ტიმოთი კაენი ინგლ. Tim Cain) — ვიდეო თამაშების დიზაინერი და „Fallout“-ის ერთ-ერთი შემქმნელი (1997)[1]. 2009 წელს საიტ IGN-მა კაენი შეიყვანა სიაში „ასი საუკეთესო გეიმდიზაინერი“.[2].

ტიმ კაენი
მშობლიური სახელი ტიმოთი კაენი
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი ვირჯინიის უნივერსიტეტი
საქმიანობა ვიდეო თამაშების პროგრამისტი, დიზაინერი, პროდიუსერი
დამსაქმებელი Obsidian Entertainment
ცნობილი ნაშრომები „Fallout“
მეუღლე(ები) რობერტ ლენდი (2011 წლიდან)

ადრეული წლები

რედაქტირება

კალიფორნიაში დაამთავრა სკოლა. სწავლობდა ვირჯინიის უნივერსიტეტში. ამ წლების განმავლობაში მოღვაწეობდა, როგორც პროგრამისტი და მიიღო მონაწილეობა ვიდეო თამაშის „Grand Slam Bridge“-ის შექმნაში, რომელიც გამოვიდა 1986 წელს.[3] 1989 წელს მიიღო ინფორმატიკის მაგისტრის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში.[2]

1991 წლის აგვისტოში დაიწყო მუშაობა Interplay-ში პროგრამისტად. ამ პერიოდში იგი პირველად შეხვდა ლეონარდ ბოიარსკის, რომელიც შემოუერთდა, როგორც მხატვარი პროექტში „Rags to Riches: The Financial Market Simulation“. (1993).

1994 წელს რამდენიმე თვე დამოუკიდებლად მუშაობდა თამაშზე, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც „Fallout“[3]. კაენმა შექმნა საბრძოლო კონცეფცია, დაფუძნებული როლურ სისტემა GURPS-ზე და შეუდგა იზომეტრიული თამაშის ძრავის დაპროგრამებას. ასევე საკუთარ თავზე აიღო პროდიუსერის მოვალეობა ტომას დეკერის რომელიც დაკავებული იყო სხვა პროექტებით[4]. 3.5 წლის მუშაობის შემდეგ, 1997 წელს გაყიდვაში გამოვიდა „Fallout. კაენი ერთდროულად მონაწილეობდა „Stonekeep“-ისა (1995) და „Star Trek: Starfleet Academy“-ის შემუშავებაში (1997).

1998 წელს დაწერა სცენარი „Fallout 2“-თვის და იმავე წელს დატოვა Interplay.

 
ტიმ კაენი (შუაში) Troika Games თანადამუძნებლებთან, ჯეისონ ანდერსონთან და (მარცხნივ) ლეონარდ ბოიარსკისთან ერთად (მარჯვნივ)

1998 წლის აპრილიდან დაიწყო მოღვაწეობა კომპანია Troika Games-ში, სადაც მუშაობდა ლეონარდ ბოიარსკისა და ჯეისონ დ. ანდერსონთან ერთად. იკავებდა პროექტის ლიდერისა და მთავარი პროგრამისტის პოსტს „Arcanum: Of Steamworks and Magick Obscura“-ს შექმნისას, რომელიც გამოვიდა Sierra On-Line-ის მიერ 2011 წელს.

შემდეგ პროექტში ისევ მუშაობდა ტომას რ. დერეკთან ერთად, რომელიც თავდაპირველად იყო „Fallout“-ის პროდიუსერი. როგორც პროექტის ლიდერმა და წამყვანმა პროგრამისტმა 20 თვის განმავლობაში გამოუშვა როლური ვიდეო თამაში „The Temple of Elemental Evil“ დაფუძნებული „Dungeons & Dragons“-ის სისტემაზე. თამაში გამოუშვა კომპანია Atari-მ 2003 წელს. კაენის თქმით, მას მოსწონდა თამაშის შექმნის პროცესი, თუმცა შედეგმა იგი არ დააკმაყოფილა.[5]

ის მონაწილეობდა კომპანიის უკანასკნელ თამაშში „Vampire: The Masquerade – Bloodlines“, გამოშვებული კომპანია Activision-ის მიერ 2004 წელს. ასევე — პოსტაპოკალიფტური როლური თამაშის შექმნაზე, თუმცა ვერ შეძლო სპონსორის მოძიება. საბოლოოდ 2004 წლის ბოლოს იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა თანამშრომლების უმეტესობა, ხოლო 2005 წელს გამოაცხადა კომპანიის დახურვის შესახებ[6].

2005 წლის აგვისტოში შეუერთდა Carbine Studios პროგრამირების დირექტორის თანამდებობაზე. მუშაობდა ფენტეზის ელემენტების მქონე მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაშის შექმნაზე კომპანია NCSoft-სთვის. დაწინაურებული იქნა 2008 წელს[7]..

2011 წლის აგვისტოში ტიმ კაენმა დატოვა Carbine Studios და შეუერთდა Obsidian Entertainment, როგორც მთავარი პროგრამისტი[8]. მან შექმნა თამაში „Project Eternity“[9].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კაენი იტანჯება თანდაყოლილი დალტონიზმით, რის შესახებაც მისცა ინტერვიუ პორტალ „Gamasutra“-ს. უყვარს იაპონური და ჩინური სამზარეულო[10].

2011 წლის 14 ივლისს დაქორწინდა რობერტ ლენდომზე[11].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Green, Jeff (ოქტომბერი 2005). «The Bard’s Tale», „Computer Gaming World“ (255): 76.
  2. 2.0 2.1 IGN - 85. Tim Cain. Games.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-15. ციტირების თარიღი: 2011-06-05.
  3. 3.0 3.1 ‪Matt Chat 66: Fallout with Tim Cain, Pt. 1‬‏. YouTube (2010-06-27). ციტირების თარიღი: 2011-06-05.
  4. Odin. No Mutants Allowed - Your Post Nuclear News Center!. Nma-fallout.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2011-06-05.
  5. ‪Matt Chat 68: Arcanum and More with Tim Cain‬‏. YouTube (2010-07-11). ციტირების თარიღი: 2011-06-05.
  6. Hoffman, Erin. (2006-12-26) The Escapist : The Rise and Fall of Troika. Escapistmagazine.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-30. ციტირების თარიღი: 2011-06-05.
  7. NCsoft’s Carbine Studios Names Tim Cain Design Director (2008-10-07). ციტირების თარიღი: 2013-11-05.
  8. Fallout Creator, Troika Co-Founder Tim Cain Joins Obsidian.
  9. The People Behind Fallout And Planescape Are Making My Dream RPG.
  10. Unmasking the Gamers: Tim Cain – Industry Veteran, Programmer, and Original Creator of Fallout. ციტირების თარიღი: 2013-11-05.
  11. В браке с Robert Land. Facebook.com. ციტირების თარიღი: 2013-11-05.