კრის აველონი
კრის აველონი ( ინგლ. Chris Avellone დ. 27 დეკემბერი, 1972) — ამერიკელი ვიდეო თამაშების დიზაინერი და კომიკსების მწერალი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილი არის კომპანიებში Interplay-სა Obsidian Entertainment-ში მუშაობით. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი თამაშების შექმნაში, როგორებიც არის Fallout 2, Fallout: New Vegas, Wasteland, Baldur's Gate, Planescape: Torment და ა.შ.
კრის აველონი | |
---|---|
კრის აველონი მანილაში, 2009 წელი. | |
დაბადების სახელი | კრისტოფერ ფრედერიკ აველონი |
დაბადების თარიღი | 27 სექტემბერი, 1972[1] |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | ვილჰელმისა და მარიას სახელობის კოლეჯი |
პროფესია | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
საქმიანობა |
ვიდეო თამაშების დიზაინერი კომიკსების მწერალი |
ცნობილი ნაშრომები |
Fallout 2 Baldur's Gate Planescape: Torment Icewind Dale The Sith Lords Neverwinter Nights 2[2] |
ისტორია
რედაქტირებააველონი არის სიცილიელი ემიგრანტების შთამომავალი. მან დაამთავრა ტომას ჯეფერსონის სახელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უმაღლესი სკოლა[3]. სკოლის დამთავრების შემდეგ, შევიდა ვილჰელმისა და მარიას სახელობის კოლეჯში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი[4]. კრისმა დაიწყო მოღვაწეობა მას შემდეგ, რაც მიიღო მონაწილება Dungeons & Dragons-ის შემუშავებაში. 1997 წელს დაიწყო მუშაობა კომპანია Interplay Entertainment-ში, სადაც გახდა 1998 წელს გამოსული ცნობილი თამაშის Fallout 2-ის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი, ხოლო შემდეგ მუშაობდა მის გაგრძელებაზე. [5]Fallout 2-ზე მუშაობის პარალელურად იგი სათავეში ჩაუდგა Planescape: Torment-ის შექმნას.
აველონი ასევე მონაწილეობდა Icewind Dale-ის ყველა სერიის შემუშავებაში, რომლებიც გამოიშვა 2000-2002 წლებში. როგორც დიზაინერმა მიიღო მონაწილება Baldur's Gate: Dark Alliance-ისა და (2001) შექმნაში Champions of Norrath (2004) და იყო გაუქმებული თამაშის Van Buren-ის მთავარი დიზაინერი. ამის შემდეგ მან დატოვა Interplay.
Interplay-ის დატოვების შემდეგ, გახდა Obsidian Entertainment-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. აველონი მუშაობდა როლურ თამაშებზე: Knights of the Old Republic II (2004), Neverwinter Nights 2 (2006) და Alpha Protocol[5]. ასევე მონაწილეობდა Fallout: New Vegas (2010), South Park: The Stick of Truth-ის შემუშავებაში (2014). მიიღო მონაწილეობა inXile Entertainment-ის პროექტების Wasteland 2-ისა და Project Eternity-ის შექმნაში, მოგვიანებით ცნობილი როგორც Pillars of Eternity[6][7]. 2015 წლის 9 ივნისს გახდა ცნობილი, რომ კრის აველონმა დატოვა Obsidian Entertainment[8]. 2015 წლის 25 სექტემბერს Larian Studios-მა განცხადა, რომ კრისი იმუშავებს მათ კომპანიაში Divinity: Original Sin 2-ის შექმნაზე[9].
თამაშები
რედაქტირება- Star Trek: Starfleet Academy (1997)
- Fallout 2 (1998)
- Descent to Undermountain (1998)
- Planescape: Torment (1999)
- Icewind Dale (2000)
- Icewind Dale: Heart of Winter (2001)
- Baldur's Gate: Dark Alliance (2001)
- Icewind Dale II (2002)
- Van Buren (2003 — გაუქმებული)
- Lionheart: Legacy of the Crusader (2003)
- Champions of Norrath (2004)
- Star Wars: Knights of the Old Republic II: The Sith Lords (2004)[10]
- Neverwinter Nights 2 (2006)
- Neverwinter Nights 2: Mask of the Betrayer (2007)
- Alpha Protocol (2010)
- Fallout: New Vegas (2010)
- Wasteland 2 (2014)[11]
- FTL: Advanced Edition (2014)[12]
- Pillars of Eternity (2015)[13]
- Torment: Tides of Numenera (2016)[14]
- Divinity: Original Sin 2 (2016)[15]
- Fallout: Los Angeles (2016)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Chris Avellone. ციტირების თარიღი: February 4, 2016.
- ↑ The Top 100 Game Creators of All Time - 80. Chris Avellone. ციტირების თარიღი: February 4, 2016.
- ↑ Chris Avellone's LinkedIn profile.
- ↑ Chmielewski, Dawn C. (August 15, 2000). „The writer Chris Avellone, senior designer, Black Isle Studios“. The Orange County Register. p. K7.
- ↑ 5.0 5.1 Chris Avellone: Dark Knight. Edge (April 20, 2009). ციტირების თარიღი: November 14, 2009.
- ↑ GameStar.ru Alma Mater — Kickstarter. Chris Avellone: «Project: Eternity is our chance to return to doing the types of titles we did at Black Isle». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-04. ციტირების თარიღი: 2016-05-28.
- ↑ Sawyer, Josh. Pillars of Eternity. Obsidian Forums. Obsidian. ციტირების თარიღი: 12 December 2013.
- ↑ Purchese, Robert. (June 9, 2015) Chris Avellone leaves Obsidian Entertainment. Eurogamer. ციტირების თარიღი: June 9, 2015.
- ↑ https://www.kickstarter.com/projects/larianstudios/divinity-original-sin-2/posts/1363117
- ↑ Tsao, Jennifer (March 2005). "Afterthoughts: Star Wars Knights of the Old Republic II: The Sith Lords; Behind the scenes with the real Jedi masters", Electronic Gaming Monthly (189): 52–54.
- ↑ Jenna Pitcher. (August 19, 2014) Wasteland 2 nails a release date. IGN. j2 Global. ციტირების თარიღი: September 2, 2014.
- ↑ FTL: Advanced Edition Review.
- ↑ Project Eternity Kickstarter.
- ↑ Torment: Tides of numenera Kickstarter.
- ↑ Tom Sykes. (September 25, 2015) Chris Avellone to work his magic on Divinity: Original Sin 2. PC Gamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 29, 2015. ციტირების თარიღი: December 29, 2015.