ძაბრისებრი კლიტოციბე

(გადამისამართდა გვერდიდან Clitocybe gibba)

ძაბრისებრი კლიტოციბე (ლათ. Infundibulicybe gibba) — სოკოს სახეობა ტრიქოლომასებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აგრეთვე იზრდება ჩრდილოეთ ამერიკაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საჭმელად გამოიყენება ახალი და დამწნილებული.

ძაბრისებრი კლიტოციბე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  Infundibulicybe
სახეობა:  ძაბრისებრი კლიტოციბე
ლათინური სახელი
Infundibulicybe gibba (Pers.) P.Kumm., 1871

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1801 წელს როგორც Agaricus gibbus.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა პოლონელმა მიკოლოგმა ჰარი ჰარმაჯამ 2003 წელს.[2]

ქუდის დიამეტრი — 3-10 სმ, თავდაპირველად ბრტყელი, შემდგომში ჩაზნექილი და ძაბრისებრია, ზოგჯერ ცენტრში ახასიათებს მცირე ბორცვაკი. ტიტველია, თხელი კიდეებით, ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი.

ფირფიტები — ძლიერ დაღმავალი, ხშირი, თეთრი ან ღია კრემისფერი.

რბილობი — მოთეთრო, ნუშის სუნით.

ფეხის სიგრძე — 3-8 სმ, სისქე — 0,5-1 სმ, ცილინდრული ან ძირში ოდნავ გაგანიერებული, ჟანგმიწისფერი ან მოთეთრო.

სპორების ფხვნილი თეთრი ფერის. ხორბლის მარცვლისებრი, წაწვეტებული, პუნქტირებული ზედაპირით, უფერული, 5-7x3-4 მკ.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

საპროტროფია. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აგრეთვე გვხვდება ავსტრალიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში.[3][4]

როგორც წესი იზრდება ჯგუფებად, წიწვოვან და ფართოფოთლოვან ტყეებში, ასევე ტყეებისა და გზების პირას. ზოგჯერ ქმნის ქაჯის წრეს.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

სინონიმები

რედაქტირება
  • Clitocybe gibbus P.Kumm., 1801
  • Agaricus gibbus Pers., 1801basionym
  • Agaricus gibbus var. membranaceus (Vahl) Fr., 1828, nom. inval.
  • Agaricus infundibuliformis var. membranaceus (Vahl) Fr., 1838
  • Agaricus membranaceus Vahl, 1790
  • Clitocybe infundibuliformis var. membranacea (Vahl) Massee, 1893
  • Clitocybe membranacea (Vahl) Sacc., 1887
  • Infundibulicybe gibba (Pers.) Harmaja, 2003
  • Omphalia gibba (Pers.) Gray, 1821

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 94, ISBN 99940-856-1-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Infundibulicybe gibba page. Species Fungorum. Royal Botanic Gardens Kew. ციტირების თარიღი: 2019-07-30
  2. Harmaja H (2003). „Notes on Clitocybe s. lato (Agaricales)“. Annales Botanici Fennici. 40 (1): 213–218.
  3. Clitocybe gibba (Pers.) P. Kumm.. Global Biodiversity Information Facility. OECD. ციტირების თარიღი: 2019-07-28
  4. (2013) Champignons de France et d'Europe (French). Delachaux et Niestlé, გვ. 212. ISBN 978-2-603-02038-8.  Also available in English.