Game Revolution (ადრე Game-Revolution) ან GR — ვიდეო თამაშების საიტი დაარსებული 1996 წელს ქალაქ ბერკლში, კალიფორნია. შეიცავს მიმოხილვებს, პრევიუებს, სათამაშო ჩამოტვირთების ზონას, ჩიტ-კოდებს, ვებკომიქსებსა და ვიდეო თამაშების სკრინშოტებს. დღესდღეობით, იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მიმოხილვებისა და სიახლეების საიტი ინტერნეტსივრცეში.

Game Revolution

საიტის ლოგო
საიტი ოფიციალური საიტი
კომერციულობა კი
საიტის ტიპი ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
დამფუძნებელი დიუკ ფერისი
მფლობელი CraveOnline Media, LLC
გაეშვა აპრილი, 1996
Alexa-ს რეიტინგი 24,201 (აპრილი, 2014) [1]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

კალიფორნიული კორპორაცია Net Revolution, Inc დაარსდა 1996 წლის აპრილს დიუკ ფერისის მიერ, როგორც ჰოლდინგური კომპანია და როგორც მფლობელი საიტ Game Revolution-ის. ფერისს ეკავა კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობდა. 2005 წელს Bolt Media, Inc-ის გაკოტრების შედეგად, GameRevolution შეისყიდა საიტმა CraveOnline-მა[2] (Atomic Online-ის ერთ-ერთი დივიზია) გაურკვეველი თანხის საფასურად.

საიტის შესყიდვა CraveOnline-ის მიერ

რედაქტირება

Bolt Media, Inc-ის გაკოტრების მიუხედავად, საიტს ჰყავდა და დღესაც ჰყავს ათასობით ვიზიტორი.[3] იგი შეისყიდული იქნა გასართობი საიტ CraveOnline-ის მიერ გაურკვეველი თანხის სანაცვლოდ. ამის შესახებ გაცხადდა 2008 წლის 25 თებერვალს. შემდეგ იგი ინტეგრირებული იქნა CraveOnline-ის საზაოგადოების ფარგლებში, რომელიც აგრძელებს მოღვაწეობას დამოუკიდებელი და პოპულარული საიტის სახით. საიტ GameRevolution ყოველდღიურად ჰყავს ათასობით სტუმარი.

შიგთავსი

რედაქტირება

GameRevolution-ის პოპულრობას განსაზღვრავს მისი მრავალფეროვნება. იგი მოიცავს: მიმოხილვებს, პრევიუებს, თამაშების სქრინშოტებს, ვიდეოებს, FAQS (ხშირად დაასმული შეკითხვები), ჩამოტვირთვებს, კომიქსებს, პოდკასტებს, ჩატს, ფორუმს და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Gamerevolution.com Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-18. ციტირების თარიღი: 2014-04-01..
  2. CraveOnline Acquires GameRevolution. Reuters (2008-02-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-15. ციტირების თარიღი: 2013-10-28.
  3. Gamerevolution.com Traffic and Demographic Statistics by Quantcast. Quantcast.com (2013-10-24). ციტირების თარიღი: 2013-10-28.