Black Isle Studios
Black Isle Studios — ამერიკული ვიდეო თამაშების შემქმნელი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია როლური ვიდეო თამაშების შექმნაზე. დაარსდა 1996 წელს ირვაინში, (კალიფორნიის შტატი)[1][2][3] ფერგიუს ურკჰარტის მიერ. იყო Interplay Entertainment-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფი. სახელი დაერქვა შოტლანდიის კუნძულის Black Isle პატივსაცემად. ეს სახელწოდება მიიღო 1998 წელში. მდებარეობდა ლოს-ანჯელესში (აშშ). Black Isle ყველაზე მეტად ცნობილია ისეთი თამაშების შექმნით, როგორებიც არის „Planescape: Tormen“ და „Fallout“. მათ ასევე წარმატებას მიაღწიეს როლური ვიდეო თამაშის ჟანრის სერიების „Icewind Dale“-ისა და „Baldur's Gate“-ის შექმნით. 1999 წელს IGN-ისგან მიიღო წლის დეველოპერის ჯილდო[4].
ტიპი | შვილობილი კომპანია |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
დაფუძნდა | 1996 |
დამაარსებელი |
ფერგიუს ურკჰარტი კრის აველონი ჯოშ სოიერი დარენ მონაჰენი |
სათავო ოფისი | ორინჯ-კაუნტი, კალიფორნია, აშშ |
პროდუქცია |
Fallout 2 Planescape: Torment Icewind Dale |
შვილობილ(ებ)ი | Interplay Entertainment |
2003 წლის დეკემბერში გაკოტრების შემდეგ Interplay-მ სამსახურიდან გაათავისუფლა Black Isle-ის თანამშრომლები. უმეტესობა თანამშრომლებისა გადავიდა Obsidian Entertainment-ში, Troika Games-სა და BioWare-ში.
2012 წლის ბოლოს კომპანია Interplay-მ განაცხადა Black Isle-ის ხელმეორედ გახსნის შესახებ: "ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო მსოფლიოში საუკეთესო RPG თამაშების შექმნა". სლოგანად მათ აირჩიეს „Black Isle ბრუნდება“.
ისტორია
რედაქტირებადაარსება
რედაქტირებადაარსდა 1995 წელს ფერგიუს ურკჰარტის მიერ. სახელი შერჩეული იქნა ფერგიუსის სამშობლოს პატივსაცემად. კომპანია მონაწილეობდა „Fallout“-ის შექმნაში, მაგრამ არ იყვნენ თამაშზე პასუხისმგებელნი, თუმცა გადამწყვეტი როლი ითამაშეს თამაშის შექმნაში. კომპანიის პირველი ოფიციალური თამაშის შექმნის პერიოდში Interplay-ის რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა Black Isle და ჩამოაყალიბა ახალი კომპანია Troika Games. თანამშრომლების წასვლის მიზეზი იყო Interplay-სთან უთანხმოება თამაშის შექმნელეთა ჯგუფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით[5]. დარჩენილმა წევრებმა გამოუშვეს ისეთი ცნობილი თამაშები, როგორიც არის „Fallout 2“, „Planescape: Torment“, „Icewind Dale“. მათ აგრეთვე შექმნეს Baldur's Gate, Baldur's Gate II: Shadows of Amn, BioWare-თან თნამშრომლობის შედეგად. Black Isle აგრეთვე მონაწილეობდა „Lionheart: Legacy of the Crusader“-ის შექმნაში, სადაც ასრულებდა კონსულტანტის მოვალებას და ეხმარებოდა Reflexive Entertainment-ს, რომელიც შედგებოდა Black Isle ყოფილი თანამშრომლებისგან.
პროექტების კოდური სახელწოდებები
რედაქტირებაBlack Isle Studios თავის პროექტებს აძლევდა კოდურ სახელწოდებებს აშშ-ის პრეზიდენტების სახელების მიხედვით.
- პროექტი „კინგი“ — „Stonekeep II“, გაუქმდა 2001 წელს.
- პროექტი „ადამსი„ — „Icewind Dale: Heart of Winter“, გამოვიდა 2001 წელს.
- პროექტი „ვაშინგტონი“ — „Black Isle's TORN“, გაუქმდა 2001 წელს.
- პროექტი „მედისონი“ — „Icewind Dale: Heart of Winter: Trials of the Luremaster“, გამოვიდა 2001 წელს.
- პროექტი „მონრო“ — „Icewind Dale II“, გამოვიდა 2001 წელს.
- პროექტი „ჯექსონი“ — „Baldur’s Gate: Dark Alliance II“.
- პროექტი „ჯეფერსონი“ — არაოფიციალურად ცნობილია, როგორც „Baldur’s Gate 3: The Black Hound“; პროექტი გაჟღერდა 2001 წელს; გაუქმდა 2003 წელს.
- პროექტი „ვან ბურენი“ — არშემდგარი თამაში „Fallout 3“, გაუქმდა 2003 წელს, 2004 წელს თამაშის შექმნის უფლება გადაეცა Bethesda Softworks.
თამაშების სია
რედაქტირებაშექმნილი
რედაქტირება- „Fallout 2“ (1998)
- „Planescape: Torment“ (1999)
- „Icewind Dale“ (2000)
- „Icewind Dale: Heart of Winter“ (2001)
- „Icewind Dale: Heart of Winter - Trials of the Luremaster“ (2001)
- „Icewind Dale II“ (2002)
- „Baldur's Gate: Dark Alliance II“ (2004)
გამოშვებული
რედაქტირება- „Baldur's Gate“ (1998)
- „Baldur's Gate: Tales of the Sword Coast“ (1999)
- „Baldur's Gate II: Shadows of Amn“ (2000)
- „Baldur's Gate II: Throne of Bhaal“ (2001)
- „Lionheart: Legacy of the Crusader“ (2003)
გაუქმებული
რედაქტირება- „Stonekeep 2: Godmaker“ (2001)
- „Torn“ (2001)
- „Fallout 3“ (2003)
- „Baldur's Gate III: The Black Hound„ (2003)
- „Baldur's Gate: Dark Alliance III“ (2004)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Obsidian Entertainment-ის საიტი დაარქივებული 2012-09-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Black Isle Studios. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2006.
- ↑ Cheong, Ian. Game Info. Lionheart Chronicles. GameSpy. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2006.
- ↑ Keefer, John. (იანვარი, 2001) Black Isle Studios: We are not BioWare. GameSpy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-12-11. ციტირების თარიღი: 2006-06-25.
- ↑ 1999 Vault Network Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-02-04. ციტირების თარიღი: 2001-02-04.
- ↑ Blancato, Joe. The Rise and Fall of Troika. The Escapist. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2007. ციტირების თარიღი: March 27, 2007.