Obsidian Entertainment
Obsidian Entertainment — ამერიკული ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანია. წარმოიშვა Interplay Entertainment-ის ქვედანაყოფის Black Isle Studios დაშლის შემდეგ, სანტა-ანაში, კალიფორნიის შტატში, 2003 წელს. კომპანიის დამაარსებლები არიან Black Isle Studios ყოფილი თანამშრომლები: ფერგიუს ურკჰარტი, კრის პარკერი, დარენ მონაჰენი, კრის აველონი და კრის ჯოუნსი. 2005 წლის ივლისში შტატს შეემატა ჯოშ სოიერი, რომელიც მონაწილეობდა „Icewind Dale“-სა და „Van Buren“-ის შექმნაში. 2011 წელს სტუდიას მთავარი პროგრამისტის სახით შემოუერთდა ტიმ კაენი — „Fallout“-ის ავტორი და Troika Games დამფუძნებელი.
ტიპი | შვილობილი |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 12 ივნისი, 2003 |
დამაარსებელი | |
სათავო ოფისი | ირვაინი, კალიფორნია, აშშ[1] |
მმართველი |
|
მფლობელი | Xbox Game Studios |
თანამშრომელი | 170 (2017)[2] |
საიტი | obsidian.net |
2018 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ Obsidian შეიძინა Microsoft-მა[3] და შევიდა Microsoft Studios-ის შემადგენლობაში (დღეს ცნობილი როგორც Xbox Game Studios).
ისტორია
რედაქტირება2003: დაარსება
რედაქტირებაObsidian Entertainment დაარსებული იქნა ფერგიუს ურკჰარტის, კრის აველონის, კრის პარკერის, დარენ მონაჰენი-სა და კრის ჯონსის მიერ. მის დაარსებამდე ისინი მუშაობდნენ Interplay Entertainment-ის შვილობილ კომპანია Black Isle Studios-ში. აქ მათ შექმნეს რამდენიმე როლური ვიდეო თამაში: „Icewind Dale“, „Planescape: Torment“ და „Fallout 2“. ისინი, ასევე თანამშრომლობდნენ BioWare-თან „Neverwinter Nights“-ის, „Baldur's Gate“-ისა და „Baldur's Gate II“-ის შექმნაზე. უმეტესობა ამ თამაშებიდან კომერციულად და კრიტიკულად წარმატებული აღმოჩნდა. მაგრამ Interplay-ის ფინანსური მდგომარეობა სუსტი აღმოჩნდა და კომპანიამ დაკარგა „Dungeons & Dragons“ შექმნის ლიცენზია.[4] .[5] ამან გამოიწვია „Baldur's Gate III: The Black Hound“-ის გაუქმება. ურკჰარტი და მისი თანამშრომლები იმედგაცრუებულნი დარჩნენ თამაშის გაუქმების გამო, რადგანაც მისი შექმნა წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ურკჰარტი დარწმუნდა, რომ Black Isle არ იყო ეფექტიანი ვარიანტი მისი ჯგუფისთვის და გადაწყვიტა კომპანიის დატოვება. იმ დროში, იგი იყო ოცდამეათე წელში და ფიქრობდა, რომ თუ ამას არ იზამდა ახალგაზრდობაში, როდესაც მოხუცდებოდა, უკვე გვიანი იქნებოდა ამის განხორციელება.[6] 2003 წელს ურკჰარტმა და დანარჩენმა პერსონალმა ოფიციალურად დატოვეს Interplay და იმავე წელს დააფუძნეს Obsidian Entertainment.[7]
კომპანიის დაარსების შემდეგ ის საჭიროებდა შესაბამის ფინანსებს, რათა დასახული მიზანი გაეხორციელებინა. ამგვარად, საჭირო იყო მხარდაჭერის მოპოვება გამომცემლებისაგან. ისინი დაუკავშირდნენ Electronic Arts, მაგრამ უშედეგოდ. სტუდია, ასევე დაუკავშირდა Ubisoft-ს. Ubisoft ეძებდა კომპანიას, რომელიც დაკავდებოდა „Might & Magic“-ის შექმნით, მაგრამ Ubisft-მა კონტრაქტი გააფორმა Arkane Studios-თან.
თამაშები
რედაქტირებაშექმნის ისტორია
რედაქტირებაObsidian Entertainment იყენებს კოდურ სახელწოდებებს მათი თამაშების აღნიშვნისას, რომელიც დაყრდნობილია აშშ-ის შტატების სახელებზე. მსგავსი სისტემა (მოიგონა ჯოშ სოიერმა 1999 წელს, როდესაც მუშაობდა Black Isle-ში) გამოიყენებოდა Black Isle-ში, სადაც პროექტების დასახელებითვის იყენებდნენ აშშ-ის პრეზიდენტების სახელებს:
- პროექტი „დელავერი“ — „Star Wars Knights of the Old Republic II: The Sith Lords“ გამოსული 2004 წელს Xbox-თვის, ხოლო 2005 წელს PC-თვის.
- პროექტი „პენსილვანია“ — „Neverwinter Nights 2“, გამოსული 2006 წელს PC-თვის.
- პროექტი „მასაჩუსეტსი“ — „Neverwinter Nights 2: Mask Of The Betrayer“, რომელიც წარმოადგენს “Neverwinter Nights 2“-ის დამატებას (ედონ). გამოვიდა 2007 წელს.
- პროექტი „ნიუ-ჯერსი“ — „Seven Dwarves“ - გაუქმდა.
- პროექტი „ჯორჯია“ — „Alpha Protocol“, გამოვიდა Xbox 360, PlayStation 3-სა და PC-თვის 2010 წელს.
- პროექტი „კონქტიკუტი“ — „Aliens: Crucible“, როლური თამაში, რომელიც უნდა შექმნილიყო ფილმ უცხოზე დაყრდნობით.
- პროექტი ლუიზიანა — „Stormlands“, როლური თამაში. მიმდინარეობს მუშაობა. დაგეგმილია შემდეგ კონსოლებზე: PC, Xbox One, PlayStation 4.
2006 წლის 23 მარტს Obsidian-მა და Sega-მ დაანონსა როლური ვიდეო თამაში, რომლის კოდური სახელწოდებით "პროექტი ჯორჯია",[8] დაფუძნებული დაუზუსტებელ ფრენჩაიზზე, Xbox 360, Playstation 3-სა და PC-თვის. 2006 წლის 13 დეკემბერს Sega-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ აღნიშნული თამაში იქნებოდა ფილმ „უცხოზე“ დაფუძნებული[9]. 2006 წლის 14 დეკემბერს პროექტის დიზაინერმა ჯოშ სოიერმა დააზუსტა, რომ როლური ვიდეო თამაში, რომელიც დაფუძნებულია ფილმ „უცხოზე“, წარმოადგენს "პროექტ კონექტიკუტს" და არა "პროექტ ჯორჯიას". 2009 წლის ივნისში აღნიშნულ თამაშზე მუშაობა შეჩერდა.[10]
Sega-სა და Obsidian-ს შორის თანამშრომლობა შედგა სხვა პროექტზე მუშაობისას, სახელწოდებით „Alpha Protocol“, გამოსული 2010 წლის ივნსიში. თამაშმა კრიტიკოსების მიერ ორაზროვანი შეფასება მიიღო. მათ აღნიშნეს, რომ თამაშში ბევრი ახალი ტექნოლოგია არის ჩადებული, თუმცა გააკრიტიკეს უხეში გეიმპლეისა და მოსაბეზრებელი სიუჟეტის გამო.[11].
2010 წლის 22 ოქტომბერს Obsidian-მა გამოუშვა ცნობილი ვიდეო თამაშების სერიის, „Fallout“-ის მომდევნო თამაში „Fallout: New Vegas“. თამაშის მოქმედება მიმდინარეობს „Fallout 3“-ში მომხდარი მოვლენებიდან 4 წლის შემდეგ.
„Fallout 3“-სა და „Fallout: New Vegas“-ს შორის ტექნოლოგიური და ქრონოლოგიური სიახლოვის მიუხედავად (თამაშში გამოყენებულია Gamebryo ძრავა), „Fallout: New Vegas“ იდეურად უფრო ახლოს არის ორიგინალურ „Fallout“-თან, ვიდრე „Fallout 3“.
2011 წლის 17 ივნისს გაყიდვაში გამოვიდა „Dungeon Siege“-ის მესამე ნაწილი.
2011 წელს კომპანიამ დაიწყო მუშაობა თამაშზე „Stormlands“ თამაში წარმოადგენდა RPG ჟანრს, რომელიც უნდა გამოსულიყო PC-სა და კონსოლებზე.[12], თუმცა 2012 წლის მარტში მასზე მუშაობა შეწყდა.[13]
თამაშები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Mueller, Mark (August 11, 2008). „Game Companies Taking Office Space at Faster Clip“. Orange County Business Journal. p. 82.
- ↑ Bratt, Chris. (29 აგვისტო, 2017) Watch: We take a walk around Obsidian Entertainment. Eurogamer. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2017.
- ↑ „Microsoft acquires Obsidian Entertainment“. Polygon. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Morgan Ramsay (2012). Gamers at Work: Stories Behind the Games People Play. Routledge. ISBN 9781430233527.
- ↑ Cobbett, Richard. (16 აპრილი, 2015) The Quests That Got Cancelled. ციტირების თარიღი: 32 აგვისტო, 2015.
- ↑ Schreier, Jason. (12 დეკემბერი, 2012) The Knights of New Vegas: How Obsidian Survived Countless Catastrophes And Made Some of the Coolest Role-playing Games Ever. Kotaku. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2015.
- ↑ Crecente, Brian. (9 ივნისი, 2015) Obsidian chief creative officer and co-founder departs studio (update). Polygon. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2015.
- ↑ სიახლეები სეგას ოფიციალურ საიტზე[მკვდარი ბმული] თარგი:1
- ↑ ALIENS (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-02. ციტირების თარიღი: 2015-12-08.
- ↑ Obsidian’s Aliens RPG Officially Finished
- ↑ Fallout: New Vegas // Рецензия (обзор, review) на AG.ru
- ↑ Obsidian working on a new RPG to be announced "in the next few months"
- ↑ Craddock, David (5 ოქტომბერი, 2018). „The Roleplaying Company“. Shacknews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ნოემბერი, 2018. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება)