Arcanum: Of Steamworks and Magick Obscuraროლური ვიდეო თამაში, შექმნილი კომპანია Troika Games-ისა და გამოცემული Sierra Entertainment-ის მიერ Microsoft Windows-ის პლატფორმისთვის. იგი ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდა 2001 წლის 21 აგვისტოს, ხოლო ევროპაში - სამი დღის შემდეგ, 2001 წლის 24 აგვისტოს. თამაშს ქმნიდნენ Black Isle Studios-ის ყოფილი თანამშრომლები: ტიმ კაენი, ლეონარდ ბოიარსკი, ჯეისონ ანდერსონი[2] და აქედან გამომდინარე იგი აგრძელებს „Fallout“-ის ტრადიციებს. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლის მომენტიდან თამაში მოხვდა ბესტსელერების სიაში, კომერციულ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია (აშშ-ში გაიყიდა 234 000 ეგზემპლარი, ხოლო საერთო მოგებამ 8.8 მილიონი დოლარი შეადგინა[3][4]), რაც იქცა Troika Games-ის ფინანსური კრიზისის მიზეზად[5].

Arcanum: Of Steamworks and Magick Obscura
დეველოპერ(ებ)ი Troika Games
გამომცემელი Sierra Entertainment
დისტრიბუტორი Activision
ძრავა Arcanum engine
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
გამოსვლის თარიღი ჩრდ.ამ. 21 აგვისტო, 2001
ევრ 24 აგვისტო, 2001
ჟანრ(ებ)ი როლური ვიდეო თამაში
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ტიმ კაენი[1]
დიზაინერ(ებ)ი ჯეისონ ანდერსონი
სცენარისტი ლეონარდ ბოიარსკი
კომპოზიტორი ბენ ჰუჯი

მოქმედება ვითარდება გამოგონილ აკრანუმის კონტინტეტზე, სადაც მიმდინარეობს ინდუსტრიული რევოლუცია[6]. ისტორია იწყება დირიჟაბლ „ზეფირის" ჩამოვარდნით. კატასტროფის შედეგად გადარჩა მხოლოდ პროტაგონისტი. ამის შემდეგ იწყება მისი თავგადასავალი. თამაშში წარმოდგენილი არის იზომეტრული პროექცია და ღია სამყაროს გეიმპლეი, რისი საშუალებითაც მოთამაშეს შუეძლია თავისუფლად იმოგზაუროს Arcanum-ის სამყაროში. მსვლელობისას მოთამაშე ნახულობს ქალაქებს, სოფლებს და სხვადასხვა ლოკაციებს, ურთიერთობას ამყარებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და იბრძვის მტრებთან.

სათამაშო პრესამ საერთო ჯამში დადებითი შეფასება მისცა თამაშს. მიმოხილველებმა, ძირითადად, შეაქეს სიუჟეტი და როლური სისტემა. 2001 წელს საიტმა IGN მიანიჭა "რედაქტორთა რჩეულის ჯიდლო"[7][8]. ვიზუალური სტილის შესახებ კრიტიკოსებს შორის აზრი გაიყო ორად. მათ გააკრტიკეს საბრძოლო სისტემა. საერთო მიმოხილვების საიტებზე, GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 77, 93% (38 მიმოხილვაზე დაყრდნობით[9]) და 81/100 (24 მიმოხილვაზე დაყრდნობით[10]). ხოლო რაც შეეხება თამაშის მუსიკას, ჟურნალმა Forbes-მა იგი შეიყვანა სიაში „12 ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშების საუნდტრეკი“ [11]. საუნდტრეკი გაყიდვაში არასდროს არ გამოსულა, მაგრამ მისი გადმოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ[12].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Zovni; Unicorn B. Lynx; Jeanne. (2001-08-21) Game Credits for Arcanum: Of Steamworks & Magick Obscura. ციტირების თარიღი: 2006-10-16.
  2. Arcanum: Of Steamworks & Magick Obscura - Credits. Allgame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-02. ციტირების თარიღი: 2013-07-01.
  3. Troika Games Officially Closed. GameDailyBiz (2005-02-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-04-05. ციტირების თარიღი: 2013-04-05.
  4. Troika Games' Sales Figures. GameBanshee (2005-01-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-12. ციტირების თარიღი: 2013-06-12.
  5. Владимир Горячев.. (2005-03-01) Troika Games и финансовые неудачи. Absolute Games. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-13. ციტირების თარიღი: 2013-09-23.
  6. Tumeo, Antonino. Interview to Tim Cain. NextGame.it (2000-04-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი, 2008. ციტირების თარიღი: 2009-07-06.
  7. Arcanum Of Steamworks & Magick Obscura Review on PC. GameZone (2001-08-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-12-20. ციტირების თარიღი: 2013-06-13.
  8. IGN Staff.. (2001-08-24) Arcanum: Of Steamworks and Magick Obscura. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-12. ციტირების თარიღი: 2013-06-12.
  9. Arcanum: Of Steamworks and Magick Obscura. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-14. ციტირების თარიღი: 2013-06-14.
  10. Arcanum: Of Steamworks and Magick Obscura. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-14. ციტირების თარიღი: 2013-06-14.
  11. Kain, Erik. (2012-09-08) The Top 12 Video Game Soundtracks Of All Time. forbes.com. ციტირების თარიღი: 2014-01-28.
  12. Ben Houge, Arcanum Soundtrack. BenHouge.com (2001-09-19). ციტირების თარიღი: 2009-10-19.