ცვილისებრი კლიტოციბე

სოკოს სახეობა
(გადამისამართდა გვერდიდან Clitocybe phyllophila)

ცვივილისებრი კლიტოციბე (ლათ. Clitocybe phyllophila) — კლიტოციბეს გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და აზიაში. ძლიერ შხამიანია. შეიცავს მუსკარინს.

ცვილისებრი კლიტოციბე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  კლიტოციბე
სახეობა:  ცვილისებრი კლიტოციბე
ლათინური სახელი
Clitocybe phyllophila (Pers.) P.Kumm., 1871

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა ბოტანიკოსმა და მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1801 წელს როგორც Agaricus phylophilus. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.[1]

ზრდასრული სოკოს ქუდის დიამეტრი 2-9,5 (ზოგჯერ 11 სმ) სმ-მდე აღწევს, ნორჩობაში ბრტყლად ამოზნექილია, ასაკთან ერთად ჩაზნექილი და ძაბრისებრი. ზედაპირი მოთეთრო ან მონაცრისფრო-კრემისფერია, ხშირად დაფარულია კონცენტრულად განწყობილი, თითქოს წყლით გაჟღენთილი რგოლებით.[2]

ფირფიტები ხშირი, ოდნავ დაღმავალი, მოთეთრო-კრემისფერი, ზოგჯერ მომურო ან მოვარდისფრო ელფერით.

რბილობი მოთეთრო, ჰიგროფანური, ტენიან ამინდში წყალწყალა-კრემიანი, მძაფრი სუნით.

ფეხის დიამეტრი — 3-7 სმ, სისქე — 0,5-1,5 სმ, ძირში გამსხვილებული, კრემისფერი ან მოთეთრო.

სპორების ფხვნილი მოვარდისფრო-კრემისფერია, სპორები — 4-5×3-3,5 მკმ, ფართოელიფსისებრი, გლუვი ზედაპირით. ბაზიდიუმი ოთხსპორიანი, 19-26×4—-6 მკმ.

შხამიანობა

რედაქტირება

ცვილისებრი კლიტოციბე გვარის ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი წარმომადგენელია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მუსკარინს. იწვევს ნერვიული სისტემის დამბლას[2]

მსავსი სახეობები

რედაქტირება

ყველაზე ახლოს მდგომი სახეობაა Clitocybe dealbata, რომელიც განსხვავდება მცირე ზომით (1-7 სმ), როგორც წესი, იზრდება მინდვრებსა და მდელოებზე, ერთეულებად. ტყეში იშვიათად გვხვდება.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

საპროტროფია. იზრდება ფოთლოვანი და წიწვიანი ტყის მკვდარ საფარზე. როგორც წესი, დიდ ჯგუფებად, ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“. ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და აზიაში. იზრდება აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სამეცნიერო სინონიმები

რედაქტირება
  • Agagicus cerussatus Fr., 1821
  • Agaricus phyllophilus Pers., 1801basionym
  • Agaricus pithyophilus Secr. ex Fr., 1838
  • Clitocybe cerussata (Fr.) P.Kumm., 1871
  • Clitocybe cerussata var. pithyophila (Secr. ex Fr.) J.E.Lange, 1935
  • Clitocybe phyllophila var. fusispora Raithelh., 1970
  • Clitocybe phyllophila var. tenuis Harmaja, 1969
  • Clitocybe pithyophila (Secr. ex Fr.) Gillet, 1874
  • Lepista phyllophila (Pers.) Harmaja, 1976
  • Omphalia cerussata (Fr.) Quél., 1886
  • Omphalia phyllophila (Pers.) Quél., 1886
  • Omphalia phyllophila var. pithyophila (Secr. ex Fr.) Quél., 1886

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Kuyper, T.W. (1995). Flora Agaricina Neerlandica. Rotterdam, გვ. 46—47. ISBN 9-054-10616-6. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Clitocybe phyllophila. first-nature.com. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2021.
  2. 2.0 2.1 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 93, ISBN 99940-856-1-1.