Get Your Filthy Hands Off My Desert
„Get Your Filthy Hands Off My Desert“ — მეშვიდე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომზე The Final Cut.[1][2]
„Get Your Filthy Hands Off My Desert“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან The Final Cut | ||||
გამომცემელი | Pink Floyd Music Publishers Ltd | |||
გამოსვლის თარიღი |
21 მარტი 1983 (ბრიტანეთი) 2 აპრილი 1983 (აშშ) | |||
ჩაიწერა | ივლისი-დეკემბერი 1982 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 1:19 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Capitol Records (აშშ) | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | როჯერ უოტერსი, ჯეიმზ გათრი და მაიკლ კემენი | |||
The Final Cut – სიმღერები | ||||
|
სიმღერის დასაწყისში ჟღერს ხმოვანი ეფექტი - რაკეტა, რომელიც წინიდან არის გამოშვებული, ყურსასმენებში (ან ხმოვან სისტემაში) უკან ფეთქდება. ეფექტი ეფუძნება ჰუგო ზუკარელის ტექნოლოგიას Holophonics, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევს, შეიგრძნოს სივრცის იმიტირება სპეციალური ხმოვანი სისტემის გარეშეც.
სიმღერის დასაწყისში ჟღერს ფრაზა „Get Your Filthy Hands Off My Desert“ (შენი ბინძური ხელები - ჩემს უდაბნოსგან შორს) - ქცეული სიმღერის სახელწოდებად.
ავღანეთში რუსეთის შეჭრის ხსენების გამო პინკ ფლოიდმა 1980-იან წლებში საბჭოთა პროპაგანდის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა, ხაზი გაესვა რა „საბჭოთა კავშირის ავღანეთში პოლიტიკის დამახინჯების ფაქტს“. თუმცა, 1989 წელს ჯგუფი მოსკოვს კონცერტებით ეწვია.
სიმღერა სრულდებოდა როჯერ უოტერსის თითქმის ყველა ტურნეს მსვლელობისას, ტურნეს In The Flesh ჩათვლით. ჯგუფს იგი არასოდეს დაუკრავს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.