Troika Gamesვიდეო თამაშების დეველოპერი კომპანია, რომელიც დააარსეს, ჯეისონ ანდერსონმა, ტიმ კაენმა და ლეონარდ ბოიარსკიმ, 1998 წელს. კომპანია ძირითადად კონცენტრირებული იყო როლური ვიდეო თამაშების შექმნაზე 1998-2005 წლებში. მათი ყველაზე განთქმული თამაშებია: „Arcanum: Of Steamworks and Magick Obscura“ და „Vampire: The Masquerade – Bloodlines“.

Troika Games
ტიპი კერძო
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 1 აპრილი, 1998
დაიხურა 24 თებერვალი, 2005
სათავო ოფისი ირვაინი, კალიფორნია, აშშ
მმართველი
ტიმ კაენი, ლეონარდ ბოიარსკი, ჯეისონ ანდერსონი
პროდუქცია
 
Troika Games-ის დამფუძნებლები: მარცხნიდან ლეონარდ ბოიარსკი, ტიმ კაენი და ჯეისონ ანდერსონი, 2017 წელი

1997 წელს, როდესაც ტიმ კაენი, ბოიარსკი და ანდერსონი მუშაობდნენ „Fallout“-ის მეორე ნაწილის შექმნაზე, Interplay Entertainment-თან მოუვიდათ უთანხმოება, რის შედაგადაც დატოვეს კომპანია და 1998 წლის 1 აპრილს დააარსეს Troika Games. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ Troika-ს თამაშები უნდა გამოეცა მხოლოდ Sierra Entertainment-ს, თუმცა ყველა თამაში გამოშვებული იქნა სხვადასხვა კომპანიის მიერ.[1] მათი ყველაზე განთქმული პროექტია „Arcanum: Of Steamworks and Magick Obscura“, გამოსული 2001 წლის 21 აგვისტოს, რომელსაც დადებითი შეფასებები ჰხვდა წილად კრიტიკოსებისგან.[2]

2003 წელს კომპანიამ შექმნა რიგით მეორე თამაში „The Temple of Elemental Evil“, რომელიც გამოსცა Atari-მ, ხოლო 2004 წელს ამას მოჰყვა, ასევე წარმატებული თამაშის „Vampire: The Masquerade – Bloodlines“-ის გამოშვება Activision-ის მიერ.

2004 წელს Troika ეძებდა გამომცემელს მომავალი უსათაურო პოსტაპოკალიპტური როლური თამაშისთვის, თუმცა უშედეგოდ, 2005 წლის 24 თებერვალს, ფინანსური პრობლემების გამო Troika Games დაიხურა.[3].[4]

თამაშები

რედაქტირება
წელი სათაური გამომცემელი პლატფორმები
2001 „Arcanum: Of Steamworks and Magick Obscura“ Sierra On-Line Microsoft Windows
2003 „The Temple of Elemental Evil“ Atari Microsoft Windows
2004 „Vampire: The Masquerade – Bloodlines“ Activision Microsoft Windows
გაუქმებული
  • უსათაურო პოსტაპოკალიპტური როლური თამაში
  • „Journey to the Center Of Arcanum“
  • „Vampire: The Masquerade – Bloodlines 2“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Blancato, Joe. (2006-12-26) The Rise and Fall of Troika. The Escapist Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-08. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2007.
  2. Arcanum: Of Steamworks & Magick Obscura (pc) reviews at. Metacritic.com (2001-08-21). ციტირების თარიღი: 2009-08-01.
  3. Thorsen, Tor. (2005-02-24) Troika closes - News at GameSpot. Gamespot.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-10. ციტირების თარიღი: 2017-01-08.
  4. Thorsen, Tor. (2005-01-29) Rumor Control: The Supersized Edition - News at GameSpot. Uk.gamespot.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-30. ციტირების თარიღი: 2009-08-01.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Troika_Games&oldid=4259891“-დან