Paradox Interactive

Paradox Interactiveშვედური ვიდეო თამაშების გამომცემელი კომპანია, რომელიც მდებარეობს სტოკჰოლმში. კომპანია დაარსდა 1999 წელს და თავდაპირველად შედიოდა Paradox Entertainment-ის შემადგენლობაში.[3] კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია ფრედრიკ ვესტერი, ხოლო წამყვანი გეიმდიზაინერი — იოჰან ანდერსონი.

Paradox Interactive
დაფუძნდა 1999; 21 წლის წინ (1999)
მდებარეობა შვედეთი, სტოკჰოლმი
წამყვანი ფრედრიკ ვესტერი
იოჰან ანდერსონი
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
პროდუქცია ვიდეო თამაშები
ბრუნვა Increase2.svg 604 მილიონი შვედური კრონი(2015)[1]
თანამშრომელი 200[2]
საიტი paradoxplaza.com

კომპანია ცნობილია ისტორიულ-სტრატეგიული თამაშების წარმოებით. იგი ძირითადად აქვეყნებს მისი შვილობილი კომპანია Paradox Development Studio-ის მიერ შემუშავებულ თამაშებს. მისი თამაშების საერთო თვისებებია რეალიზმი და შესაბამისად რეალური ისტორიები. კომპანიის მიერ გამოშვებული თამაშებია: („Knights of Honor“, „Galactic Civilizations II: Dread Lords“, „Rush for Berlin“ და სხვა)[4].

იხილეთ აგრეთვეEdit

რესურსები ინტერნეტშიEdit

სქოლიოEdit