ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტაისონ ქლოტის ჩენდლერი (ინგლ. Tyson Cleotis Chandler; დ. 2 ოქტომბერი, 1982) — ამერიკელი პროფესიონალური კალათბურთის ცენტრში მოთამაშე, რომელიც ამჟამად არის ნიუ-იორკ ნიქსის მოთამაშე, რომელიც NBA-ს წევრია. ტაისონი ასევე არის აშშ კაცთა კალათბურთის ნაკრების წევრი.

ტაისონ ჩენდლერი

ჩენდლერი მავერიკსში ყოფნის დროს
ნიუ-იორკ ნიქსი (2011-)
ცენტრი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 2 ოქტომბერი, 1982
ჰენფორდი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
სიმაღლე 2.16 სმ
წონა 109 კგ
კარიერა
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
ბულზი (2001-2006)
ჰორნეტსი (2006-2009)
ბობკეტსი (2009-2010)
მავერიქსი (2010-2011)
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები
NBA ჩემპიონი (2011)
FIBA მსოფლიო ჩემპიონი (2010)

ადრეული ცხოვრება და კარიერა სკოლაში

რედაქტირება

ჩენდლერი დაიბადა მარტოხელა დედასთან. ტაისონი და მისი ორი ძმა - ტერელი და ტერვონი გაიზარდნენ მათი ოჯახის ფერმაში, რომელიც შტატ კალიფორნიის ქალაქ ჰენფორდში მდებარეობს. ტაისონმა კალათბურთის თამაში დაიწყო როდესაც ის 3 წლის იყო და ბაბუის კალათას ესროდა ბურთებს, რომელიც ხეზე იყო მიბმული. ჩენდლერი ძროხის წველით, ღორების კვებით და სასოფლო კულტურით იყო დაკავებული. 9 წლის იყო როდესაც ტაისონი დედასთან ერთად სან ბერნადინიოში გადავიდა (კალიფორნია). ამ ასაკში ყოფნისას ჩენდლერი უკვე თითქმის 6 ფიტის სიმაღლის იმყოფებოდა, რის გამოც ხშირად გაჯავრების საგანი ხდებოდა. სკოლაში კალათბურთის გუნდში დასცინოდნენ, რომ ის უფრო მეტის იყო წლოვანებით, ვიდრე სინამდვილეში, რის გამოც მან რამდენიმეჯერ მიატოვა სკოლა.

ჩენდლერი და მისი ოჯახი შემდეგ კომპტონში (კალიფორნია) გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დომინგესის უფროსების სკოლაში შეიყვანეს, რომელიც მისი ათლეტობის იყო განთქმული იმ დროისთვის. სკოლის აღზრდილები იყვნენ ისეთი კალათბურთელები როგორებიც არიან დენის ჯონსონი და სედრიკ სებალოსი. სკოლის კალათბურთის გუნდი ტაისონმა სენსაციები ახდინა. ახლანდელი მოთამაშე, როგორიც დემარ დეროზენია უყურებდა მის თამაშებს და აღწერს: „ის იყო როგორც შაკი (შაკილ ონილი)“. მილოუკ ბაქსის გარდი - ბრენდონ ჯენინგსი, რომელიც იყო ბურთის მომწოდებელი დომინგეზის სკოლაში იმ დროს, განაცხადა: „მის გარშემო ბევრი გოგო ტრიალებდა ყოველთვის მისი სიმაღლის და თამაშის გამო, რის გამოც შენ სურვილი გქონდა ყოფილიყავი მისი მსგავსი“. ტაისონმა დაიმსახურე ჯილდოები Parade Magazine და USA Today-სგან, რის გამოც საბოლოოდ არჩეული იქნა McDonald's High School All-America Team-ში. როგორც ახალბედა, მისი პროფილი სატელევიზიო პროგრამაში 60 წუთის მანძილზე იქნა აღწერილი.

მისი მოზარდის წლებში, ჩენდლერის საშუალო 20 ქულა, 12 მოხსნა, 6 ასისტენტი და 3 ბლოკი იყო. უფროს წლებში კი ჩენდლერი ლიდერობდა დომინგეზს რომ მოეგო შტატის ჩემპიონატი 31-4 ჩანაწერით, სადაც საშუალოდ 26 ქულას და 8 ბლოკს ახდენდა თითოეულ თამაშში. ამის შემდეგ ჩენდლერი გამოძახებული იქნა რამდენიმე უნივერსიტეტში გადასული, მათ შორის: UCLA, Arizona, Syracuse, Memphis, Kentucky და Michigan. ჩენდლერი 2001 წლის ნბა დრაფტზე წარდგენილი იქნა როგორც მოსამზადებელი.

პროფესიონალური კარიერა

რედაქტირება

ჩიკაგო ბულზი

რედაქტირება

ტაისონ ჩენდლერი დრაფტზე მე-2 იყო არჩეული ლოს-ანჯელეს კლიპერსის მიერ, რომელიც უმალვე იქნა გაშვებული ჩიკაგო ბულზში ელტონ ბრენდის სანაცვლოდ. ბულზმა კი ტაისონის გვერდზე მისი სკოლის დროინდელი თანაგუნდელი ედი ქიური დააყენა წინა ხაზზე, თუმცა სეზონი ორივე მათგანს ცუდი გამოუდგა ბულზში. ჩენდლერის შემთხვევაში, მას წელის პრობლემები ჰქონდა, რამაც 2003-2004 წლის სეზონზე გავლენა იქონია. თუმცა ჩენდლერი მაინც იბრძოდა ბრენდენ ჰეივუდის წინააღმდეგ რომელიც ვაშინგტონ უიზარდშია და ამარე სტაუდმაიერის წინააღმდეგ რომელიც ფინიქს სანში თამაშობდა. საბოლოოდ ბრძოლა ჩენდლერს ცუდად დაუბრუნდა, რამაც მისი სათამაშო დროის შემცირება გამოიწვია საბოლოოდ.

2004-2005 წლების სეზონში კი ჩენდლერმა დიდი როლი ითამაშა ბულზის ფლეი-ოფში ყოფნის დროს. მან იპოვა თავისი როლი როგორც მეოთხე პერიოდის დაცვის სპეციალისტად, რომელიც თამაშის გადამრჩენი ბლოკი გააკეთა პოლ პირსის და კარმელო ენტონის წინააღმდეგ, რითაც დაჯილდოებული იქნა ჩიკაგო ბულზის მიერ 6 წლიანი კონტრაქტით სადაც 63 $ მილიონს აიღებდა. 2004-05 წლის ბოლოში კი ჩენდლერი გახდა ბოლო წევრი რომელმაც ბულზის ჯერი კრაუსის ერაში ჰქონდა ნათამაშები.

2005-2006 წლის სეზონში, ჩენდლერი კვლავ დიდ როლს თამაშობდა დაცვაში, თუმცა მისი პრობლემა ჯარიმებთან დაკავშირებით კვლავ აქტუალური იყო, რითაც საბოლოოდ საშუალო ქულა 5.3 ჩამოიყვანა თითოეულ თამაშში. ამის გულისთვის ბულზმა 4-ჯერ წლის საუკეთესო მცველის ტიტულის მფლობელი ბენ უალასი გადმოიყვანა ამ სეზონში. ბულზის გენერალურმა მენეჯერმა ჯონ პაქსონმა კი ჩენდლერის გაშვებაზე დაიწყო ზრუნვა. 2006 წლის 5 ივლისს, საბოლოოდ ბულზმა ჩენდლერი ნიუ-ორლეან ჰორნეტსში გაუშვა ჯეი არ სმიტის და ფი ჯეი ბრაუნის სანაცვლოდ. გაცვლა შემდეგ კვირაში დასრულდა.

ნიუ-ორლეან ჰორნეტსი

რედაქტირება
 
ჩენდლერის ჩატენვა

ნიუ-ორლეანში ჩატარებულ პირველვიე სეზონში 2006-2007 წელს, ჩენდლერის საშუალო მაჩვენებილი იყო 9.5 ქულა, 12.4 მოხსნა და 1.8 ბლოკი თითოეულ თამაშში.

შემდეგ სეზონში ტაისონმა გააუმჯობესა მაჩვენებელი და ქულები 11.7, მოხსნა 11.8 მოხსნით მიიყვანა, რაც ლიგის ლიდეორბაში დაეხმარა თავდასხმაში მოხსნებით. მისი დაცვა და მოხსნა და გაგება კრის პოლთან დაეხმარა გუნდს სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონის პირველი ადგილი დაეკავა 56 გამარჯვებით. ფლეი-ოფში ჩენდლერმა კარგად გამოიჩინა თავი, სადაც ტიმ დანკანი შეაკავა, თუმცა მე-7 მატჩში მაინც დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ჩენდლერი იქნა დასახელებული ნომერ პირველ შემცვლელად აშშ ნაკრებში.

197 რეგულარულ სეზონში, რომელმაც ჩენდლერმა ჰორნეტსთან ერთად გაატარა, საშუალოდ 10.2 ქულა, 11.3 მოხსნა და 1.4 ბლოკი ჩაიწერა მის სტატისტიკაში. 2009 წლის 17 თებერვალს კი ჩენდლერი გაშვებული იქნა ოკლაჰომა-სიტი თანდერში უილკოქსის, ჯოე სმიტის და დევონ ჰარდინის სანაცვლოდ. თუმცა მან ფიზიკური ტესტი ჩააგდო ფეხის თითის ტრავმის გამო და 1 დღის მოგვიანებით ოკლაჰომამ განაცხადა გაცვლაზე უარი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ოკლაჰომა სიტის ექიმი, რომელმაც დაიწუნა ჩენდლერი, იყო იგივე ექიმი, რომელმაც ტაისონს 2 წლით ადრე ოპერაცია გაუკეთა მაგ თითზე.

შარლოტ ბობკეტსი

რედაქტირება

2009 წლის 28 ივლისს, ტაისონი გაყიდული იქნა ჩარლოტა ბობქეტსში, რომლის სანაცვლოდაც ნიუ-ორლეანმა ემეკა ოკაფორი აიყვანა. ჩენდლერი როცა გუნდს შეუერთდა, გუნდს არ ჰქონდა ისტორიაშია ფლეი-ოფში ნათამაშები. ჩენდლერი კი საკუთარ ტრავმას ებრძოდა 2009-2010 წლის სეზონსი, როდესაც მან თვეზე მეტი გამოტოვა მარცხენა ფეხის ტრავმის გამო. თუმცა ამის მიუხედავად ტაისონმა მაინც შეძლო დახმარებოდა გუნდს და 44 გამარჯვება მოეპოვებინა, რაც საკმარისი იყო გუნდის ფლეი-ოფში გასასვლელად - რომელიც პირველი გამოდგა გუნდის ისტორიაში. ფლეი-ოფში გასულებს კი ორლანდო მეჯიქი შეხვდა, სადაც ტაისონი დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა დუაიტ ჰოვარდის მიერ, სადაც ყველაფრის მიუხედავად ჩანდლერმა ბრწყინვალე ცენტრის სტატისტიკა 9 ქულა და 9 მოხსნამდე ჩამოიყვანა ყოველ მატჩში. სამწუხაროდ საბოლოოდ შარლოტ 4-0 დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

დალას მავერიქსი

რედაქტირება

2010 წლის 13 ივლისს, ჩენდლერი გადავიდა დალას მავერიკსში ალექსის აინჩასთან ერთად მეთ კეროლის, ერიკ დამფიერის და ედუარდო ნაიერას სანაცვლოდ. ჩენდლერმა დიდი წვლილი შეიტანა დირკ ნოვიცკის და ჯეისონ კიდის სტატისტიკაშიც. ტაისონი მალევე გახდა გულშემატკივრების საყვარელი პერსონა დალასში მისი დაცვითი შესაძლებლობის გამომჟღავნების და ათლეტიზმის მოედანზე ჩვენებისთვის. გუნდმა საბოლოოდ სეზონი 57-25 დაასრულა, რითად დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილი დაიკავეს და გავიდნენ ფლეი-ოფში. პირველ მატჩში მათ შეძლეს დამარცხება პორტლანდ ბლეიზერსის 6 მატჩიან სერიაში, სადაც შემდგომ კობი ბრაიანტის ლოს ანჯელეს ლეიკერს შეხვდნენ. მათი დამარცხების შემდეგ კი კევინ დურანტის ოკლაჰომა სიტი თანდერს შეხვდნენ სადაც 5 მატჩიან სერიაში შეძლეს გამარჯვება. საბოლოოდ მავერიქსი გავიდა NBA ფინალში, სადაც მათ წინაშე მაიამი ჰიტი წარდგა ლებრონ ჯეიმსი, დუეინ ვეიდის და კრის ბაშის წოდებულ „დიდი სამეულით“. ჩენდლერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა მავერიკისთვის, რომელმაც შეძლო და შეაჩერა ჯეიმსი - ვეიდის დუეტი ფართან. ბოლო წუთებში კი მას თავდასხმაში მოუწია თამაში, რადგან თანაგუნდელ ბრენდან ჰეივუდმა ტრავმა მიიღო. მე-5 მატჩში ტაისონმა 13 ქულა და 16 მოხნსა მიითვალა ანგარიშზე, ხოლო მე-6 მატჩში 13 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაბლოკვა, რაც საბოლოოდ დაეხმარა მავერიკს მოეგო ისტორიაში პირველად ჩემპიონობა. მისი ბრწყინვალე დაცვითი თამაშის გამო, ტაისონი არჩეული იქნა All-Defensive მეორე გუნდში.

2011 წლის 9 დეკმებერს, ჩენდლერმა განაცხადა მისი 4 წლიანი კონტრაქტის შეთანხმების შესახებ ნიუ-იორკ ნიქსთან, რაშიც ის 58$ მილიონს აიღებს. გახსნის დღეს, რომელიც ქრისთმასის დღეს დაემთხვა, ნიუ-იორკ ნიქსი ბოსტონ სელტიკს მასპინძლობდა მედისონ სკვერ გარდენში, სადაც პირვლეი მატჩი ტაისონმა 7 ქულით, 3 მოხსნით, 2 ასისტენტით და 6 დაბლოკილით დაასრულა, რაც გუნდს დაეხმარა 106-104 გამარჯვებაში. ჩენდლერმა რეგულარული სეზონი დაასრულა 67.9 % მოედნიდან ჩაგდებული ბურთის პროცენტით, რომლის შედეგიც მე-3 იყო მთელს NBA ისტორიაში. მან ასევე მიიღო NBA წლის საუკეთესო მცველის ჯილდო. ტაისონი იყო პირველი ნიქსის მოთამაშე, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება შეძლო. როდესაც ჩენდლერი თამაშობდა ბულზის რიგებში, მან ერთხელ განაცხადა, რომ ის ყურადღებას აქცევდა დაცვით მხარეს თუ როგორ თამაშობდნენ ბილლ ქარტრაითი და მისი თანაგუნდელი ჩარლზ ოკლი.

კარიერის გადასვლები

რედაქტირება
  • 2001 წლის 27 ივნისი: 2001 ნბა დრაფტზე იქნა მე-2 არჩეული ლოს-ანჯელეს კლიპერსის მიერ.
  • 2001 წლის 27 ივნისი: კლიპერსმა გაუშვა ჩიკაგო ბულზში ელტონ ბრენდის სანაცვლოდ.
  • 2006 წლის 14 ივლისი: ჩიკაგომ გაუშვა ნიუ-ორლეან ჰორნეტსში ფი ჯეი ბრაუნის და ჯეი არ სმიტის სანაცვლოდ.
  • 2009 წლის 17 თებერვალი: ნიუ-ორლეანმა გაუშვა ოკლაჰომა სიტი თანდერში კრის უილკოქსის, ჯოუ სმიტის და დევონ ჰარდინის სანაცვლოდ.
  • 2009 წლის 18 თებერვალი: ოკლაჰომა სიტი თანდერმა ჩაშალა გარიგება, რადგან ტაისონ ჩენდლერმა ვერ შეძლო ფიზიკური ტესტის ჩაბარება.
  • 2009 წლის 28 ივლისი: ნიუ-ორლეანს ჰორნეტსმა გაუშვა ჩარლოტა ბობკასტში ემეკა ოკაფორის სანაცვლოდ.
  • 2010 წლის 13 ივლისი: ჩარლოტამ ტაისონი და ალექსის აინჩა გაუშვა დალას მავერიკსში მეთ კეროლის, ერიკ დემფირის და ედუარდო ნაიერას სანაცვლოდ.
  • 2011 წლის 9 დეკემბერი: გადმობირებული იქნა ნიუ-იორკ ნიქსის მიერ სამ გუნდის გაცვლა-გამოცვლის შედეგად.

პერსონალური ცხოვრება

რედაქტირება

10 წლამდე, ჩენდლერი იზრდებოდა ცენტრალურ კალიფორნიაში.

ჩენდლერი და მისი ცოლი კიმბერლიმ ორგანიზება გაუწიეს ქველმოქმედებას ნიუ-ორლეანში მაცხოვრებლებს, რომლებიც ქარიშხალ კატრინას დროს დაზარალდნენ. ქველმოქმედება დაეხმარა ეყიდა „პატარა ნივთები“ (როგორც ტაისონმა განაცხადა) ოჯახებს: ტელევიზორები, ღუმელი, მაცივრები, მიკროტალღური ღუმელი და ა.შ. ჩენდლერის თანაგუნდელის ცოლები ასევე დაეხმარნენ ამ ქველმოქმედებაში.

ჩენდლერის ბებია (მამიხ მხრიდან) წარმოშობით გერმანიიდან არის.

ტაისონი იყო სუბიექტი ლიმიტირებული 100 ეგზემპლიარ ჟურნალის „ტაისონ ჩენდლერის“. რომელიც შექმნილი იყო 2011 წლის შემოდგომაზე Camilla Venturini-ს მიერ, ხოლო ფოტოგრაფი კი Ari Marcopoulos იყო, ჟურნალი კი Wall Street Journal-ის გავრცელებული ვერსიას შეადგენდა.

ნბა კარიერის სტატისტიკა

რედაქტირება

მნიშვნელობები: GP = ჩატარებული მატჩი; GS = თამაში დაიწყო; MPG = თითოეულ მატჩში ჩატარებული წუთი; FG% = თამაშიდან ჩაგდებული პროცენტულად;

3P% = 3 ქულიანი თამაშიდან ჩაგდებული პროცენტულად; FT% = საჯარიმო სროლა პროცენტულად; RPG = მოხსნა თითოეულ მატჩში; APG = ასისტენტი თითოეულ მატჩში;

SPG = მოპარვა თითოეულ მატჩში; BPG = ბლოკი თითოეულ მატჩში; PPG = ქულა თითოეულ მატჩში; გამუქებული/მწვანედ შეღებილი = კარიერის ყველაზე მაღალი შედეგი;

რეგულარული სეზონი

რედაქტირება
წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2001–02 ჩიკაგო 71 31 19.6 .497 .000 .604 4.8 .8 .4 1.3 6.1
2002-03 ჩიკაგო 75 68 24.4 .531 .000 .608 6.9 1.0 .5 1.4 9.2
2003-04 ჩიკაგო 35 8 22.3 .424 .000 .669 7.7 .7 .5 1.2 6.1
2004-05 ჩიკაგო 80 10 27.4 .494 .000 .673 9.7 .8 .9 1.8 8.0
2005-06 ჩიკაგო 79 50 26.8 .565 .000 .503 9.0 1.0 .5 1.3 5.3
2006-07 ნიუ-ორლეანი 73 73 34.6 .624 .000 .527 12.4 .9 .5 1.8 9.5
2007-08 ნიუ-ორლეანი 79 79 35.2 .623 .000 .593 11.7 1.0 .6 1.1 11.8
2008-09 ნიუ-ორლეანი 45 45 32.1 .565 .000 .579 8.7 .5 .3 1.2 8.8
2009-10 შარლოტი 51 27 22.8 .574 .000 .732 6.3 1.1 .3 1.1 6.5
2010-11 დალასი 74 74 27.8 .654 .000 .732 9.4 .4 .5 1.1 10.1
2011–12 ნიუ-იორკი 62 62 33.2 .679 .000 .689 9.9 .9 .9 1.4 11.3
ტოტალი 724 527 28.1 .578 .000 .633 8.9 .8 .6 1.4 8.6
წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2005 ჩიკაგო 6 0 28.7 .475 .000 .696 9.7 1.3 .2 2.2 11.7
2006 ჩიკაგო 6 0 17.3 .667 .000 .300 4.5 .5 .3 .3 1.8
2008 ნიუ-ორლეანი 12 12 34.3 .632 .000 .625 10.3 .4 .4 1.7 8.0
2009 ნიუ-ორლეანი 4 4 23.5 .500 .000 .500 5.3 .5 .5 .2 3.8
2010 შარლოტი 4 0 15.0 .545 .000 .667 2.5 .5 .5 .8 3.5
2011 დალასი 21 21 32.4 .582 .000 .679 9.2 .4 .6 .9 8.0
2011-12 ნიუ-იორკი 5 5 33.4 .440 .000 .600 9.0 .8 1.4 1.4 6.2
ტოტალი 58 42 29.1 .562 .000 .644 8.2 .6 .6 1.1 7.0

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება