BRICS-ის VII სამიტი
BRICS-ის VII სამიტი შედგა 2015 წლის 8 — 10 ივლისს რუსეთის ქალაქ უფაში[1].
BRICS-ის 2015 წლის შემადგენლობა:
- ბრაზილია — პრეზიდენტი დილმა რუსეფი,
- რუსეთი — პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,
- ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი,
- ჩინეთი — თავმჯდომარე სი ძინპინი,
- სარ — პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა.
მოწვეული სხვა ქვეყნის ლიდერები:
- სომხეთი — სერჟ სარქისიანი[2]
- ავღანეთი — აშრაფ ახმაძაი[3]
- ბელარუსი — ალექსანდრე ლუკაშენკო[4]
- ირანი — ჰასან რუჰანი[5]
- ყაზახეთი — ნურსულთან ნაზარბაევი[6]
- ყირგიზეთი — ალმაზბეკ ატამბაევი[7]
- მონღოლეთი — ცაჰიაგინ ელბეგდორჟი[8]
- პაკისტანი — ნავაზ შარიფი[9]
- ტაჯიკეთი — ემომალი რაჰმონი[10]
- უზბეკეთი — ისლამ ქარიმოვი[6]
სამიტის თემა: „BRICS-ის პარტნიორობა - ძლიერი ფაქტორი გლობალურ განვითარებაში“.
BRICS-ის სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო ახალი განვითარების ბანკის შექმნა 100 მილიარდი დოლარის კაპიტალით. რუსეთის ინიციატივით მიღებულ იქნა BRICS-ის ქვეყნების ეკონომიკური პარტნიორობის სტრატეგია 2020 წლამდე, რომელიც ეხება სახელმწიფოებს შორის ურთიერთქმედების გაფართოებას როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე საგარეო პოლიტიკაში.
სამიტზე ხელი მოეწერა უფას დეკლარაციას და სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც დაინიშნა კურსი BRICS-ის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობაზე გადასვლისთვის. განიხილება ეკონომიკური სარტყლის „აბრეშუმის გზის“ სტრატეგიის განხორციელება. ლიდერებმა გაეროს და სსფ-ის რეფორმის დაჩქარება მოითხოვეს. ამერიკული გამოცემის Counter Punch-ის ცნობით, უფას სამიტი გარდამტეხი იყო, რის შემდეგაც აშშ-ის გავლენა სხვა სახელმწიფოებზე საგრძნობლად შემცირდება.
სამიტის მონაწილეებმა არ გვერდი აუარეს აქტუალურ საერთაშორისო პრობლემებს: ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი ვითარება, კრიზისი საბერძნეთში, საერთაშორისო ტერორიზმი, ასევე კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Открылся саммит БРИКС 2015 в Уфе
- ↑ В Уфу прибыл Президент Республики Армения Серж Саргсян. www.bashinform.ru (2015-07-09). ციტირების თარიღი: 2019-11-15.
- ↑ В Уфу прибыл Президент Афганистана Ашраф Гани Ахмадзай. www.bashinform.ru (2015-07-09). ციტირების თარიღი: 2019-11-15.
- ↑ Александр Лукашенко примет участие в саммитах ШОС и БРИКС. TUT.BY (2015-07-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-15. ციტირების თარიღი: 2019-11-15.
- ↑ Президент Ирана Хасан Роухани прибыл в Уфу на саммиты БРИКС и ШОС. RT на русском. ციტირების თარიღი: 2019-11-15.
- ↑ 6.0 6.1 В Уфу прибыли Нурсултан Назарбаев и Ислам Каримов. vesti.ru. ციტირების თარიღი: 2019-11-15.
- ↑ Мадина Шералиева. (2015-07-09) Алмазбек Атамбаев вылетит на саммиты БРИКС и ШОС после похорон брата. K-News. ციტირების თარიღი: 2019-11-15.
- ↑ Президент Монголии прибыл в Уфу на саммиты БРИКС и ШОС. РИА Новости (20150709T0903+0300Z). ციტირების თარიღი: 2019-11-15.
- ↑ В Уфу прибыл Премьер-министр Пакистана Наваз Шариф. www.bashinform.ru (2015-07-09). ციტირების თარიღი: 2019-11-15.
- ↑ Эмомали Рахмон принял участие в неформальной встрече лидеров БРИКС, ШОС и ЕАЭС. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-13. ციტირების თარიღი: 2015-08-05.