NBA-ს წლის მწვრთნელის ჯილდო
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლის მწვრთნელის ჯილდო - სეზონის საუკეთესო მწვრთნელს გადაეცემა 1962-63 წლიდან მოყოლებული. გამარჯვებულს გადაეცემა რედ ორბეხის თასი - რედ ორბეხის პატივსაცემად დარქმეული, რომელიც დაეხმარა ბოსტონ სელტიქსს 9 NBA-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში 1956-1966 წლებში. გამარჯვებული გამოვლინდება რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ სპორტული ჟურნალების ავტორების მიერ აშშ და კანადა-ში.
ამ იდეის წამოწყებიდან, ეს ჯილდო 40 სხვადასხვა მწვრთნელს გადაეცა. უკანასკნელი გამარჯვებული ამ ტიტულის სან-ანტონიო სპურსის მთავარ მწვრთნელო - გრეგ პოპოვიჩია. დონ ნილსონს და პეტ რაილის ეს ჯილდო 3-3 აქვთ მოგებული, მაშინ როდესაც ჰაბი ბრაუნს, ბილი ფიტჩს, კოტონ ფიტზიმონს, გრეგ პოპოვიჩს და გენი შუს კი 2-2 აქვთ მოპოვებული. არცერთ მწვრთნელს არ მოუგია ჯერჯერობით ზედიზედ 2 წლის მანძილზე. რაილი არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც დასახელებული იქნა 3-ჯერ სხვადასხვა გუნდებთან ერთად ყოველ ჯერზე. ლარი ბირდი არის ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ასევე MVP ტიტული აქვს მოგებული როგორც მოთამაშეს. ბილ შერმენი და ლენი უილკინსი არიან მხოლოდ ის მწვრთნელები, რომლებიც ნეისმიტის კალათბურთის დიდების დარბაზში იქნენ შეყვანილი როგორც მოთამაშეები, ასევე მწვრთნელები. ჯონი კერი არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ეს ჯილდო წაგებული მაჩვენებლის (33-48 ჩიკაგო ბულზის მწვრთნელი 1966-67 წლებში) მიუხედავად შეძლო მოგება. კერი დასახელებული იქნა, რადგან მან შეძლო ჩიკაგო ბულზის გაყვანა გუნდის არსებობის პირველივე წელს პლეი-ოფში.
გამარჯვებულები
რედაქტირება^ | აღნიშნულია ის მწვრთნელები, რომლებიც კვლავ აქტიურები არიან ამჟამად NBA-ში |
* | შეყვანილი იქნა ნეისმიტის დიდების დარბაზში როგორც მწვრთნელი |
*^ | აქტიური NBA მწვრთნელი, რომელიც შეყვანილი იქნა ნეისმიტის დიდების დარბაზში |
W–L | მოგება-წაგების შედეგი იმ სეზონში |
Win% | მოგების პროცენტული მაჩვენებელი იმ სეზონში |
სეზონი | მწვრთნელი | ეროვნება | გუნდი | W–L | Win% |
---|---|---|---|---|---|
1962-63 | ჰარი გელეთინი | აშშ | სენტ-ლუის ჰოუქსი | 48–32 | .600 |
1963-64 | ალექს ჰენამი* | აშშ | სან-ფრანცისკო უორიორსი | 48–32 | .600 |
1964-65 | რედ ორბეხი*[a] | აშშ | ბოსტონ სელტიქსი | 62–18 | .775 |
1965-66 | დოლფ შეისი | აშშ | ფილადელფია სიქსერსი | 55–25 | .688 |
1966-67 | ჯონი კერი | აშშ | ჩიკაგო ბულზი | 33–48 | .407 |
1967-68 | რიჩი გარინი | აშშ | სენტ-ლუის ჰოუქსი | 56–26 | .683 |
1968-69 | გენი შუ | აშშ | ვაშინგტონ ბულეტსი | 57–25 | .695 |
1969-70 | რედ ჰოლცმენი*[a] | აშშ | ნიუ-იორკ ნიქსი | 60–22 | .732 |
1970-71 | დიკ მოტა | აშშ | ჩიკაგო ბულზი | 51–31 | .622 |
1971-72 | ბილ შერმენი* | აშშ | ლოს-ანჯელეს ლეიკერსი | 69–13 | .841 |
1972-73 | ტომ ჰეინსონი | აშშ | ბოსტონ სელტიქსი | 68–14 | .829 |
1973-74 | რეი სკოტი | აშშ | დეტროიტ პისტონსი | 52–30 | .634 |
1974-75 | ფილ ჯონსონი | აშშ | კანზას სიტი-ომაჰა კინგსი | 44–38 | .537 |
1975-76 | ბილ ფიტჩი[a] | აშშ | კლივლენდ კავალიერსი | 49–33 | .598 |
1976-77 | ტომ ნისეილკი | აშშ | ჰიუსტონ როკეტსი | 49–33 | .598 |
1977-78 | ჰაბი ბრაუნი | აშშ | ატლანტა ჰოუქსი | 41–41 | .500 |
1978-79 | კოტონ ფიტზიმონსი | აშშ | კანზას-სიტი კინგსი | 48–34 | .585 |
1979-80 | ბილ ფიტჩი[a] (2) | აშშ | ბოსტონ სელტიქსი | 61–21 | .744 |
1980-81 | ჯეკ მაკინი | აშშ | ინდიანა პეისერსი | 44–38 | .537 |
1981-82 | გენი შუ (2) | აშშ | ვაშინგტონ ბულეტსი | 43–39 | .524 |
1982-83 | დონ ნელსონი*[a] | აშშ | მილუოკი ბაქსი | 51–31 | .622 |
1983-84 | ფრენკ ლეიდენი | აშშ | იუტა ჯაზი | 45–37 | .549 |
1984-85 | დონ ნელსონი*[a] (2) | აშშ | მილუოკი ბაქსი | 59–23 | .720 |
1985-86 | მაიკ ფრეტელო | აშშ | ატლანტა ჰოუქსი | 50–32 | .610 |
1986-87 | მაიკ შულერი | აშშ | პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი | 49–33 | .598 |
1987-88 | დაგ მოუ | აშშ | დენვერ ნაგეტსი | 54–28 | .659 |
1988-89 | კოტონ ფიტზიმონსი (2) | აშშ | ფინიქს სანსი | 55–27 | .671 |
1989-90 | პეტ რაილი*[a] | აშშ | ლოს-ანჯელეს ლეიკერსი | 63–19 | .768 |
1990-91 | დონ ჩეინი | აშშ | ჰიუსტონ როკეტსი | 52–30 | .634 |
1991-92 | დონ ნელსონი*[a] (3) | აშშ | გოლდენ სტეიტ უორიორსი | 55–27 | .671 |
1992-93 | პეტ რაილი*[a] (2) | აშშ | ნიუ-იორკ ნიქსი | 60–22 | .732 |
1993-94 | ლენი უილკინსი *[a] | აშშ | ატლანტა ჰოუქსი | 57–25 | .695 |
1994-95 | დელ ჰარისი | აშშ | ლოს-ანჯელეს ლეიკერსი | 48–34 | .585 |
1995-96 | ფილ ჯექსონი *[a] | აშშ | ჩიკაგო ბულზი | 72–10 | .878 |
1996-97 | პეტ რაილი *[a] (3) | აშშ | მაიამი ჰიტი | 61–21 | .744 |
1997-98 | ლარი ბირდი | აშშ | ინდიანა პეისერსი | 58–24 | .707 |
1998-99 | მაიკ დანლევი | აშშ | პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი | 35–15 | .700 |
1999-00 | დოკ რივერსი^ | აშშ | ორლანდო მეჯიკი | 41–41 | .500 |
2000-01 | ლარი ბრაუნი*^ | აშშ | ფილადელფია სიქსერსი | 56–26 | .683 |
2001-02 | რიკ კარლაისლი^ | აშშ | დეტროიტ პისტონსი | 50–32 | .610 |
2002-03 | გრეგ პოპოვიჩი^ | აშშ | სან-ანტონიო სპურსი | 60–22 | .732 |
2003-04 | ჰაბი ბრაუნი (2) | აშშ | მემფის გრიზლი | 50–32 | .610 |
2004-05 | მაიკ დენტონი^ | აშშ[b] | ფინიქს სანსი | 62–20 | .756 |
2005-06 | ევერი ჯონსონი^ | აშშ | დალას მევერიქსი | 60–22 | .732 |
2006-07 | სემ მიტჩელი | აშშ | ტორონტო რეპტორსი | 47–35 | .573 |
2007-08 | სკოტ ბაირონი^ | აშშ | ნიუ-ორლეან ჰორნეტსი | 56–26 | .683 |
2008-09 | მაიკ ბრაუნი^ | აშშ | კლივლენდ კავალიერსი | 66–16 | .805 |
2009-10 | სკოტ ბრუკსი ^ | აშშ | ოკლაჰომა-სიტი თანდერი | 50–32 | .610 |
2010-11 | ტომ თიბო ^ | აშშ | ჩიკაგო ბულზი | 62–20 | .756 |
2011-12 | გრეგ პოპოვიჩი ^ (2) | აშშ | სან-ანტონიო სპურსი | 50–16 | .758 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებააღნიშვნა
რედაქტირება- a არჩეული იქნა 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის NBA ისტორიაში.
- b მაიკ დენტონის ასევე აქვს იტალიის მოქალაქეობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- წლის წმვრთნელი
- წლის მწვრთნელი დაარქივებული 2012-05-27 საიტზე Wayback Machine.