NBA-ს ჯილდოების სია
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) წარმოადგენს 12 ჯილდოს, რომლებიც აღიარებულია გუნდების და მოთამაშეების დამსახურების მიხედვით. NBA ჩემპიონის გამარჯვებულის თასს ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი ეწოდება, რომელიც პირველად 1978 წელს გადაეცა NBA ფინალის გამარჯვებულს.
NBA ჩემპიონის თასი პირველად 1947 წლის NBA ფინალში გადაეცა, რომელსაც იმ დროს ლარი ბრაუნის თასი ეწოდებოდა - ბოსტონ სელტიქსის პირველი მფლობელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (BAA) და ნაციონალური საკალათბურთო ლიგის (NBL) შეერთების, რის შემდეგადაც ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBA) წარმოიქმნა 1949 წელს.[1][2] ბრაუნის თასი 1978 წლამდე გადაეცემოდათ, ხოლო შემდეგ ახალი თასის დიზაინით გადაეცემოდა, რომელმაც პირველადი უოლტერ ბრაუნის თასი ამოიღო ხმარებიდან.[3] 1984 წელს, თასს ახალი სახელი დაერქვა ყოფილი NBA რწმუნებულ - ლარი ობრაიანის, რომელიც 1975-1984 წლებში ედგა ლიგას სათავეში.[3][4][5]
NBA-ს პირველი ინდივიდუალური ჯილდოები იყო All-Star მატჩის MVP-ს ჯილდო და წლის ახალბედის ჯილდო, რომლების ინაუგურაციის სეზონი 1953 წელი იყო.[6][7] MVP ჯილდო პირველად 1956 წელს გადაეცა, რომლის მფლობელიც რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.[8] ერთადერთი ინდივიდუალური ჯილდო, რომელსაც ვინმეს სახელი ჰქვია ეს არის NBA ფინალის ბილ რასელის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო, რომელიც 1969 წელს იქნა წარდგენილი. წლის აღმასრულებლის ჯილდო ერთადერთია რომელიც არ არის NBA-ს მიერ წარდგენილი, ის პოსრტული ჟურნალების ავტორების მიერ ირჩევა და ოფიციალურად აღიარებულია NBA-ს მიერ.[9]
ამ ჯილდოებთან ერთად, ლიგა ასევე აჯილდოებს მოთამაშეებს და მწვრთნელებს კვირების და თვეების ჯილდოებით.
გუნის თასები
რედაქტირებასურათი | ჯილდო | შეიქმნა | აღწერა | უკანასკნელი გამარჯვებული | სქოლო |
---|---|---|---|---|---|
ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი | 1978 | გადაეცემა NBA ფინალის გამარჯვებულს. | მაიამი ჰიტი | [3][4] | |
უოლტერ ბრაუნის თასი | 1947 | გადაეცემოდა NBA ფინალის გამარჯვებულს, თუმცა ჩანაცვლებული იქნა ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასით | არავინ, თასი გაუქმდა NBA ფინალის შემდეგ | [5] |
ინდივიდუალური ჯილდოები
რედაქტირებაჯილდო | შეიქმნა | აღწერა | უკანასკნელი გამარჯვებული | სქოლიო |
---|---|---|---|---|
All-Star მატჩის MVP | 1953 | ჯილდო გადაეცემა NBA All-Star მატჩის საუკეთესოდ ვინც ჩაატარებს. გამარჯვებულს მედიის წარმომადგენლები ირჩევენ. | კევინ დურანტი (ოკლაჰომა-სიტი თანდერი) | [6] |
წლის ახალბედა (ედი გოტლიბის თასი) |
1953 | გადაეცება ახალბედას, რომელმაც NBA-ს რეგულარული სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | კაირ ირვინგი (კლივლენდ კავალიერსი) | [7] |
MVP (მაურის პოდოლოფის თასი) |
1956 | გადაეცება მოთამაშეს, რომელმაც NBA-ს რეგულარული სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | ლებრონ ჯეიმზი (მაიამი ჰიტი) | [8] |
წლის მწვრთნელი (რედ ორბეხის თასი) |
1963 | გადაეცება მწვრთნელს, რომელმაც NBA-ს რეგულარული სეზონი საუკეთესოდ ჩაატარა. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | გრეგ პოპოვიჩი (სან-ანტონიო სპურსი) | [10] |
ბილ რასელის ფინალის MVP | 1969 | დარქმეული იქნა ბილ რასელის პატივსაცემად;[11] გადაეცება მოთამაშეს, რომელსაც NBA ფინალი საუკეთესოდ ჩაატარა. გამარჯვებულს მედიის წევრები ირჩევენ.[a] | ლებრონ ჯეიმზი (მაიამი ჰიტი) | [12] |
წლის აღმასრულებელი | 1973 | ჯილდოვდება NBA საუკეთესო ოფისის წარმომადგენელი აღმასრულებელი. გამარჯვებულს ლიგის 30 გუნდის აღმასრულებლები ასახელებენ. | ლარი ბირდი (ინდიანა პეისერსი) | [13] |
უოლტერ კენედის მოქალაქეობის ჯილდო | 1975 | ჯილდო გადაეცემა მოთამაშეს, მწვრთნელს ან მოვარჯიშეს, რომელიც საუკეთესოდ აჩვენებს თავს ქველმოქმედების მხრივ. გამარჯვებულს პროფესიონალური კალათბურთის მწერალთა ასოციაცია ავლენს. | პაუ გასოლი (ლოს-ანჯელეს ლეიკერსი) | [14] |
წლის მცველი | 1984 | ჯილდო გადაეცება მოთამაშეს, რომელმაც NBA-ს რეგულარული სეზონი საუკეთესოდ დაცვითი შესაძლებლობებით აჩვენა. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | ტაისონ ჩენდლერი (ნიუ-იორკ ნიქსი) | [15] |
წლის მეექვსე კაცი | 1984 | ჯილდო გადაეცება მოთამაშეს, რომელმაც NBA-ს რეგულარული სეზონში სკამიდან საუკეთესოდ ეხმარება გუნდს. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | ჯეიმზ ჰარდენი (ოკლაჰომა-სიტი თანდერი) | [16] |
გაუმჯობესებული მოთამაშე | 1986 | ჯილდო გადაეცება მოთამაშეს, რომელმაც NBA-ს რეგულარული სეზონი საუკეთესოდ გააუმჯობესა. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | რაიან ანდერსონი (ორლანდო მეჯიკი) | [17] |
სპორტული ჯილდო (ჯოუ დამერსის თასი) |
1996 | ჯილდოვდება მოთამაშე, რომელიც საუკეთესო მაგალითს აჩვენებს პარკეტზე ქცევებით. გამარჯვებულს NBA მოთამაშეები ირჩევენ. | ჯეისონ კიდი (დალას მევერიქსი) | [18] |
წოდება
რედაქტირებაHonor | Created | Description | Notes |
---|---|---|---|
ყველა-NBA | 1947 | ჯილდოვდებიან ის მოთამაშეები, რომლებმაც NBA სეზონი საუკეთესოდ ჩაატარეს. გამარჯვებულს სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე. | [19] |
ყველა-ახალბედა | 1963 | ჯილდოვდებიან საუკეთესო ახალბედები, რომელბმაც რეგულარული სეზონი საუკეთესოდ ჩაატარეს. ხმების მიცემა მწვრთნელების მიერ ხდება, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარ გუნდში მოთამაშესთვის ხმის მიცემა. | [20] |
ყველა-დაცვითი | 1969 | ჯილდოვდებიან საუკეთესო მცველები რეგულარული სეზონის მიხედვით. ხმის მიცემა ხდება NBA მწვრთნელების მიერ, რომლებსაც საკუთარ გუნდში მოთამაშესთვის არ შეუძლიათ ხმის მიცემა. | [21] |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებააღნიშვნა
რედაქტირება- a გამარჯვებული ვლინდება 9 ხმის შედეხად, აქედან გულშემატკივრებს ეძლევათ საშუალება მისცენ ხმა NBA.com-ზე რომელიც შემდგომ იყოფა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "Awards and Honors Index" დაარქივებული 2013-04-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Walter A. Brown. Naismith Memorial Basketball Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 22, 2013. ციტირების თარიღი: July 27, 2008.
- ↑ NBA. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: July 27, 2008.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Larry O'Brien Championship Trophy. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ 4.0 4.1 The trophies. St. Petersburg Times (April 10, 2003). ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ 5.0 5.1 NBA Legends Launch 2005 NBA Legends Tour: Destination Finals. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ 6.0 6.1 All-Star Game: Year-by-Year Results. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ 7.0 7.1 Rookie of the Year. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ 8.0 8.1 Most Valuable Player. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ Reports: Baylor wins NBA executive of the year. ESPN.com (May 14, 2006). ციტირების თარიღი: July 24, 2008.
- ↑ Coach of the Year. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ The Finals MVP to Receive Bill Russell MVP Award. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc (February 14, 2009). ციტირების თარიღი: February 14, 2009.
- ↑ Finals Most Valuable Player. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ NBA Awards — Executive of the Year. The Sports Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 25, 2011. ციტირების თარიღი: August 6, 2008.
- ↑ Pistons G Chauncey Billups wins sportsmanship award. ESPN.com. ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ Defensive of the Year. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ Sixth Man of the Year. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: June 2, 2008.
- ↑ Most Improved Player. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: October 19, 2010.
- ↑ Chicago’s Deng Wins 2006-07 NBA Sportsmanship Award. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ MVP Nash Highlights All-NBA First Team. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc (May 17, 2006). ციტირების თარიღი: October 30, 2008.
- ↑ Kobe, Garnett Headline All-Defensive Team. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc (May 12, 2008). ციტირების თარიღი: October 30, 2008.
- ↑ Durant, Horford Headline T-Mobile All-Rookie Team. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc (May 14, 2008). ციტირების თარიღი: October 30, 2008.