ჯონ ლეჯენდი
ჯონ როჯერ სტივენსი (ინგლ. John Roger Stephens; დ. 28 დეკემბერი, 1978), უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით ჯონ ლეჯენდი (ინგლ. John Legend) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი, აქტივისტი და მსახიობი. სტივენსი მისი სადებიუტო ალბომის — „Get Lifted“-ის (2004) გამოშვებამდეც თანამშრომლობდა ცნობილ არტისტებთან და კანიე უესტის ჩამწერი კომპანიის GOOD Music-ის წევრი გახდა. Legend-მა მონაწილეობა მიიღო მრავალი ჰიტის შექმნაში, მათ შორისაა Jay-Z-ის „Encore“, ალიშა კისის „You Don't Know My Name“, Dilated Peoples-ის „This Way“, Slum Village-ის „Selfish“, Fort Minor-ის „High Road“ და ლორინ ჰილის „Everything is Everything“. ლეჯენდის სინგლი „All Of Me“, რომელიც მისი მეოთხე სტუდიური ალბომის („Love in the Future“-ის) ნაწილი იყო, Billboard Hot 100-ის პირველ ადგილას მოხვდა.
ჯონ ლეჯენდი | |
---|---|
![]() ლეჯენდი iHeartRadio Music Awards-ის დაჯილდოებაზე 2019 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯონ როჯერ სტივენსი |
დაბ. თარიღი | 28 დეკემბერი, 1978 |
დაბ. ადგილი | სპრინგფილდი, ოჰაიო, აშშ[1] |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 2000-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | johnlegend.com |
ჯონ ლეჯენდი ვიკისაწყობში |
2007 წელს ლეჯენდმა მიიღო სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზის ჯილდო Hal David Starlight Award.[2] 2015 წელს გადაეცა ოსკარი და ოქროს გლობუსი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის „Glory“ ფილმიდან „სელმა“. ლეჯენდი აგრეთვე ათი გრემის (15 ნომინაციიდან)[3][4][5][6] და ერთი ტონის ჯილდოს მფლობელია.[7] 2018 წელს ლეჯენდმა განასახიერა იესო ქრისტეს როლი ენდრიუ ლოიდ ვებერის როკ-ოპერის ადაპტაციაში „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“. იგი პირველი შავკანიანია, რომელიც ერთდროულად ფლობს ემის, გრემის, ოსკარსა და ტონის ჯილდოებს.[8][9]
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Get Lifted (2004)
- Once Again (2006)
- Evolver (2008)
- Love in the Future (2013)
- Darkness and Light (2016)
- A Legendary Christmas (2018)
- თანამშრომლობა
- Wake Up! (the Roots-თან ერთად) (2010)
- Jesus Christ Superstar Live! (საკონცერტო ალბომი Jesus Christ Superstar Live!-დან) (2018)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯონ ლეჯენდი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ჯონ ლეჯენდი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ჯონ ლეჯენდი — TED
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Southern, Nathan. John Legend – Biography. Allmovie. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2009.
- ↑ Songwriters Hall of Fame. Induction for John Legend. Artisan News (June 22, 2007). ციტირების თარიღი: 26 ივნისი, 2009.
- ↑ Complete list of Grammy Award nominations. USA Today (2019-01-06). ციტირების თარიღი: 2008-11-01.
- ↑ Silverman, Stephen M.. (2006-02-08) U2 Lead Pack with 5 Grammy Wins. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-30. ციტირების თარიღი: 2008-11-04.
- ↑ 49th Annual Grammy Awards Winners List. Grammy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-10. ციტირების თარიღი: 2008-11-01.
- ↑ The 51st Annual Grammy Awards Nominations List. Grammy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-05. ციტირების თარიღი: 2008-12-04.
- ↑ Platon, Adelle. (June 11, 2017) John Legend Wins Tony Award for 'Jitney,' is One Emmy Away from EGOT Status. Billboard. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2017.
- ↑ Wanshel, Elyse (2018-09-10). „John Legend Becomes First Black Man To Reach EGOT Status“. Huffington Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-09-11.
- ↑ Scheibelhut, Ashley (2018-09-11). „John Legend Is First Black Man To Achieve EGOT Status“. Chill Magazine (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-10-09.