონის შემდეგ აგილერამ და უილიამსმა შოუ დატოვეს. 2016 წლის 25 მარტს მაილი საირუსმა განაცხადა, რომ მეათე სეზონის შემდეგ (რომელშიც ის მრჩეველი იყო), ის გახდებოდა The Voice-ის მწვრთნელი და ჩაანაცვლებდა აგილერას. იმავე დღეს ალიშა კისმა განაცხადა, რომ მეთერთმეტე სეზონში ისიც გახდებოდა მწვრთნელი. 2016 წლის 18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეთორმეტე სეზონში საირუსს სტეფანი ჩაანაცვლებდა, ხოლო საირუსი მეცამეტე სეზონში დაბრუნდებოდა. 2017 წლის 27 აპრილს, ინტერვიუში, რომელიც TV Insider-მა გამოაქვეყნა, კისმა განაცხადა, რომ მეთორმეტე სეზონის შემდეგ The Voice-ს დატოვებდა. მან თქვა: "ვინ იცის, რა მოხდება მომავალში, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია". 2017 წლის 10 მაისს ცნობილი გახდა, რომ კისს ჯენიფერ ჰადსონი ჩაანაცვლებდა. მომდევნო დღეს კი ისიც გახდა ცნობილი, რომ მეთოთხმეტე სეზონში ჰადსონს კელი კლარკსონი ჩაანაცვლებდა. 2017 წლის 18 ოქტომბერს NBC-იმ განაცხადა, რომ კისი, თავისი განცხადების მიუხედავად, მეთოთხმეტე სეზონში დაბრუნდებოდა. 2018 წლის 10 მაისს ცნობილი გახდა, რომ მეთხუტმეტე სეზონში კისს კვლავ ჰადსონი ჩაანაცვლებდა. იმავე სეზონში კელსეა ბალერინი გახდა "დაბრუნების რაუნდის" მწვრთნელი. 2018 წლის 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჰადსონს მეთექვსმეტე სეზონში ჯონ ლეჯენდი ჩაანაცვლებდა. 2019 წლის 25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ბებე რექსჰა მეთექვსმეტე სეზონში "დაბრუნების რაუნდის" მწვრთნელი გახდებოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მეჩვიდმეტე სეზონში ყველა მწვრთნელი დაბრუნდებოდა. თუმცა ერთი თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლევინმა The Voice დატოვა; მალე ისიც გახდა ცნობილი, რომ ლევინს სტეფანი ჩაანაცვლებდა. 2019 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ მეთვრამეტე სეზონში სტეფანს ნიკ ჯონასი ჩაანაცვლებდა. 2020 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ მეცხრამეტე სეზონში ჯონასს სტეფანი ჩაანაცვლებდა. იმავე წლის ნოემბერში კი ცნობილი გახდა, რომ მეოცე სეზონში სტეფანს კვლავ ჯონასი ჩაანაცვლებს.
კერსონ დეილი შოუს პირველივე სეზონიდან მისი წამყვანია[18]. ალისონ ჰეისლიპი იყო წამყვანი კულისებს მიღმა და ონლიან და სოციალური მედიის კორესპონდენტი[19], რომელიც შემდგომში კრისიტნა მილიანმა ჩაანაცვლა. მილიანი აღარ დაბრუნებულა მეხუთე სეზონში, რადგან იგი Dancing with the Stars-ის მე-17 სეზონის წამყავი გახდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სოციალური მედიის კორესპონდენტობაც დეილს ევალებოდა.
მწვრთნელების ქრონოლოგია
რედაქტირებამწვრთნელი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბლეიკ შელტონი | ||||||||||||||||||||
ადამ ლევინი | ||||||||||||||||||||
კრისტინა აგილერა | ||||||||||||||||||||
სი ლოუ გრინი | ||||||||||||||||||||
შაკირა | ||||||||||||||||||||
აშერი | ||||||||||||||||||||
გვენ სტეფანი | ||||||||||||||||||||
ფარელ უილიამსი | ||||||||||||||||||||
მაილი საირუსი | ||||||||||||||||||||
ალიშა კისი | ||||||||||||||||||||
ჯენიფერ ჰადსონი | ||||||||||||||||||||
კელი კლარკსონი | ||||||||||||||||||||
ჯონ ლეჯენდი | ||||||||||||||||||||
ნიკ ჯონასი |
მწვრთნელების მრჩეველები
რედაქტირებასერიების მიმოხილვა
რედაქტირება
|
|
|
|
სეზონი | პრემიერა | ფინალი | გამარჯვებული | მეორე ადგილოსანი | მესამე ადგილოსანი | მეოთხე ადგილოსანი | მეხუთე ადგილოსანი | გამარჯვებული მწვრთნელი | წამყვენბი | მწვრთნელები | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 26 აპრილი, 2011 | 29 ივნისი, 2011 | ხავიერ კოლონი | დია ფრამფტონი | ვიკი მარტინეზი | ბევერლი კლელანი | ქსენია | ადამ ლევინი | კერსონ დეილი | ალისონ ჰეისლიპი | ადამი | სი ლოუ | კრისტინა | ბლეიკი |
2 | 5 თებერვალი, 2012 | 8 მაისი, 2012 | ჯერმეინ პოლი | ჯულიეტ სიმსი | ტონი ლუკა | ქრის მენი | კატრინა პარკერი | ბლეიკ შელტონი | კრისტინა მილიანი | |||||
3 | 10 სექტემბერი, 2012 | 18 დეკემბერი, 2012 | კასადე პოპი | ტერი დერმოტი | ნიკოლას დევიდი | ტრევინ ჰანთი | ამანდა ბრაუნი | |||||||
4 | 25 მარტი, 2013 | 18 ივნისი, 2013 | დანიელა ბრედბერი | მიშელ ჩამუელი | The Swon Brothers ზაჩ და კოლტონ სვონი |
საშა ოლენი | ემბერ კერინგტონი | შაკირა | აშერი | |||||
5 | 23 სექტემბერი, 2013 | 17 დეკემბერი, 2013 | ტესეან ჩინი | ჯექი ლი | ვილ ჩამპლინი | კოულ ვოსბური | ჯეიმზ ვოლპერტი | ადამ ლევინი | კერსონ დეილი | სი ლოუ | კრისტინა | |||
6 | 24 თებერვალი, 2014 | 20 მაისი, 2014 | ჯოშ კაუფმენი | ჯეიკ ვორთინგტონი | კრისტინა გრიმი | კრისტენ მერლინი | კეტ პერკინსი | აშერი | შაკირა | აშერი | ||||
7 | 22 სექტემბერი, 2014 | 16 დეკემბერი, 2014 | კრეიგ უეინ ბოიდი | მეტ მეკენდრიუ | კრის ჯემისონი | დემიენ ლოვსონი | ტეილორ ჯონ უილიამსი | ბლეიკ შელტონი | გვენი | ფარელი | ||||
8 | 23 თებერვალი, 2015 | 19 მაისი, 2015 | სოიერ ფრედერიკსი | მეგან ლინსი | ჯოშუა დეივისი | კორინ ჰევთორნი | ინდია კერნი | ფარელ უილიამსი | ფარელი | კრისტინა | ||||
9 | 21 სექტემბერი, 2015 | 15 დეკემბერი, 2015 | ჯორდან სმიტი | ემილი ენ რობერტსი | ბარეტ ბეიბერი | ჯეფრი ოსტინი | მედი დეივისი | ადამ ლევინი | გვენი | ფარელი | ||||
10 | 29 თებერვალი, 2016 | 24 მაისი, 2016 | ალისენ პორტერი | ადამ ვეიკფილდი | ჰანა ჰასტონი | ლაიტ ალ-საადი | ბრაიან ბაუტისტა | კრისტინა აგილერა | ფარელი | კრისტინა | ||||
11 | 19 სექტემბერი, 2016 | 13 დეკემბერი, 2016 | სანდენს ჰედი | ბილი გილმანი | ვე მაკდონალდი | ჯოშ გალაგერი | ოლი კელდუელი | ბლეიკ შელტონი | მაილი | ალიშა | ||||
12 | 27 თებერვალი, 2017 | 23 მაისი, 2017 | ქრის ბლუ | ლორენ დასკი | ალიაჰ მოულდენი | ჯესი ლარსონი | ბრენლი ბრაუნი | ალიშა კისი | გვენი | |||||
13 | 25 სექტემბერი, 2017 | 19 დეკემბერი, 2017 | ქლოია კოჰანსკი | ადისონ აგენი | ბრუკ სიმპსონი | რედ ბერლოუ | ადამ კუნინგემი | ბლეიკ შელტონი | მაილი | ჯ-ჰადი | ||||
14 | 26 თებერვალი, 2018 | 22 მაისი, 2018 | ბრაინ კარტელი | ბრიტონ ბიუკენენი | კაილა ჯეიდი | სპენშა ბეიკერი | პრაიორ ბეირდი | კელი კლარკსონი | ალიშა | კელი | ||||
15 | 24 სექტემბერი, 2018 | 18 დეკემბერი, 2018 | ჩეველ შეპარდი | ქრის კროეზი | კირკ ჯეი | კენედი ჰოლმსი | რეგან სტრეინჯი | კელი | ჯ-ჰადი | |||||
16 | 25 თებერვალი, 2019 | 21 მაისი, 2019 | მაელაინ ჯარმონი | გაით რიგდონი | დექსტერ რობერტსი | ენდრიუ სევენერი | შოუნ საუნდსი | ჯონ ლეჯენდი | ჯონი | კელი | ||||
17 | 23 სექტემბერი, 2019 | 17 დეკემბერი, 2019 | ჯეიკ ჰუტი | რიკი დურანი | კეიტი კადანი | როუზ შორტი | კეტ ჰემოკი | კელი კლარკსონი | კელი | გვენი | ჯონი | |||
18 | 24 თებერვალი, 2020 | 19 მაისი, 2020 | ტოდ ტლაიგმენი | ტონიეშა ჰარისი | ზანდერსტორმ არტისი | კემუესი | მიკა აივერსონი | ბლეიკ შელტონი | ნიკი | |||||
19 | 19 ოქტომბერი, 2020 | 15 დეკემბერი, 2020 | კარტერ რუბინი | ჯიმ რეინჯერი | იან ფლანიგანი | დესიზი | ჯონ ჰოლიდეი | გვენ სტეფანი | გვენი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ About 'The Voice'. NBC. ციტირების თარიღი: June 8, 2013.
- ↑ How to Audition for "The Voice". NBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 15, 2013. ციტირების თარიღი: May 17, 2013.
- ↑ „NBC's New Singing Competition Series 'The Voice' (Working Title) Announces Open Auditions in Cities Across America in 2011“ (პრეს-რელიზი). NBCUniversal. December 17, 2010. ციტირების თარიღი: April 2, 2011.
- ↑ 4.0 4.1 4.2 The Voice – All Bios – Newest. NBC. ციტირების თარიღი: April 11, 2013.
- ↑ Twitter / NBCTheVoice: #BattlesRound2 Fun Fact: Coaches. Twitter.com (2014-03-27). ციტირების თარიღი: 2014-08-02.
- ↑ Zeba Blay. (May 13, 2012) 'The Voice' adds spinning chairs to battle rounds – The Voice News – Reality TV. Digital Spy. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 23, 2013. ციტირების თარიღი: November 1, 2012.
- ↑ Ng, Philiana (February 28, 2011). „Cee Lo Green, Maroon 5's Adam Levine Join NBC's 'The Voice'“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: April 2, 2011.
- ↑ Hibberd, James. (March 2, 2011) Official: Christina Aguilera joins NBC's 'The Voice'. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 14, 2013. ციტირების თარიღი: April 2, 2011.
- ↑ Ng, Philiana (March 7, 2011). „Blake Shelton Joins NBC's 'The Voice' as Fourth Judge“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: April 2, 2011.
- ↑ Prudom, Laura (September 17, 2012). „'The Voice' Shake-Up: Find Out Who's Replacing Christina & Cee Lo Next Season“. Huffington Post.
- ↑ Gil Kaufmann. (May 14, 2013) Christina Aguilera Returning To 'The Voice,' Cee Lo Green Near Deal. MTV News. Viacom. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 24, 2013. ციტირების თარიღი: May 15, 2013.
- ↑ James Hibberd. (May 16, 2013) 'The Voice': Shakira, Usher, Cee Lo ALL coming back. Entertainment Weekly. Time Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 16, 2014. ციტირების თარიღი: May 18, 2013.
- ↑ Cee Lo Green: I'm Not Returning to 'The Voice' (Video)
- ↑ Bibel, Sara. Pharrell Williams Named Coach for Season 7 of 'The Voice'. Zap2it. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 3, 2014. ციტირების თარიღი: March 31, 2014.
- ↑ Enriquez, Justin. „Gwen Stefani To Join The Voice As A Judge While A Pregnant Christina Aguilera Sits Out The Next Season“. London: MailOnline. ციტირების თარიღი: April 18, 2014.
- ↑ Harnick, Chris. „Are Usher and Shakira Done With The Voice? Get the Latest Scoop!“. E!Online. ციტირების თარიღი: May 20, 2014.
- ↑ Gennis, Sadie (October 14, 2014). „See Which Coaches Are Returning to The Voice — And Who Isn't!“. TV Guide. tvguide.com. CBS Interactive. ციტირების თარიღი: October 14, 2014.
- ↑ „Carson Daly to Host NBC's 'The Voice'“. The Hollywood Reporter. February 1, 2011. ციტირების თარიღი: April 2, 2011.
- ↑ NBC Names Alison Haislip, G4's "Attack of the Show!", As Backstage Online and Social Media Correspondent for New Musical Competition Series "The Voice". The Futon Critic (March 28, 2011). ციტირების თარიღი: April 2, 2011.
- ↑ „NBC's 'The Voice' enlists Monica, Reba McEntire, Sia and Adam Blackstone as advisors“. The L.A. Times Music Blog. Los Angeles Times. April 29, 2011. ციტირების თარიღი: 6 June 2013.
- ↑ Goldberg, Lesley. „'The Voice' Nabs Ne-Yo, Robin Thicke, Miranda Lambert, 5 More As Advisers“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 6 June 2013.
- ↑ Kimberly Nordyke. (July 27, 2012) Green Day's Billie Joe Armstrong to Mentor on 'The Voice'. Billboard. ციტირების თარიღი: November 1, 2012.
- ↑ Ford, Rebecca (November 19, 2012). „'The Voice' Recap: Top 10 Perform, Jennifer Hudson Mentors“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 11 June 2013.
- ↑ Gustaf, Amy Carlson (December 5, 2012). „'The Voice': St. Paul singer finds making Top 4 a 'surreal' experience (w/ video)“. Pioneer Press. ციტირების თარიღი: 11 June 2013.
- ↑ Bueno, Antoinette. The 'Voice' Mentors Prepare for Battle. ET Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 6 June 2013.
- ↑ Lee, Ashley (May 13, 2013). „'The Voice' Recap: Top 12 Feel the Heat“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 11 June 2013.
- ↑ Lee, Ashley (20 May 2013). „'The Voice' Recap: Rock and ReligPUMPKINTen“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 11 June 2013.
- ↑ „A Fierce competitor! Usher likens hopeful Sasha Allen to Beyoncé on The Voice“. Daily Mail. London. 4 June 2013. ციტირების თარიღი: 4 June 2013.
- ↑ The Voice. Facebook. ციტირების თარიღი: 2014-08-02.
- ↑ „The Voice recap: top eight take some risks“. The Star. Toronto.
- ↑ The Voice: Shakira Bringing On Miranda Lambert To Advise Her Contestants. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-23. ციტირების თარიღი: 2014-10-24.
- ↑ The Voice: Blake Shelton Taps The Band Perry as Season 6 Advisors
- ↑ 'The Voice': Jill Scott Joins Team Usher as Guest Mentor!
- ↑ Twitter / NBCTheVoice: Drumroll please...@adamlevine's. Twitter.com (2014-02-10). ციტირების თარიღი: 2014-08-02.
- ↑ 'Voice' brings Chris Martin aboard via Snapchat reveal
- ↑ Stevie Nicks Joins ‘The Voice’ as Season 7 Advisor for Adam Levine’s Team : Trending News. Fashion Times (2014-07-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-15. ციტირების თარიღი: 2014-08-02.
- ↑ Parker, Lyndsey. (2014-07-11) Exclusive! Gavin Rossdale to Mentor Team Gwen on 'The Voice' | Reality Rocks - Yahoo Music. Music.yahoo.com. ციტირების თარიღი: 2014-08-02.
- ↑ The Voice Scoop: Pharrell Williams Taps Alicia Keys as Season 7 Adviser. E! Online. ციტირების თარიღი: 2014-08-02.
- ↑ Corriston, Michele. Little Big Town Joins The Voice as Blake Shelton's Adviser (PHOTO) - Little Big Town, The Voice, TV News, Blake Shelton. People.com. ციტირების თარიღი: 2014-08-02.
- ↑ http://www.accesshollywood.com/taylor-swift-joins-the-voice-as-season-7-adviser_article_98181
- ↑ ‘The Voice’ Season 8 Mentors Revealed: Nick Jonas, Meghan Trainor & More. Hollywood Life (2015-01-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-18. ციტირების თარიღი: 2015-04-22.
- ↑ Breaking: Nate Ruess Of Fun To Join “The Voice” As A Key Adviser (2015-03-16).
- ↑ SHERROW, Rita. TVtype: Oklahoma's Reba McEntire set to advise 'The Voice' Top 12.
- ↑ Gallo, Phil. Mark Ronson & Ryan Tedder to Advise 'The Voice' Singers.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Gallo, Phil. .