ბლეიკ შელტონი
ბლეიკ ტოლისონ შელტონი (ინგლ. Blake Tollison Shelton; დ. 18 ივნისი, 1976) — ამერიკელი ქანთრის მომღერალი და ტელეპერსონა.
ბლეიკ შელტონი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Blake Shelton |
დაბადების სახელი | ბლეიკ ტოლისონ შელტონი |
დაბადების თარიღი |
18 ივნისი, 1976 ადა, ოკლაჰომა, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2001-დღემდე |
მეუღლე(ები) |
კეინიტ გერნი (იქ. 2003–06) მირანდა ლამბერტი (იქ. 2011–15) |
პარტნიორ(ებ)ი | გვენ სტეფანი (2015-დღემდე) |
საიტი | blakeshelton.com |
2001 წელს შელტონმა გამოსცა პირველი სინგლი „Austin“, რომელიც 5 კვირის განმავლობაში Hot Country Songs-ის ჩარტში პირველად ადგილს იკავებდა.
2003 წელს გამოუშვა რიგით მეორე ალბომი, — The Dreamer, ხოლო 2004 წელს მესამე ალბომი სახელად „Blake Shelton's Barn & Grill“. მისი მეოთხე ალბომმი გამოვიდა 2007 წელს Pure BS. 2008 წლის ნოემბერში გამოუშვა მეხუთე ალბომი Startin' Fires, ამას მოჰყვა ალბომები — Hillbilly Bone (2010), All About Tonight (2010), Red River Blue (2011),[1] Based on True Story... (2013), Bringing Back the Sunshine (2014), If I'm Honest (2016) და Texoma Shore (2017).
შელტონი ასევე ცნობილია როგორც ამერიკული ტელეპროგრამების, „Nashville Star“-ის და „Clash of the Choirs“-ის ჟიურის წევრი, ისევე როგორც „The Voice“-ის მწვრთნელი.
მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, ასევე გრემის ათი ნომინაცია.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაბლეიკ შელტონი დაიბადა 1976 წლის 18 ივნისს, ადაში, ოკლაჰომაში. იგი არის სილამაზის სალონის მეპატრონის დოროთის, და მეორადი მანქანების გამყიდვლის რიჩარდ შელტონის შვილი.
შელტონმა სიმღერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. 12 წლის ასაკში ბიძიას დახმარებით გიტარაზე დაკვრა ისწავლა.[2] 15 წლისამ საკუთარი სიმღერა დაწერა, 16 წლის ასაკში კი გახდა „Denbo Diamond“-ის ჯილდოს მფლობელი.[3] 1990 წლის 13 ნოემბერს, მისი უფროსი ძმა რიჩი შელტონი, რომელიც მაშინ 24 წლის იყო, ავტოავარიაში გარდაიცვალა.[4]
საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 17 წლის ასაკში, საცხოვრებლად ნეშვილიში გადავიდა, სადაც მუსიკალურ კარიერას მიჰყო ხელი .
სხვა საქმიანობა
რედაქტირებაშელტონი ფლობს რესტორნების ფრენჩაიზსა და გასართობ კომპლექსს სახელად „Ole Red“. პირველი „Ole Red“-ი შელტონმა მშობლიურ ქალაქში, ტიშომინგოში, ოკლაჰომაში გახსნა. 2018 წლის მაისს გახსნა ნეშვილიში, ხოლო 2019 წლის მარტს გეტლინბურგში.[5]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2003 წელს შელტონი დაქორწინდა კეინიტ გერნზე. მათი ურთიერთობა 2006 წელს განქორწინებით დასრულდა.[6]
2006 წელს შელტონმა ერთ-ერთ კონცერტზე მომღერალი მირანდა ლამბერტი გაიცნო. 5 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, 2011 წლის 14 მაისს, ტეხასში დაქორწინდნენ.
2012 წლის 17 იანვარს, შელტონის მამა, დიკი 71 წლის ასაკში ოკლაჰომაში გარდაიცვალა. 2015 წლის ივლისში შელტონი და ლამბერტი განქორწინდნენ.
2015 წლის სექტემბერში შელტონმა განაცხადა, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა მომღერალ გვენ სტეფანისთან.[7]
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Blake Shelton (2001)
- The Dreamer (2003)
- Blake Shelton's Barn & Grill (2004)
- Pure BS (2007)
- Startin' Fires (2008)
- Red River Blue (2011)
- Cheers, It's Christmas (2012)[8]
- Based on a True Story... (2013)
- Bringing Back the Sunshine (2014)
- If I'm Honest (2016)
- Texoma Shore (2017)
- კომპილაციური ალბომი
- Blake Shelton – The Essentials (2009)
- Loaded: The Best of Blake Shelton (2010)
- Original Album Series (2012)
- Reloaded: 20 #1 Hits (2015)
- Fully Loaded: God's Country (2019)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბლეიკ შელტონი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ბლეიკ შელტონი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gallo, Phil. "A Major Voice". Prometheus Global Media
- ↑ Shelton, Blake. Encyclopedia of Popular Music.
- ↑ Cohoon, Rick. Blake Shelton biography. ციტირების თარიღი: December 29, 2007.
- ↑ Talbott, Chris. „Blake Shelton Names Entertainer of the Year at Country Music Awards“. Valley News.
- ↑ Gaines, Jim. Blake Shelton, Ryman to open Ole Red venue in Gatlinburg. Knox News. ციტირების თარიღი: July 8, 2018.
- ↑ Blake Shelton, Miranda Lambert Divorce Finalized Hours After Split Announcement Us Weekly. July 20, 2015. Retrieved May 21, 2016.
- ↑ Michael, Rothman. Blake Shelton and Gwen Stefani Gush About Each Other on Social Media. ABC News (January 7, 2016). ციტირების თარიღი: January 14, 2016.
- ↑ Colin Larkin, ed. (19 ივლისი, 2014). „Shelton, Blake“. Encyclopedia of Popular Music (Fourth ed.). Oxford Music Online. Oxford University Press. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)