Fallout 2

1998 წლის ვიდეო თამაში

Fallout 2ღია სამყაროს ელემენტების მქონე როლური ვიდეო თამაში, შექმნილი Black Isle Studios და გამოშვებული 1998 წელს Interplay Entertainment მიერ. მასში წარმოჩენილია ვრცელი თამაშის სამყარო და თამაშის სიუჟეტი. თამაშში გამოყენებულია მსგავსი სათამაშო მექანიკა და გრაფიკა რაც - Fallout-ში.

Fallout 2
დეველოპერ(ებ)ი Black Isle Studios
გამომცემელი Interplay Entertainment
Bethesda Softworks (ციფრული)
სერია Fallout
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
Mac OS X
გამოსვლის თარიღი 30 სექტემბერი, 1998
ჟანრ(ებ)ი როლური ვიდეო თამაში
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ტიმ კაენი[1]
კრის აველონი[2]
პროდიუსერ(ებ)ი ბრაიან ფარგო
ფრედ ჰეთჩი
დიზაინერ(ებ)ი კრის აველონი
მეთიუ ნორტონი
პროგრამისტ(ებ)ი ჯესი რეინოლდსი
კრის ჯონსი
რობერტ ჰერშტეინი
მხატვარი გერი პლატნერი
ჯეისონ ანდერსონი
ლეონარდ ბოიარსკი
სცენარისტი ტიმ კაენი[1]
სკოტ კემბელი
ჯეისონ ტეილორი
კომპოზიტორი მარკ მორგანი

თამაშის მიმდინარეობა ხდება 2241 წელს Fallout-ში მომხდარი მოვლენებიდან 80 წლის შემდეგ[3]. ის მოგვითხრობს ისტორიას Fallout-ის მთავარი გმირის შთამომავალზე და მის მისიაზე, თუ როგორ უნდა გადაარჩინოს მისი პრიმიტიული ტომი შიმშილისაგან. მან უნდა მოძებნოს ეკოლოგიის აღმდგენი მანქანა სახელწოდებით "ედემის ბაღის შექმნის კომპლექტი"[4].

პრეისტორია

რედაქტირება

80 წელი გავიდა Fallout-ის მოვლენების შემდეგ. განცალკევებული სოფელი აროიო (დაარსებული თავშესაფრიდან გამოსულების (ინგლ.Vault Dweller) მიერ) ვარდება გასაჭირში. სოფელი საჭიროებს დახმარებას. სოფლის უხუცესი აგზავნის რჩეულს უდაბნოში ომისდროინდელი ინჟინერული ტექნიკის "ედემის ბაღის შექმნის კომპლექტის" მოსაძებნად, რომელიც შეიქმნა, რათა თავშესაფრიდან გამოსულ გადარჩენილებს შეძლებოდათ ახალი სიცოცხლის შექმნა.

თამაშის გარემო

რედაქტირება

თამაშის ძრავი Fallout 2-ში ოდნავ გაუმჯობესებულია პირველ ნაწილთან შედარებით, რის შედეგადაც თამაშის პროცესი არაფრით არ განსხვავდება მისი წინამორბედისაგან, თუმცა თამაშის სამყარო პირველთან შედარებით საგრძნობლად გაფართოვებულია.

თამაშის მიმდინარეობა

რედაქტირება

თამაშის მოქმედება ვითარდება კვესტების მიღება შესრულების რეჟიმში. კვესტი არის დავალება, რომელიც ჩნდება თამაშის მიმდინარეობისას ან მოცემული სხვა პერსონაჟის მიერ. Fallout 2-ში არის რამდენიმე ასეული კვესტი, თუმცა მხოლოდ ერთი არის სავალდებულო თამაშის გასასვლელად.

თავდაპირველი კვესტების შესრულება არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და იგი უფრო ემსახურება მოთამაშის მომზადებას შემდგომი სიძნელეებისთვის. თავდაპირველად მთავარ გმირს ეძლევა მწირი საბრძოლო მასალა და მცირე რაოდენობით ფული. მას მიცემული აქვს პირველი დავალება და გლობალურ რუკაზე მითითებული აქვს ახლომდებარე ქალაქების ადგილმდებარეობა.

დროთა განმავლობაში, მოთამაშემ შესაძლოა მიიღოს ავტომობილი - კრიზალის ჰაივეიმენი (ინგლ.Chrysalis Highwayman). რომელიც აჩქარებს მოგზაურობას თამაშის მთლიან ტერიტორიაზე და შესაძლებელია სხვადასხვა ნივთების შენახვა საბარგულში. მისი გაუმჯობესება ხდება თამაშის მიმდინარეობისას; მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ მანქანას დატოვებთ უყურადღებოდ, მას გაიტაცებენ. თუმცა შესაძლებელია ავტომობილის დაბრუნება სხვადასხვა გზით - ფულის გადახდით ან ბრძოლით. მოგვიანებით Fallout: Nev Vegas-ში, რადიოაქტიურ გუბეებში აღმოჩნდება მისი ნარჩენები, როგორც ჩანს მანქანა გატაცებული იქნა რეიდერების მიერ, გააფუჭეს და შემდეგ დატოვეს იგი, ამის შედეგად თამაშში გაჩნდა პატარა ადგილმდებარეობა სახელწოდებით «ჰაივეიმანის ავარიის ადგილი».

თუმცა Fallout 2-ის თამაშის პროცესი გათვლილია ას საათამდე. შემქმნელებმა შემთხვევით ან შეგნებულად გამოცდილ მოთამაშეებს საშუალება მისცეს თამაშის ბოლომდე გასვლა სწრაფი გზით. ასეთი გასვლა შესაძლებელია 40-50 წუთში, თუმცა იშვიათად, თუ გამოიყენებს ვინმე ამ გზას, გამომდინარე იქიდან, რომ უპირატესობას ანიჭებენ, უბრალოდ დატკბენ თამაშის გარემოთი, თამაშის პროცესითა და სამყაროს გამოკვლევით.

ორივე სიუჟეტური ხაზის შესრულების შემდეგ მოთამაშეს შეუძლია გააგრძელოს თამაში, რის შემდეგადაც ქალაქ-თავშესაფარ ნიუ-რენოში ჩნდება ახალი შესაძლებლობები და დიალოგების ვარიანტები (ამ ჩანაფიქრის ავტორი არის კრის აველონი, რომელიც დაკავებული იყო თამაშში არსებული ქალაქების დიზაინით), ასე მაგალითად, ტულის მამას შეუძლია წიგნის მოცემა, რომელიც ყველა უნარ-ჩვევებს ზრდის 300 %-მდე და ეძლევა 15 000 გამოცდილების ქულა მისი წაკითხვის შემდეგ. წიგნის მთავარ ღირესებას წარმოადგენს ის, რომ წაკითხვის შემდეგ იგი არ ქვრება.

დროის ლიმიტი

რედაქტირება

პირველი ნაწილისაგან განსხვავებით Fallout 2-ში დროის ლიმიტი არ არის. თამაში იწყება 2241 წლის ივლისში და ავტომატურად მთავრდება დაახლოებით 13 წლის შემდეგ თამაშის დროით. გამაფრთხილებელი სიზმრები, სადაც გელაპარაკებათ ტომის შამანი,რომელიც არ გზღუდავთ დროში. ეს უფრო არის სიუჟეტური გადახვევა იმ მოთამაშეებისთვის, რომლბსაც არ შეუძლიათ თავდაპირველად დასახული ამოცანის შესრულება - ედემის ბაღის შექმნის კომპლექტის მოძებნა. და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნახავთ მას მეოთხე სიზმრამდე, აროიოში მისული მაინც აღმოაჩენთ სისხლის გუბეში მომაკვდავ ჰაკუნინს.

 მიმოხილვა
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
GameRankings 87.13%
Metacritic 86/100
ქულები
წყარო რეიტინგი
GamePro 5/5
GameSpot 8.8/10[5]
IGN 8.9/10
PC Gamer (US) 89%[6]
ჯილდოები
ობიექტი ჯილდო
PC Gamer #3 ყველა დროის საუკეთესო RPG (2015)[7]

კრიტიკოსების შეფასება

რედაქტირება

Fallout 2-მა მიიღო დადებითი შეფასება კრიტკოსების მიერ. ონლაინ მიმოხილველი საიტების Metacritic-სა და GameRankings-ის მიცემული ქულების საერთო მაჩვენებელი ასეთია: 86 % - 100 %-დან და 87 % - 100%-დან[8][9]. ასევე დადებითად იქნა შეფასებული თამაშის გეიმპლეი და სიუჟეტი, როგორც ჭეშმარიტი მემკვიდრე ორიგინალური Fallout-სა, თუმცა არაკეთილმოსურნეები აკრიტიკებდნენ ბაგების გამო და გაუმჯობესებების ნაკლებობის გამო წინა ნაწილთან შედარებით. დანიელ მორისმაGamePro-დან შეაქო მოქმედებების ნაზავი, პერსონაჯის ურთიერთქმედება თამაშთან და მისი არასწორხაზოვანი სიუჟეტი[10]. IGN-მა დადებითად შეაფასა შემქმნელები ვრცელი თამაშის სამყაროსა და სცენარის გამო. Game Revolution-მა თამაში მოიწონა სიუჟეტის სიღრმის გამო, თუმცა გააკრიტიკა ინტერფეისი და გრაფიკა[11] .

2013 წელს GamesRadar-მა Fallout 2 დაასახელა ყველა დროის საუკეთესო თამაშებს შორის 68-ე ადგილზე[12]. იმავე წელს IGN-ის მიერ Fallout 2 დასახელებული იქნა ყველა დროის ას საუკეთესო RPG თამაშებს შორის 28-ე ადგილზე[13]. 2015 წელს PC Gamer-მა დაასახელა ყველა დროის საუკეთესო RPG შორის 3-ე ადგილზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 The Top 100 Game Creators of All Time - 85. Tim Cain (2008). ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2015.
  2. The Top 100 Game Creators of All Time - 80. Chris Avellone (2008). ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2015.
  3. Avellone, Chris. (2002-03-08) Fallout Bible 0. Black Isle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-26. ციტირების თარიღი: 2016-01-26.
  4. The Story. Fallout 2 Website. Interplay (1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-12-04. ციტირების თარიღი: 2006-09-03.
  5. Fallout 2 Review. GameSpot (1998-12-09). ციტირების თარიღი: 2010-10-22.
  6. PC Gamer Online. pcgamer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2000-01-16. ციტირების თარიღი: 8 ივნისი 2015.
  7. Banks, Cory; Johnson, Leif. The best RPGs of all time. Future US (18 დეკემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2015
  8. "Fallout 2". From Metacritic. Retrieved 5 დეკემბერი, 2008.
  9. Fallout 2 for PC. CBS Interactive Inc.. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2015
  10. Morris, Daniel. (2000-01-01) Fallout 2. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-05. ციტირების თარიღი: 2008-12-05.
  11. A kiss to build a dream on.... Game Revolution (1თებერვალი, 1999). ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი 2013.
  12. GamesRadar Top 100 გვ. 37. GamesRadar (15 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2013.
  13. IGN Top 100 RPGs (Fallout 2). IGN.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-15. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Fallout_2&oldid=4672630“-დან