სურნელოვანი კლიტოციბე

(გადამისამართდა გვერდიდან Clitocybe odora)

სურნელოვანი კლიტოციბე (ლათ. Clitocybe odora) — კლიტოციბეს გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა.

სურნელოვანი კლიტოციბე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  კლიტოციბე
სახეობა:  სურნელოვანი კლიტოციბე
ლათინური სახელი
Clitocybe odora (Bull.) P.Kumm., 1871

საჭმელი სოკოა. საჭმელად გამოიყენება ახალი, ხმარობენ სუნელადაც. გავრცელებულია აზია, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა ბოტანიკოსმა პიერ ბიულიარმა 1784 წელს როგორც Agaricus odorus. მიმდინარე ბინომიალური სახელი მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.

ქუდის დიამეტრი 3-8 სმ, თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ ბრტყელი და ჩაჭყლეტილი, ტალღოვანი კიდეებით, ცენტრში ზოგჯერ ახასიათებს მცირე ბორცვაკი, ტიტველია. ჯერ ლურჯ-მომწვანოა, შემდეგ — ნაცრისფერი ან ყავისფერ-ნაცრისფერი.

რბილობი — მოთეთრო. ახასიათებს ანანასის ძლიერი სუნი და გემო.

ჰიმენოფორი ფირფიტებიანი, ფირფიტები ფეხთან შეზრდილი ან მცირედ დაღმავალია. მომწვანო ან ღია მოლურჯო.

ფეხის სიგრძე — 3-6 სმ, სისქე — 0,6-0,8 სმ, ცილინდრული ან ძირში მცირედ გამსხვილებული, ფიფქოვან-ბიჭკოიანი ზედაპირით, ძირში ბუსუსიანი, ქუდისფერია.[1]

სპორების ფხვნილი თეთრი ფერის. სპორები 6-8×3-4 მკმ, ელიფსისებრი, გლუვი.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

საპროტროფია. ფართოდაა გავრცელებული აზია, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება როგორც წიწვოვან, ასევე ფოთლოვან ტყეებში.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

საჭმელი სოკოა. საჭმელად გამოიყენება ახალი, ხმარობენ სუნელადაც.[2]

ზოგიერთი სახელმძღვანელო მოუწოდებს გამოუცდელ მესოკოვეებს თავი შეიკავონ სურნელოვანი კლიტოციბეს შეგროვებისაგან, რადგანაც იგი წააგავს რამდენიმე სახეობის შხამიან სოკოს.[3]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

სინონიმები

რედაქტირება
  • Agaricus anisatus Pers., 1796
  • Agaricus moschatus J.F.Gmel., 1792
  • Agaricus odorus Bull., 1784basionym
  • Agaricus odorus var. anisatus (Pers.) Pers., 1801
  • Agaricus suaveolens Trog, 1832, nom. illeg.
  • Agaricus trogii Fr., 1838
  • Agaricus viridis With., 1796
  • Clitocybe trogii (Fr.) Sacc., 1887
  • Clitocybe viridis (With.) Gillet, 1874
  • Gymnopus odorus (Bull.) Gray, 1821
  • Gymnopus viridis (With.) Gray, 1821
  • Lepista odora (Bull.) Harmaja, 1976
  • Omphalia viridis (With.) Quél., 1886
  • Rubeolarius odorus (Bull.) Raithelh., 1981

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 96, ISBN 99940-856-1-1.
  2. Mabey, Richard (1975) Food For Free, a guide to the edible wild plants of Britain. Fontana / Collins. 
  3. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books. ISBN 978-1-55407-651-2.